ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბექზა
ჟანრი: პოეზია
18 იანვარი, 2012


33-ე კბილი

გაფუჭებული კბილივით ვერ ვთმობ
მტკივან სულს. ძვლებზე ვუმაგრებ ფესვებს.
ვებღაუჭებით: მე - მას, ის - ჩემს ხორცს,
- ასე ვუახლებთ იმედსაც ნერვებს...

ეს ცხოვრება კი, როგორც დანტისტი,
თითქოს მამშვიდებს: -"სულში ჩირქია!",
მე კი, სულელი და მიამიტი...
ვზივარ და ვუცდი ჩემს მკვლელს - პირღია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები