| ავტორი: კესო ჟანრი: პოეზია 1 ოქტომბერი, 2008 |
ყოველთვის, როცა შემოდგომა მენატურე ქალივით დინჯად იხდის სამოსს და ბედავს ლოცვას, შემოდის ჩემში სინანული_მაგდალინელი და სენი_სევდა, სევდა, რომელსაც ნოემბერი ქარდაქარ იხდის და ტოვებს კართან, კართან კი უკვე, რა ხანია, არავინ იცდის, მხოლოდ ღამე თუ ამუნათებს შემთხვევით გამვლელს და ჩუმი შიში აყოლია ქარის ფორიაქს...
მე მიყვარს ქარი, თვალღია და უძირო ღამე, ჩემი სარკმელი_გამჭვირვალე და დედამიწა, სადაც, ვიცი, მრავალჯერ ვცოდე, და მე არ მინდა ავიფარო სახეზე ჩადრი, მე ველი სტუმარს, თავსასთუმლად ვუდებ ბიბლიას, ვუთბილავ ფეხებს (ნელსაცხებელს ნარდის სუნი აქვს), და ცრემლებს, როგორც წამოცდენილ შემთხვევით სიტყვებს მუჭებში ვმალავ...
მე ვტირი, რადგან ნელსაცხებელს ნარდის სუნი აქვს და ქარი ფარდას უგზო-უკვლოდ მიაფრიალებს და მეც მივყვები აყოლილი ქარის ფორიაქს თეთრი ფრანივით საოცნებო მირაჟისაკენ, მე ვტირი, რადგან... ყოველთვის, როცა შემოდგომა მენატურე ქალივით დინჯად იხდის სამოსს და ბედავს ლოცვას, შემოდის ჩემში სინანული_მაგდალინელი და სენი_სევდა საცალფეხო ბილიკებივით შენით შენამდე...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
22. კარგი ხარ!! 555 წარმატებები კარგი ხარ!! 555 წარმატებები
20. მშვენიერია5555555555555 მშვენიერია5555555555555
19. კეთილშობილი..
10 კეთილშობილი..
10
18. სევდა, რომელსაც ნოემბერი ქარდაქარ იხდის და ტოვებს კართან, კართან კი უკვე, რა ხანია, არავინ იცდის..
სიჩუმით.. სევდა, რომელსაც ნოემბერი ქარდაქარ იხდის და ტოვებს კართან, კართან კი უკვე, რა ხანია, არავინ იცდის..
სიჩუმით..
16. სულ სხვა კუთხით კარგი ხარ :) სულ სხვა კუთხით კარგი ხარ :)
15. ძალიან კარგი ხარ :) 5 ძალიან კარგი ხარ :) 5
13. მეც მიყვარს კესო მეც მიყვარს კესო
12. მშვენიერი, დახვეწილი, კესოსეული...
ბრავო! ;;)
მშვენიერი, დახვეწილი, კესოსეული...
ბრავო! ;;)
11. ...შემოდის ჩემში სინანული_მაგდალინელი და სენი_სევდა, სევდა, რომელსაც ნოემბერი ქარდაქარ იხდის და ტოვებს კართან, კართან კი უკვე, რა ხანია, არავინ იცდის, მხოლოდ ღამე თუ ამუნათებს შემთხვევით გამვლელს...
მგონი უკვე მითქვამს, რომ მიყვარხართ თქვენი ლექსებიანად!:) ...შემოდის ჩემში სინანული_მაგდალინელი და სენი_სევდა, სევდა, რომელსაც ნოემბერი ქარდაქარ იხდის და ტოვებს კართან, კართან კი უკვე, რა ხანია, არავინ იცდის, მხოლოდ ღამე თუ ამუნათებს შემთხვევით გამვლელს...
მგონი უკვე მითქვამს, რომ მიყვარხართ თქვენი ლექსებიანად!:)
10. მშვენიერიაა :) მშვენიერიაა :)
9. მიყვარს კესო :)... მიყვარს კესო :)...
8. ძაან კარგი ლექსია,კეს...:)5 ძაან კარგი ლექსია,კეს...:)5
7. ჩემი კარგი კესო.... რამოდენიმეჯერ დავბრუნდი ლექსთან რადგან მინდოდა გამეთავისებინა
და სენი_სევდა საცალფეხო ბილიკებივით შენით შენამდე...
ჩემსი სიჩუმე მოიტანა ამ ლექსმა, მომინდა ხმამაღლა კი არა, ჩურჩულით წამეკითხა, და თანაც მრავალჯერ. ჩემი კარგი კესო.... რამოდენიმეჯერ დავბრუნდი ლექსთან რადგან მინდოდა გამეთავისებინა
და სენი_სევდა საცალფეხო ბილიკებივით შენით შენამდე...
ჩემსი სიჩუმე მოიტანა ამ ლექსმა, მომინდა ხმამაღლა კი არა, ჩურჩულით წამეკითხა, და თანაც მრავალჯერ.
6. კარგია, ძალიან კარგი... ფინალი ხომ საერთოდ... კარგია, ძალიან კარგი... ფინალი ხომ საერთოდ...
5. არა ფანტასტიური გოგო ხარ რა...
ეს ის იშვიათი შEმთხვევაა, როცა ლექსთან დავბრუნდი :) არა ფანტასტიური გოგო ხარ რა...
ეს ის იშვიათი შEმთხვევაა, როცა ლექსთან დავბრუნდი :)
4. შემოდის ჩემში სინანული-მაგდალინელი5555 შემოდის ჩემში სინანული-მაგდალინელი5555
3. და ჩუმი შიში აყოლია ქარის ფორიაქს... <<<დროში ვერ ჩავსვი დანარჩენი უდიდებულესია 5
და ჩუმი შიში აყოლია ქარის ფორიაქს... <<<დროში ვერ ჩავსვი დანარჩენი უდიდებულესია 5
2. კესოოოოო...
ძალიან კარგი, არა ფანტასტიური ნამუშევარია!
ძალიან კარგი სინთეზი, დახვეწილი, მოზომილი, კარგად შეზავებული. რომ იცოდე როგორ წავიკითხე, გამომივიდა :) აი აქ ნახე...
"სადაც, ვიცი, მრავალჯერ ვცოდე" ოდნავ ამომაგდო,თითქოს ერთი მარცვალი დამაკლდა.
კესოოოოო...
ძალიან კარგი, არა ფანტასტიური ნამუშევარია!
ძალიან კარგი სინთეზი, დახვეწილი, მოზომილი, კარგად შეზავებული. რომ იცოდე როგორ წავიკითხე, გამომივიდა :) აი აქ ნახე...
"სადაც, ვიცი, მრავალჯერ ვცოდე" ოდნავ ამომაგდო,თითქოს ერთი მარცვალი დამაკლდა.
1. მომწონს თქვენი ლექსები.ერტადერთი პირველ კულპეტში ორჯერ ''იხდის '' ყურს მჭრის იხდის სამოსს და ბედავს ლოცვას, შემოდის ჩემში სინანული_მაგდალინელი და სენი_სევდა, სევდა, რომელსაც ნოემბერი ქარდაქარ იხდის და ტოვებს კართან,
მომწონს თქვენი ლექსები.ერტადერთი პირველ კულპეტში ორჯერ ``იხდის `` ყურს მჭრის იხდის სამოსს და ბედავს ლოცვას, შემოდის ჩემში სინანული_მაგდალინელი და სენი_სევდა, სევდა, რომელსაც ნოემბერი ქარდაქარ იხდის და ტოვებს კართან,
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|