 | ავტორი: არკუსი ჟანრი: პოეზია 16 იანვარი, 2012 |
მაშინ როდესაც დავიწყებულ მუსიკას უკრავ და ქარი ცდილობს მოგეწიოს ფიქრივით შენი სუნთქვაა ახლა, რაც ჩემ სუნთქვას გასასვლევს უკრავს შენამდე, ღამეც ღიმილივით მხოლოდ შენ გშვენის
უკრავ და თითქოს კლავიშებიც კვლავ გლოცულობენ ქარია გარეთ შენნაირი მშვიდი და ნაზი, იკავებ ახლა ყველა ნერვის, ფიქრს, მოცულობას. და ღამეც ჩემი სევდისფერი თვალივით გაზის
მაგ თმებზე, მხრებზე, თბილ თითებზე, თვალებზე კიდევ, ცა არის ახლა დავიწყებულ ღმერთივით მწარე, და მეც ჩემ ნერვებს, ჯალათივით ლექსებზე ვკიდებ და ვუშვერ სახეს, შენი სულის მიმბაძველ ქარებს,
და მაინც, ისევ არ ამთავრებ წარსულს და ერთობ უყურებ ღამეს, შენში ნაპოვნს, თოვლივით სულში რადგანაც შენ ხარ ჩემი ზეცა, ლექსი და ღმერთი, უფრო ლამაზი ვიდრე ღამით იყავი გუშინ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. შენს სხვა ნაწერებთან შედარებიტ საშუალოა:)) შენს სხვა ნაწერებთან შედარებიტ საშუალოა:))
5. უკრავ და თითქოს კლავიშებიც კვლავ გლოცულობენ<ეს არ ვიცი რამდენად სწორია)) ძაან ცუდი ლექსი არ არი. :დ უკრავ და თითქოს კლავიშებიც კვლავ გლოცულობენ<ეს არ ვიცი რამდენად სწორია)) ძაან ცუდი ლექსი არ არი. :დ
4. უკრავ და თითქოს კლავიშებიც კვლავ გლოცულობენ ქარია გარეთ შენნაირი მშვიდი და ნაზი, იკავებ ახლა ყველა ნერვის, ფიქრს, მოცულობას. და ღამეც ჩემი სევდისფერი თვალივით გაზის++ უძლიერესი ემოცია მოდის. უკრავ და თითქოს კლავიშებიც კვლავ გლოცულობენ ქარია გარეთ შენნაირი მშვიდი და ნაზი, იკავებ ახლა ყველა ნერვის, ფიქრს, მოცულობას. და ღამეც ჩემი სევდისფერი თვალივით გაზის++ უძლიერესი ემოცია მოდის.
3. დავტოვოთ გუშინ :) დავტოვოთ გუშინ :)
2. +2 მოკითხვა, გილოცავ ძველით ახალ წელს! სულ უკეთესი და უკეთესი! +2 მოკითხვა, გილოცავ ძველით ახალ წელს! სულ უკეთესი და უკეთესი!
1. როგორც მახსოვს უკეთესები წამიკითხავს შენთან.
უხეში შეცდომაა ჩემ ნერვებს - ჩემს ნერვებს უნდა იყოს და რამდენიმეგან არის მსგავსი. როგორც მახსოვს უკეთესები წამიკითხავს შენთან.
უხეში შეცდომაა ჩემ ნერვებს - ჩემს ნერვებს უნდა იყოს და რამდენიმეგან არის მსგავსი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|