ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სოც. დაუცველი
ჟანრი: პოეზია
6 იანვარი, 2012


მე შენ და ღია კოსმოსი

იცი?
წამით ვირწმუნე რომ ღია კოსმოსში
დასაშვები გახდა ჩემი და შენი ერთად ყოფნა...
ეს სწორედ იმ დროს
როცა ჩვენი ზაფხული დაორთქლილ ავტობუსის მინაზე დავხატე
ჩვენი შემოდგომა აისბერგს შეეჯახა და დაიღუპა
ზამთარი ჯერ ჯერობით მედგრად დგას საზღვარზე და იმედიანი თვალებით უყურებს გაზაფხულის დროშას...
ღია კოსმოსში მე და შენ სულ ერთად ვართ
შენ ჩემი სახელი გქვია მე შენი...
ვიცი გცივა
ხელებზე წამოწეული თბილი ნაქსოვი სვიტერიც ვერ გათბობს
ორივე ხელით სვამ ერთფეროვან ჩაის
და საერთოდ არ გაქვს შაქარი...
იცი ღია კოსმოსში ყველაფერი შაქრისაა
მზე, ვარსკვლავები, პლანეტები ყველაფერი ტკბილი და სხვადასხვა ფერია...
იცი?
როცა მენატრები სწორედ მაშინ ვიცვამ ჩემს ასტრო კოსტიუმს
ვხდები
უკან არც ვიხედები ისე ჩემი შორეული მოგონებებიდან
და მხოლოდ შენი
ოდნავ სევდიანი სახე...
ღია კოსმოსს სჯერა ჩემი
შენ არა
ღია კოსმოსს ესმის ჩემი
შენ არა
მე ღია კოსმოსის ნაწილი ვარ
შენ ჩემი
ერთხელაც დედამიწიდან შორს დავხედავ მონიტორს
შენს ოდნავ სევდიან სახეს შეცხედავ
და ვიტყვი:
შენ ჩემი ნაწარმოების გმირი ხარ!
უკვდავი ლამაზი და კეთილი
და აღმოვაჩენ, რომ
შენა ხარ ჩემი ღია კოსმოსი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები