ეზოს აკლია ჩვენი ბავშვობა, განგების ნებით გადაკარგული... ფიშტოდაცლილი ქორწილ-მაყრობა და კრიმანჭული სხვენზე გაკრული .
თხმელებს ეხვევა დოლბანდი ბინდი კანდელ- წანდილით ჩათავდა მარხვა, და ჭლექიანი - ნესტი ამინდი სახსარში დაგხრავს, ვით ბოსტნის მახრა.
სამოსად შაშვის შავ- მარმაშები კედლის - კალენდრის დუმილ - დარდები, შემოსეული ყიზილბაშები, ღობეს ახრჩობენ ეკალ - ბარდები.
საფლავი…ბალახამოშლილობა, გათვალულია ბედი ართვალით… საკურთხ-ნაკურთხი დედა - შვილობა და დაკემსილი ღამე სათვალით.
სამი ნაბზარი, სამი ჭრილობა, ეს გულიც სამი ცივსაფლავია, ამ ვარამცრემლთა შემოჭრილობას, ამ სულთაგლეჯას, დაო, რა ჰქვია?!
სწუხან თელები დათალხულ ჩალმით, ანწლებთან მწარედ ხარ მოწყენილი, და წამიწერე თეთრ ნისლებს წალმით მოსაკითხავი ჩემთვის წერილი.
ქარები შარა-სალახანები, ბჟუჟის ჭალა რომ ჭილით მოფინეს, ყელამდე იყო იმ წელს ყანები მთელი ზამთარი რომ ვიმყოფინეთ.
ბაღში შავფერა შინდის სურნელი, შვენობს უშურო შენი მადლია, რატომ იცინის ნუში სულელი, რამ წამოჩიტა ასე ადრიან.
დავბრუნდი დაო მე - ბუმერანგი, ამ ლექსს არ ვაცლი ჭრაქზე გაშრობას, რომ ხსოვნის ნისლად თეთრი პერანგი შემოვამშრალო შიშველ ბავშვობას.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
30. დავბრუნდი დაო მე - ბუმერანგი, ამ ლექსს არ ვაცლი ჭრაქზე გაშრობას, რომ ხსოვნის ნისლად თეთრი პერანგი შემოვამშრალო შიშველ ბავშვობას.
კაია +2 დავბრუნდი დაო მე - ბუმერანგი, ამ ლექსს არ ვაცლი ჭრაქზე გაშრობას, რომ ხსოვნის ნისლად თეთრი პერანგი შემოვამშრალო შიშველ ბავშვობას.
კაია +2
29. ვიცი ეს ლექსი და ძალიან მომწონს კიდეც, ავტობუსში შენი წაკითხულიც მახსოვს :)
დავერევი ახლა შენს ლექსებს :)
მოგიკითხე ! ვიცი ეს ლექსი და ძალიან მომწონს კიდეც, ავტობუსში შენი წაკითხულიც მახსოვს :)
დავერევი ახლა შენს ლექსებს :)
მოგიკითხე !
28. მაგარია 777ქულა იდეაში,ისე +2 ს დავწერ,მეტი არ ძალმიძს:) მაგარია 777ქულა იდეაში,ისე +2 ს დავწერ,მეტი არ ძალმიძს:)
27. 5555555555555555555 5555555555555555555
25. იმდენ სითბოს ვიღებ თქვენი ლექსებიდან, რომ წინასწარ მიხარია ხოლმე, რომ გკითხულობთ. მოგიკითხეთ მთელი გულითა და პატივისცემით :) იმდენ სითბოს ვიღებ თქვენი ლექსებიდან, რომ წინასწარ მიხარია ხოლმე, რომ გკითხულობთ. მოგიკითხეთ მთელი გულითა და პატივისცემით :)
24. მაგარია555555555555555555555555555 მაგარია555555555555555555555555555
23. საუკეთესოაააა!!!!!!!! ღმერთო მე არ მაქვს უფლება ლექსები ვწერო! შევისრუტე მთლიანად... საოცარი იყო. ეს რა მიყავი? ;) ძალიან, ძალიან, ძალიან კარგიააა!!! საუკეთესოაააა!!!!!!!! ღმერთო მე არ მაქვს უფლება ლექსები ვწერო! შევისრუტე მთლიანად... საოცარი იყო. ეს რა მიყავი? ;) ძალიან, ძალიან, ძალიან კარგიააა!!!
22. ძალიან კარგია 5 ძალიან კარგია 5
21. გმადლობთ! {მაპატიეთ, ორივეჯერ არასწორად ჯერ "დამატებას" დავაჭირე.} გმადლობთ! {მაპატიეთ, ორივეჯერ არასწორად ჯერ "დამატებას" დავაჭირე.}
18. ქარები შარა-სალახანები, ბჟუჟის ჭალა რომ ჭილით მოფინეს, ყელამდე იყო იმ წელს ყანები მთელი ზამთარი რომ ვიმყოფინეთ.
:) 5 ქარები შარა-სალახანები, ბჟუჟის ჭალა რომ ჭილით მოფინეს, ყელამდე იყო იმ წელს ყანები მთელი ზამთარი რომ ვიმყოფინეთ.
:) 5
16. დათო, დისადმი ციკლი საერთოდ, ერთ-ერთი საუკეთესოა :) დათო, დისადმი ციკლი საერთოდ, ერთ-ერთი საუკეთესოა :)
15. DAVID-ს ვეთანხმები DAVID-ს ვეთანხმები
14. მიხარია თქვენი აქ დანახვა... მიხარია თქვენი აქ დანახვა...
13. იგრძნობა ავტორის ოსტატობა (: მხოლოდ ამიტომ 5. ასეთი ლექსები დიდად არ მიზიდავს.. იგრძნობა ავტორის ოსტატობა (: მხოლოდ ამიტომ 5. ასეთი ლექსები დიდად არ მიზიდავს..
12. მახსოვს ეს ლექსი, ბატონი დავით და მიხარია, რომ ამ საიტზეც ვნახე! 5 მახსოვს ეს ლექსი, ბატონი დავით და მიხარია, რომ ამ საიტზეც ვნახე! 5
11. ლექსური ლექსი, ძალიან კარგი ;;)
10
ლექსური ლექსი, ძალიან კარგი ;;)
10
10. მაგარია ძაან!!!!!! მაგარია ძაან!!!!!!
9. 5 ჩემგან
მომეწონა......... 5 ჩემგან
მომეწონა.........
8. თქვენს მოსვლას მივესალმები ბატონო დავით :) თქვენს მოსვლას მივესალმები ბატონო დავით :)
7. ლექსი პოეტის დაწერილია ეტყობა . 5:) ლექსი პოეტის დაწერილია ეტყობა . 5:)
6. საფლავი…ბალახამოშლილობა, გათვალულია ბედი ართვალით… საკურთხ-ნაკურთხი დედა - შვილობა და დაკემსილი ღამე სათვალით.
ლექსიც ასეთი უნდა და კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საიტზე ბატონო დავით!:) 10 ქულა და მეცოტავება.... საფლავი…ბალახამოშლილობა, გათვალულია ბედი ართვალით… საკურთხ-ნაკურთხი დედა - შვილობა და დაკემსილი ღამე სათვალით.
ლექსიც ასეთი უნდა და კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საიტზე ბატონო დავით!:) 10 ქულა და მეცოტავება....
5. დავბრუნდი დაო მე - ბუმერანგი, ამ ლექსს არ ვაცლი ჭრაქზე გაშრობას, რომ ხსოვნის ნისლად თეთრი პერანგი შემოვამშრალო შიშველ ბავშვობას. გულზე სევდა შემომაწვა რაღაც ... 2 მეტი არა მაქვს :( დავბრუნდი დაო მე - ბუმერანგი, ამ ლექსს არ ვაცლი ჭრაქზე გაშრობას, რომ ხსოვნის ნისლად თეთრი პერანგი შემოვამშრალო შიშველ ბავშვობას. გულზე სევდა შემომაწვა რაღაც ... 2 მეტი არა მაქვს :(
4. მახსოვს.....
უმაგრესიაა.
10!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! მახსოვს.....
უმაგრესიაა.
10!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
1. ძაააან მაგარია,ორჯერ წავიკითხე,კიდევ არ მეყო:)
დამაბუსუსა ემოციამ...
საკურთხ-ნაკურთხი დედა - შვილობა და დაკემსილი ღამე სათვალით.
ძაააან მაგარია,ორჯერ წავიკითხე,კიდევ არ მეყო:)
დამაბუსუსა ემოციამ...
საკურთხ-ნაკურთხი დედა - შვილობა და დაკემსილი ღამე სათვალით.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|