ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანი_ანი
ჟანრი: პოეზია
19 იანვარი, 2012


გახსოვს არაგვო?

გახსოვს არაგვო, ჩემი ბალღობა?
უშიშრად ვკვეთდი შენს ამაყ ზვირთებს,
არცღა მაფრთხობდა შენი გრიალი,
არცღა შიშისგან ვიმტვრებდი თითებს.
გახსოვს არაგვო, წიწნკლებიანი
კალმახ ამოყვა დაკემსილ ბადეს,
დამფრთხალ ბავშვებმა ისევ გავუშვით
გვეგონა სიკეთე სიკეთეს ბადებს.
გახსოვს არაგვო, ჩვენი ლაღობა?
საღამოსპირზე კოცონთან ჯდომა,
ფანდურზე პაპის ნამღერი ლექსი,
ბაბოს ბუტბუტი, მზრუნველი წყრომა.
გახსოვს არაგვო?.. ოჰ, აღარ გახსოვს,
გადამივიწყე ბეჩავი ბალღი,
ახლაღ წავიდნენ ნათელი დღენი,
ღამე ჩამოდგა მგლისფერი, თალხი.
ვაჰმე,არაგვო რად არ წამიყვან,
რად არ მომწყვიტე ნორჩი ყოილი,
არც ცოცხალი ვარ აღარცღა მკვდარი
ორ ცეცლხს შიგანღა ვარ მოყოლილი.
მოვალ შენს ნაპირს, ამ ზაფხულ მოვალ
ისევ უშიშრად გავაპობ ზვირთებს,
შენ გამიტაცებ, მერე კი ერთად,
მოვუსმენთ ხოლმე სხვათ მოთქმა ფიქრებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები