 | ავტორი: ფლორენცია ჟანრი: პროზა 16 იანვარი, 2012 |
იმ საღამოს, როდესაც კატამ ცხრაჯერ დაიკნავლა, ახალშობილმა კი_8- ჯერ, 5 წუთი და 13 წამი მოდიოდა წვიმა, პაპა ივანეს ცულის ტარი შემოატყდა ხელში და როზამ უკანასკნელი გამოსამშვიდობებელი წერილი მიიღო საყვარლისგან, მშვიდ ხანს, როცა საათის მცირე ისარი სცილდებოდა 6-იანს და დიდი კი _3-იანს, როცა სოფოს სახლის ქვეშ მდებარე მაღაზიის ვიტრინა მანქანის მიერ ასხლეტილმა ქვამ ჩაამტვრია და შედეგად 17 წლის გოგონა დაიღუპა, გოგიტას საჭესთან ჩასძინებოდა და მისი მანქანა უახლოესი ხისკენ მიექანებოდა. რისი ხე იყო, ამის ცოდნა არც არის საინტერესო, საინტერესო ისაა, რომ მიუხედავად მისი მყარი ტანისა, გოგიტას მანქანის ზღვარს და ნორმას გადაცილებული სიჩქარისა, უსაქმურად დაკიდებული ღვედებისა და გოგიტას უგონო სიმთვრალისა, ის გადარჩა და მხოლოდ ცხვირის ხრტილი ჩაემტვრა. არა, ისე მეც როგორ ვტქვი_მხოლოდ ცხვირის ხრტილი მეთქი, არადა გოგიტასთვის მისი ლამაზი ცხვირი სიცოცხლეზე უფრო ძვირფასი და საყვარელი იყო. მაშველები დროულად მოცვივდნენ. გაკვირვებულები უყურებდნენ გარმონივით დაკეცილ მანქანას, გაუხსნელ დამცავ ბალიშს და გოგიტას, რომელიც მანქანის დაშლის შემდეგ ძლივს ამოიყვანეს ჯართად ქცეული მასისგან. 1 საათიანი ოპერაციის მერე გოგიტას სარკეს არავინ აძლევდა ხელში. ტვინის შერყევაც კი არ ქონდა მიღებული, რინგერის გადასხმამ კი ნაბახუსევიდანაც გამოიყვანა და უკვე საღ ჭკუაზე იყო ექიმებს სარკეს რომ სთხოვდა გამწარებული. საიდანღაც მოუტანეს პაწუკა სარკუნია და ეს სარკუნია ლამის შუშის ნაწილაკუნიებად იქცა, როცა ბინტით გადახვეული დასიებული ცხვირი და ჩაშავებული თვალები დაინახა გოგიტამ. თუმცა, ეყო მოთმინება გარშემომყოფები არ დაელანძღა, უკვე ჭკუაც მოეკითხებოდა და მამამისის დამტვრეული და მანქანის სტატუსს გამომშვიდობებული გოლფ 3 -ის გახსენების შემდეგ, მუჭები ძლიერად მოკუმა და ამას დასჯერდა. არადა რატომ დალია? ისე, უმიზედოდ. საით მიდიოდა? არსაით. ღვედი რატომ არ ეკეთა? კაი ტიპი იყო და რატომ არ მოკვდა : კატა იყო მასში ჩასახლებული ალბათ და კიდევ ერთი სიცოცხლე გამოიყენა. უკვე მერამდენედ გადაურჩა სიკვდილს. არადა, 17 წლის გოგონას მაგივრად, მას უნდა მიეტანა საბუთები სოფოსთან, მერე გაწვიმდა და დაურეკა რომ ვერ დაეხმარებოდა.
გავიდა კვირაზე ოდნავ ნაკლები დრო და გოგიტამ ცხვირის დაბრუნება აღნიშნა ბარში თეთრი მარტინით. ბარიდან გამოსულს მოხუცი მათხოვარი დაუხვდა ხელგაშვერილი. არც შეხედავდა ზედ, მას რომ არ მოეძახებინა: კიდევ ერთი დაგრჩა და გაუფრთხილდიო. ცივად შეხედა მოხუცს, ეცნო. მივიდა და 5 ლარიანი ჩაუკუჭა მუჭაში. _ თქვენ ის არ ხართ... _ ის ვარ, ის _გააწყვეტინა მოხუცმა. _ მერე და კატას ხომ 9 სიცოცხლე აქვს, მე კი მხოლოდ 7-ჯერ გადავურჩი სიკვდილს. მოხუცი დადუმდა და თვალს რომ მიეფარა გოგიტა, მხოლოდ მაშინ ჩაიჩურჩულა თავისთვის: ერთი დაგრჩა ერთი? არა გაბრიელ, ჩემო ერთგულო მეგობარო? _ და ხელი გადაუსვა თავის გაბურძგნულ ნაცრისფერ კატას. ამ დროს, მანქანების კლაქსონების ხმამ იმატა, ატყდა ჟრიამული. მოხუცმა თავი გადააქნია და ფისოს ფერება განაგრძო. 5 ლარიანით ერთი ბოთლი არაყი იყიდა და სკვერში, ხის სკამზე ჩამოჯდა. -გაბრიელ გარდაცვლილების შესანდობარი დავლიოთ, გაბრიელ! უეცრად კატამ კნავილს უმატა, ისევ 9-ჯერ დაიკნავლა და რაღაცას მიაშტერდა. _ რა კარგი ფისოა _ ჩამოუჯდა გვერდით ვიღაც უცხო მამაკაცი. _ კატები საინტერესო არსებები არიან, მისტიური და ამოუცნობი_მიუგო მოხუცმა. კატა ისევ ერთ წერტილს მისჩერებოდა და იფხორებოდა. _ მე არ მოვეწონე? _ შეწუხდა უცნობი. _ არა, ის ამ დროს გარდაცვლილებს ხედავს და ისინი ეკითხებიან სულ : რატომ ? რატომ?.... - ჰეჰ _ გაეცინა უცნობს _ თქვენ ხუმრობთ და რამდენიმე წუთის წინ, პროსპექტზე ახალგაზრდა ბიჭი დაიღუპა, ასხლეტილი ქვით.
ამ ამბის მერე, კატა ისევ კნაოდა, ხან ხშირად, ხან იშვიათად, ახალშობილიც, პაპა ივანეებს ისევ უტყდებოდათ ცულის ტარი და როზებიც ღებულობდნენ გამოსამშვიდობებელ წერილებს საყვარლებისგან, საათიც მიტიკტიკებდა და ამ მექანიკურ მოძრაობაში დიდ ცხოვრებისეულ აზრს ატარებდა, მიჰქონდა წამების ნაწილაკებს გაყოლილი ათიათასობით ამბავი, ისტორია და მოვლენა. ადამიანებსაც სჯეროდათ უკვდავების, ახალგაზრდებს_ახალგაზრდობის, მოხუცებს _სიკვდილის. ვიტრინები იმტვრეოდა და ადამიანები ეწირებოდნენ სისულელეებს. მოხუცი და მისი კატა კი კვლავ აფრთხილებდნენ ადამიანებს....
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
16. ეს მისტიკა წაკითხული მქონდა და მომეწონა მახსოვს :) ახლა გამოვასწოორებ შეცდომას და შევაფასებ. ეს მისტიკა წაკითხული მქონდა და მომეწონა მახსოვს :) ახლა გამოვასწოორებ შეცდომას და შევაფასებ.
15. კვირაზე ოდნავ ნაკლები დრო კვირაზე ოდნავ ნაკლები დრო
14. აქაც მადლობა! :) აქაც მადლობა! :)
13. მე მომეწონა და გულიც მეტკინა, ასოციაციები შემომაფრინდა მე მომეწონა და გულიც მეტკინა, ასოციაციები შემომაფრინდა
11. ვაიმე, დიდი მადლობა! კი, შეიძლება გააუბრალოა, არ ვიცი, მაგაზე არ მიფიქრია, მარა, რაღაცის თქმა მინდოდა ერთი ადამიანისთვის და ერთ ადამიანზე და... მგონი წაიკითხა უკვე .. ესეიგი შეცვლაზეც შემიძლია ვიფიქრო :):):) ვაიმე, დიდი მადლობა! კი, შეიძლება გააუბრალოა, არ ვიცი, მაგაზე არ მიფიქრია, მარა, რაღაცის თქმა მინდოდა ერთი ადამიანისთვის და ერთ ადამიანზე და... მგონი წაიკითხა უკვე .. ესეიგი შეცვლაზეც შემიძლია ვიფიქრო :):):)
10. მოგეფერე...მოგილოცე დღევანდელი დღე...:-* სხვებსაც ვნახავ...:) მოგეფერე...მოგილოცე დღევანდელი დღე...:-* სხვებსაც ვნახავ...:)
9. კარგი იყო...5 საინტერესოდ წავიკითხე...ცოტათი შემეშინდა კიდეც...:) მაგ მისტიურ ამბავს ფინალი ცოტა ხვანაირი მოუხდებოდა ვFიქრობ... ამ ფინალმა კი თითქოს ცოტა გააუბრალოვა...:-* დარიგებასავითაა,,,:)
კარგი იყო...5 საინტერესოდ წავიკითხე...ცოტათი შემეშინდა კიდეც...:) მაგ მისტიურ ამბავს ფინალი ცოტა ხვანაირი მოუხდებოდა ვFიქრობ... ამ ფინალმა კი თითქოს ცოტა გააუბრალოვა...:-* დარიგებასავითაა,,,:)
8. ძალიან დიდი მადლობა რომ კითხულობთ! ძალიან დიდი მადლობა რომ კითხულობთ!
7. ძალიან მომეწონა.....:)))))) ძალიან მომეწონა.....:))))))
6. ახ, ეს "უფლის ნებისანი", რამდენი უშალეს კეისარს, მარტის თვეში არ წასულიყო სენატში და მაინც წავიდა. ახ, ეს "უფლის ნებისანი", რამდენი უშალეს კეისარს, მარტის თვეში არ წასულიყო სენატში და მაინც წავიდა.
5. კი, ატარებს აზრს ლალი. მადლობ რომ წაიკითხე, თუმც მთავარი აზრი რიცხვებში არაა. :) რა თქმა უნდა კი, ატარებს აზრს ლალი. მადლობ რომ წაიკითხე, თუმც მთავარი აზრი რიცხვებში არაა. :) რა თქმა უნდა
4. რიცხვებზე აქცენტი მაინცდამაინც ვერ გავიგე.რამე კანონზომიერებას უნდა ექვემდებარებოდეს ხომ ეს რიცხვები?ვერ ვნახე ლოგიკა. მოკითხვა დაწარმატებები.პს ზერელედ წავიკითხე ესეც კია. რიცხვებზე აქცენტი მაინცდამაინც ვერ გავიგე.რამე კანონზომიერებას უნდა ექვემდებარებოდეს ხომ ეს რიცხვები?ვერ ვნახე ლოგიკა. მოკითხვა დაწარმატებები.პს ზერელედ წავიკითხე ესეც კია.
3. კატები საინტერესო არსებები არიან, მისტიური და ამოუცნობი :) ++ კატები საინტერესო არსებები არიან, მისტიური და ამოუცნობი :) ++
2. იქნებ, იქნებ, იქნებ................. ჯიუტები ვართ ადამიანები, ღვთის სიტყვას ყურს არ ვუგდებთ და მერე ბედისწერას ვაბრალებთ ყველაფერს. საკუთარი ხელით ვითხრით საფლავს. გული მომეწურა ,,გოგიტა,, ვიცანი :(((((((((((((((( იქნებ, იქნებ, იქნებ................. ჯიუტები ვართ ადამიანები, ღვთის სიტყვას ყურს არ ვუგდებთ და მერე ბედისწერას ვაბრალებთ ყველაფერს. საკუთარი ხელით ვითხრით საფლავს. გული მომეწურა ,,გოგიტა,, ვიცანი :((((((((((((((((
1. ჟანრი შემეშალა და იმედია მიმიხვდებით! ან მოდერატორები გადაიტანენ პროზაში! :):):) ჟანრი შემეშალა და იმედია მიმიხვდებით! ან მოდერატორები გადაიტანენ პროზაში! :):):)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|