ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბექზა
ჟანრი: პოეზია
9 იანვარი, 2012


# # #

მიყვარს სითბო მეგობართა,
-რომ აცხუნებს და რუჯავს სულს...
რომ ისრუტავს მათი კალთა
ძნელბედობის მძიმე წარსულს.

რომ ანელებს სევდის ქარბუქს
მარადმწვანე ხელ-ტოტები,
რომ მინთებენ გულში პატრუქს
და სინათლეს ვეტოლები.

მათგან მარად რომ ანათებს
- გულს იმედი დანანთები,
მათი ისე ბევრი მმართებს...
მათ კი ჩემი - არაფერი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები