ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მ.ე__
ჟანრი: პოეზია
21 დეკემბერი, 2011


სეზონური ცვლილება


ჩანან ფანჯრებიდან ბეღურები,
ნისკარტს ბუმბულებქვეშ იმალავენ.
თითქოს, ერთმანეთთან შეუღლება
უნდათ - ვინ აცალათ...

შიშველი ტოტები ირხევიან,
ემშვიდობებიან ყვითელ ფოთლებს,
ზეცას თვალები აქვს დახუჭული -
ალბათ მოთოვს...

ცურავს გზებზე ზამთრის ანარეკლი,
ცდილობს ფეხისგულებს აგრძნობინოს
მისი დაბრუნება, არ ნებდება სითბო -
ამორძალი...

დადის ალაგ-ალაგ ქარი-სუსხი,
კითხვა აღარ უნდა, - აცივდება,
უკვე ჩიტებიც კი გაისუსნენ,
უჭირთ - გაცილებით...

ჩანდნენ ბეღურები ფანჯრებიდან,
შიშველი შემოდგომის მცველებივით,
დღეს კი ისე ცივა, გაფრენილან -
შევეცვლები...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები