ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნადირი
ჟანრი: პოეზია
1 ოქტომბერი, 2008


ზამთარი სოფელში

ზამთრით ნაგვემი გზები გოდებენ,
ზედ ტირიფები დგანან დახრილი,
კენტად ჩამდგარან თოვლში ოდები,
გულ-მკერდს უსერავს ყინვის მარხილი...

მხრებზე წარსული ადგას კუზივით,
და როს იმღვრევა ქარის ქილიკზე,
გახელებული უცხო ზუზუნით,
კოცონი ცეკვავს ნისლის ბილიკზე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები