ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარრურუა...
ჟანრი: პოეზია
21 დეკემბერი, 2011


იმედი ჯახუას

ჭყონდიდელო, ჩვენი განძი
ჩვენი გმირი ხალხია.
მთაწმინდაზე საქართველოს
ერთგულება მარხია.
ფეხშიშველი მიბრძანდება
თამარქალი ვარძიას,
თავს ნათელი დასდგომია
სულხან-საბას ტანძიას.
გულთა ჩვენთა გასახარად
კვლავ ბიბინებს ეს ყანა,
სპარსმაც ვერ დაიმორჩილა
ჭყონდიდელის ქვეყანა.
ქართვლის დედას წილად ერგო
ვაჟკაცების გაჩენა.
სამშობლოში არსაკიძეს
ძირში მოსჭრეს მარჯვენა.
მტერმა ფეხქვეშ ვერ გათელა
'' გაწყვეტილას '' მინდორი.
გწამდეს, ერის გასახარად
იდიდგორებს დიდგორი.


2010


პ. ს. ღმერთმა ნათელში ამყოფოს იმო ძია, კარგი პოეტი და მამულიშვილი იყო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები