| ავტორი: არჯაკელი ჟანრი: პოეზია 4 იანვარი, 2012 |
მტერს სიკეთით მოვერიე, საკუთარ თავს–უარით და მერცხლების დამყვებოდა გუნდი, ჯაგიანში ვკრეფდი იებს, ცრემლად ვწვიმდი და უარეს შემთხვევაში უსაშველოდ ვდუმდი.
მტერთან არ დავაგვიანე მისართმევი გობითა, თავს კი ისევ გამეტებით ვებრძვი, გეფიცები, ამ იარებს სამსხვერპლოზე მოგიტან, დაიფარე, ღმერთო, შენი კერძი...
ყველა კარი ჩაურაზე, მტრობა თუ ხელიწიფა, ნუ აავსებ შურითა და ბოღმით, დამაბრუნე ჩემს კერაზე, ამაყვავე მიწითა, სისხლის ნაცვლად ოფლით გასაპოხით!...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. ყველა კეთილი სურვილი აგხდენოდეს! ყველა კეთილი სურვილი აგხდენოდეს!
3. ღმერთო ჩემო:D:D 0. ღმერთო ჩემო:D:D 0.
2. ბლააააა ბლა ბლა ბლა ბლა ბლააააააააააა :| ბლააააა ბლა ბლა ბლა ბლა ბლააააააააააა :|
1. მრავალ ახალ წელს. მრავალ ახალ წელს.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|