მარინა, ღამე გველივით გაწვა, ცივა და ყინვის მაყრის ეკლები, ლოდინის ყველა სიმები დასწყდა თმენას და სარკმლის წინ ირეკლები. შეგრძნებებს შერჩათ კარები ღია, წყურვილი ყველა სამანს ამეტებს, სიზმრის საწოლთან ღამის ორგია კოსმიურ როკვით შეშლის პლანეტებს. გრძნეული გზნების ზღვა ხარ უძღები, ცა თრთვილ კერტებზე შემოგხვევს ხელებს, აშალე ყველა საზღვრის ხუნდები და ზეცის ლაჟვარდ ღრუბელზე მერე გალაქტიკების სრბოლაა _ მიდი, ყველა სურვილი ჩაუთქვი ქარებს, ვნებებს, ხანძრების ალით რომ ზრდიდი, ჩემი თითებით ამოაქვთ მთვარე. ფერნაკლულ ნისლებს არა აქვთ მოცლა, ბედის ნიშანს ხარ შენანარცხები, მე შენს სხეულთან ვიმარჯვებ როცა, შენს სულთან ყველა ომში ვმარცხდები. მარინა, ღამე გველივით მლოკავს, მოდი, შეახე ჭრილობას ბაგე, მე ყველა შენი ველური კოცნა ხსოვნის სკივრიდან ამოვალაგე. სხეული სულთან ზავს შეჩვეული ბინდებს სურვილთა ჯარის წინ აჩენს, და ვდგავართ ასე ზურგშექცეულნი ერთმანეთის და აწმყოს წინაშე...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
14. ვნებებს, ხანძრების ალით რომ ზრდიდი, ჩემი თითებით ამოაქვთ მთვარე. +++ ვნებებს, ხანძრების ალით რომ ზრდიდი, ჩემი თითებით ამოაქვთ მთვარე. +++
13. სხეული სულთან ზავს შეჩვეული ბინდებს სურვილთა ჯარის წინ აჩენს, და ვდგავართ ასე ზურგშექცეულნი ერთმანეთის და აწმყოს წინაშე...
მიყვარს ასეთი "ცხელი" ლექსები... კარგი იყო... და ჩემი მოკითხვაც აქვე. სხეული სულთან ზავს შეჩვეული ბინდებს სურვილთა ჯარის წინ აჩენს, და ვდგავართ ასე ზურგშექცეულნი ერთმანეთის და აწმყოს წინაშე...
მიყვარს ასეთი "ცხელი" ლექსები... კარგი იყო... და ჩემი მოკითხვაც აქვე.
11. FB-ზე წავიკითხე ეს ლექსი და მომეწონა ძალიან
ვნებებს, ხანძრების ალით რომ ზრდიდი, ჩემი თითებით ამოაქვთ მთვარე. FB-ზე წავიკითხე ეს ლექსი და მომეწონა ძალიან
ვნებებს, ხანძრების ალით რომ ზრდიდი, ჩემი თითებით ამოაქვთ მთვარე.
10. გველივით გაწოლილი ღამე მე არ მინახავს გველივით გაწოლილი ღამე მე არ მინახავს
9. საინტერესოა:) საინტერესოა:)
8. ამიტომ: ბედის ნიშანს ხარ შენანარცხები, მე შენს სხეულთან ვიმარჯვებ როცა, შენს სულთან ყველა ომში ვმარცხდები
გაიხარეთ! ამიტომ: ბედის ნიშანს ხარ შენანარცხები, მე შენს სხეულთან ვიმარჯვებ როცა, შენს სულთან ყველა ომში ვმარცხდები
გაიხარეთ!
7. ვნებებს, ხანძრების ალით რომ ზრდიდი, ჩემი თითებით ამოაქვთ მთვარე.++
მე ყველა შენი ველური კოცნა ხსოვნის სკივრიდან ამოვალაგე.++
და ვდგავართ ასე ზურგშექცეულნი ერთმანეთის და აწმყოს წინაშე...რატომ:(((( ვნებებს, ხანძრების ალით რომ ზრდიდი, ჩემი თითებით ამოაქვთ მთვარე.++
მე ყველა შენი ველური კოცნა ხსოვნის სკივრიდან ამოვალაგე.++
და ვდგავართ ასე ზურგშექცეულნი ერთმანეთის და აწმყოს წინაშე...რატომ:((((
5. ყველა სურვილი ჩაუთქვი ქარებს, ვნებებს, ხანძრების ალით რომ ზრდიდი, ჩემი თითებით ამოაქვთ მთვარე. ყველა სურვილი ჩაუთქვი ქარებს, ვნებებს, ხანძრების ალით რომ ზრდიდი, ჩემი თითებით ამოაქვთ მთვარე.
2. ძალიან მაგარია! ვნებებს, ხანძრების ალით რომ ზრდიდი, ჩემი თითებით ამოაქვთ მთვარე. ფერნაკლულ ნისლებს არა აქვთ მოცლა, ბედის ნიშანს ხარ შენანარცხები, მე შენს სხეულთან ვიმარჯვებ როცა, შენს სულთან ყველა ომში ვმარცხდები. მარინა, ღამე გველივით მლოკავს, მოდი, შეახე ჭრილობას ბაგე, მე ყველა შენი ველური კოცნა ხსოვნის სკივრიდან ამოვალაგე. სხეული სულთან ზავს შეჩვეული ბინდებს სურვილთა ჯარის წინ აჩენს, და ვდგავართ ასე ზურგშექცეულნი ერთმანეთის და აწმყოს წინაშე...
ეს განსაკუთრებით მაგარია! გილოცავ შობა-ახალ წელს! :) წარმატებები! ძალიან მაგარია! ვნებებს, ხანძრების ალით რომ ზრდიდი, ჩემი თითებით ამოაქვთ მთვარე. ფერნაკლულ ნისლებს არა აქვთ მოცლა, ბედის ნიშანს ხარ შენანარცხები, მე შენს სხეულთან ვიმარჯვებ როცა, შენს სულთან ყველა ომში ვმარცხდები. მარინა, ღამე გველივით მლოკავს, მოდი, შეახე ჭრილობას ბაგე, მე ყველა შენი ველური კოცნა ხსოვნის სკივრიდან ამოვალაგე. სხეული სულთან ზავს შეჩვეული ბინდებს სურვილთა ჯარის წინ აჩენს, და ვდგავართ ასე ზურგშექცეულნი ერთმანეთის და აწმყოს წინაშე...
ეს განსაკუთრებით მაგარია! გილოცავ შობა-ახალ წელს! :) წარმატებები!
1. ბედის ნიშანს ხარ შენანარცხები, მე შენს სხეულთან ვიმარჯვებ როცა შენს სულთან ყველა ომში ვმარცხდები.
გალაკტიკების-მექანიკური,ალბათ:) ბედის ნიშანს ხარ შენანარცხები, მე შენს სხეულთან ვიმარჯვებ როცა შენს სულთან ყველა ომში ვმარცხდები.
გალაკტიკების-მექანიკური,ალბათ:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|