 | ავტორი: ტურაშვილი ჟანრი: პოეზია 7 იანვარი, 2012 |
გულს დამწოლია ნისლები, დარდებმა გამითავისა, დილით ადგომა არა მწადს, არცა გახელა თვალისა.
დაკარგული მაქვ ხალისი, საქმის კეთების კარგისა, შემყურე ამდენ ავისა, მაძებარ გავხდი შარისა.
ერთი-ღა დამრჩა საამოდ, სმენა ბახტაძის ქალისა, ვენაცვლე მაგ ჩემს დაიკოს, ლექსის მთქმელია კარგისა.
გულს მოედება მალამოდ, სიტყვები მოსდის თაფლისა, მასთან ლექსობის დროს ვნატრობ, გაჩერებას იმ წამისა.
დანახვა უნდა სიკარგეს, კარგად გახელა თვალისა, ამ მუხთალ წუთისოფელში, სიკეთე აღარ ყვავისა.
ბულბულის მღერას ურჩევნავთ, საზარელ ჩხივილ ყვავისა, სიტურფით ავსილ მდელოზე, ვირებს აჭმევენ ყვავილსა...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. ეს ლექსი მომეწონა ძალიან....... ეს ლექსი მომეწონა ძალიან.......
4. მადლობა გაიხარე
მადლობა გაიხარე
3. საღოლ, ალიკა, მაგარი ხარ!
+555555555555555555 საღოლ, ალიკა, მაგარი ხარ!
+555555555555555555
1. ამ მუხთალ წუთისოფელში, სიკეთე აღარ ყვავისა.
სიტურფით ავსილ მდელოზე, ვირებს აჭმევენ ყვავილსა...
მომეწონა. ხალხურ კილოკავზეა და სიყვარულითაა დაწერილი. ამიტომაც მომეწონა. ამ მუხთალ წუთისოფელში, სიკეთე აღარ ყვავისა.
სიტურფით ავსილ მდელოზე, ვირებს აჭმევენ ყვავილსა...
მომეწონა. ხალხურ კილოკავზეა და სიყვარულითაა დაწერილი. ამიტომაც მომეწონა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|