ნაწარმოებები


ქრისტე აღსდგა!!! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლევან63
ჟანრი: პროზა
20 იანვარი, 2012


დილემა. ნაწილი II

მეორე დილაც გათენდა, სასწრაფოდ დავიბანე, ისეთი ცხელი ყავა დავლიე კინაღამ პირი გამომთუთქა და დაზიანებუული ტელეფონის ხაზის სანატრელი წკმუტუნის მოლოდინში, ქშენა-ქშენით კომპიუტერს მივუჯექი და პარალელურად Fაცებოოკ-ში ქექვა დავიწყე, ცალი ყური ტელეფონისკენ მეჭირა. გახდა თერთმეტი საათიც, მაგრამ არავითარი სიგნალი არ ისმოდა, დადგა თორმეტის ნახევარი, კვლავ დუმილი. უკვე იმედი მეწურებოდა და საათმა თორმეტს მიუკაკუნა, რომ ტელეფონმა კვლავ უშნოდ დაიწყო წკმუტუნი. ტელეფონსს შლეგიანივით ვეცი, თუმცა ყურილი დიდის სიფრთხილით მოვხსენი და ყურზე მივიდე. ჩემს აღტაცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც იქიდან გუშინდელი მოჭუკჭუკე არსებათა ხმები შევიცანი.
- ელე, რავა ხარ სიხარულო? – ეს ნიკა იყო.
- რავი აბა, ნორმალურად, შენ? რა ხდება ახალი და კარგი?! – გაისმა ელენეს ნაცნობი, ოდნავ ხრინწიანი ხმა.
- დღეს გამოდარებულია ცოტა, ეხლა ველაპარაკებოდი ზუსტად, ეს  დებილი ბელგიელები ნერვებს მიშლიანო, დღეს სამ საათიანით, ისევ ანტვერპენში მივფრინავო.
- შეკაცო ამდენ მგზავრობას უძლებს, თან თვითმფრინავით და კარგადაა აბა რა! დამიჯერე რა, რამე რომ სჭირდეს ამდენ მოგზაურებას ვერ აიტანდა! ასე როოომ....
- ღმერთმა გისმინოს, მეც ეგ არ მინდა! რახან ბავშვი ლაღად გავაფრინე ანტვერპენში აწი რაღა მიჭირს, თუმცა ბელგიელების ლანძღვით კი იჯერა გული, ვენაცვალე და მეც ხომ არ გავუტეხავდი, ყველაფერში დავეთანხმე. თან დღეს, ხუმრობებიც გაიგო უკვე, ცოტა მოხასიათებული იყო, ხომ იცი! და მეც მეც შესაბაისად კარგ ხასიათზე ვარ!
- გაიხარე, კარგი ადამიანი ხარ ასე რომ გიყვარს, - აღნიშნა გოგონამ.
- ეხლა მთავარია საკუთარი თავი თავიდან არ მოიწამლოს და საკუთარ თავს კვლავ არ ეხეთქოს, - აღნიშნა ნიკამ.
- მარტო არაა რა, ფიზიკურად კი, მაგრამ აშკარად გრძნობს შენს გვერდში დგომას, არ გეგონოს შენი ყურადღება, ზოგჯერ მომაბეზრებელიც კი, რომ უყურადღებოდ რჩებოდეს.
- ისე,  ჩემს მიერ ტვინის ჭმას და ლექსების გზავნას თუ გულისხმობ, არცერთი არ დამიკლია, - ჩაიცინა ნიკამ. 
- მარტო მაგას არა, ეს ლექსების მიდზგვნა კი, უფრო... უფრო ცეცხლზე ნავთის დასხმაა. ეს ცოტა სხვა რამეა. მარტო არაა თქო, რომ ვამბობ იმას ვგულისხმობ, რომ ყოველთვის მასთან ხარ და ყოველთვის შენი იმედი აქვს. ზუსტად იცის რომ ბლა, ბლა, ბლა, ხომ მიხვდი რისი თქმაც მინდა?!
- ააააა, თუ მაგას გულისხმობ კი, ტვინს ვუჭამ, მართალი ხარ, ხანდახან მეჩვენება რომ ნამეტანს ვაკეთებ, მაგრამ აიტანს არაფერია!
- ჰო, თუ მაგარი ფსიქიკა აქვს კი, მაგრამ მაინც რა ნიკ, ხომ იცი, რომ ასეთი “პერეგრუზკაც” არ შეიძლება, - სიცილით დატუქსა გოგონამ თანამოსაუბრე.
- მართლა, სულ ერთი რამე მაინტერესებს - აი ქალი ხომ ხარ, ეს ლექსები ვიღაცამ სხვადსხვა საბაბით, რომ გაჩუქოს და თან ზედ მესიჯები აყოლოს – აბა შენთან ვარ და ჰაი-ჰუიო, რას იფიქრებ ან რას იზავ? ამ ტიპთან, თუ არაფერი გაქვს ან საერთოდ დაახვევინებ ხომ, ან ჩვეულებრივ გააგრძელებ არა?!
- ჩემი აზრი თუ გაინტერესებს, მე პირადად, ემოციებსიგან გულწასული, აქამდე შეიძლება საგიჟეთში აღვმოჩენილიყავი. მართლა რა, ამის გაგრძელებაა და იმ სიზმრისა, თუ ხილვის გაგრძელება ხომ არ გინახავს?
- ეხლა “კაკრაზ” უნდა მეთქვა შენთვის, შენ იცი, რომ გუშნინ ღამე გაგრძელდა ის ხილვა?! - ვერ დაუმალა ნიკუშამ, ელენეს.
- შენი არ ვიცი და მე მართლა გამაგიჟებ შენ, - უპასუხა აღელვებულმა ელენემ, - მოყევი ეხლა რა ნახე, მომიყევი, თორემ გადავირევი.
- რა და, ბანალური კითხვა - რა ყვავილებია ის, რისგანაც წამალი მზადდება მეთქი,- პასუხი შემდეგნაირი იყო - პასუხს დედა ლაზარია გეტყვის, მონაზონიაო ანუ შვიდი ყვავილის დასახელებას გიკარნახებს, რომლისგანაც ეს წამალი უნდა დამზადდეს და ავადმყოფმა, ნაკურთხ ღვინოსთან და გამოწურულ ჭარხლის წვენთან ერთად უნდა მიიღოს ცხრა თვის განმავლობაშიო. შეკითხვაზე მაინცდამაინც ცხრა თვე რატომ მეთქი, პასუხი საერთოდ შოკის მომგვრელი იყო: ახალმა სიცოხლემ, ეს სიცოცხლე უნდა იხსნასო! ეხლა იფიქრებ ამან გარეკაო და მართალიცა ხარ, გუშინ ღამე, მართლა კინაღამ გავუბერე! ეხლაც დაშტერებული ვარ, ხმას ვერ ვიღებ, ან ეს დედა-ლაზარია ვინ არის, რომელ მონასტერშიაააა?!
- ხმა ჩამივარდა, გავსულელდი, ეს რეები მესმის, არ ვიცი ნიკა... არ ვიცი და აღარაფერი მესმის, და რამდენი დედა ლაზარია იქნება...?
- არ ვიცი, მაგაზე ეტყობა ცალკე შეტყობინება მექნებ, რავი მე კი, დავიცენტრე და!
- არ მიკვირს, სხვა აბა რა რეაქცია უნდა გქონდეს ნორმალურ ადამიანს?
- ხო, თქვენ სამივე უკვე დამდაღულები ხართო, გახსოვს რომ გითხარი ელვის მსგავსი ნიშნები გვაქონდა სამივეს მეთქი, ეგ როდის მოხდება მეთქი და ეგ უკვე მოხდა და ეგ ნიშნები თქვენთვის უხილავიაო! მერე ვკითხე, აბა იმ დედა ლაზარიამ როგორ უნდა გვიცნოს მეთქი და მიპასუხეს - ის ხედავსო! გოგო, საქმე იმაშია, რომ ღამე მართლა არ მძინავს და თითქოს რაღაც ხმა ტვინში ამ ინფორმაციას მიდებს, ხან ვეჭვობ საკუთარი ფანტაზიები ხომ არ არის მეთქი, მაგრამ ეს სახელები და ყვავილები, და რავი კიდე რეები, არ ვიცი რა, - აღნიშნა ნიკუშამ.
- შენს მოძღვარს მოუყევი ჩემო კარგო... მე სიზმრის ნაკლებად მეთქი კი გითხარი, მაგრამ ყველა სიზმარი სიზმარი არაა... არ ვიცი რა... არც ისაა გამორიცხული რომ ძაალიან ბევრს ფიქრობ, ოცნებობ მასზე და "ბოროტი" "გეთამაშება", არც ის ვიცი რატომ მაინცდამაინც "ბოროტი", როცა ასე ძალიან გიყვარს, ხომ შეიძლება... მეუღლესთან ჯვარი დაწერილი გაქვს?
- არა, - იყო მოკლე პასუხი.
- არ ვიცი რა გითხრა... შენ თავად რას ფიქრობ, რას აპირებ ირასთან მიმართებაში, ნაფიქრი გააქვს რამე მაინც? თუ არ მეტყვი რა გაქვს ჩაფიქრებული, ის მაინც მითხარი რაიმე თუ გაქვს გადაწყვეტილი, რაღაცას აზრი ხომ უნდა ჰქონდეს აზრი... თუ ვერ ალაგებ მომავალს?! ნუ მიმიხვდი ალბათ რა პონტშიც გეკითხები! ამ დროს, არ გეწყინოს და ადამიანი შეიძლება დაიბნე, ან "შიშის" მომენტიც შეგეპაროს... შიშის ქვეშ, ეხლა მე იმას არ ვგულისხმობ ირას ან ვინმესი გეშინია მეთქი, არა  პიროვებას არ ვგულისხმობ, ვითარების, გაურკვეველი მომავლის შიშს ვგულისხმობ, - მოუწყეს ნიკას დაკითხვა.
- მაგ თემაზე სხვათაშორის ადრეც მაქვს ნაფიქრი ანუ ამ ამბებამდე. შეიძლება დაიცენტრო, ავანტიურისტად ჩამთვალო, მაგრამ მე ის, ისე მიყვარს, რომ იმ სიყვარულის ნაყოფის მკვლელად ვერ ვივარგებ, რომელიც რომ შეიძლება ჩვენი ურთიერთობების შედეგად ჩაისახოს; არ ვიცი, მაგრამ თუ სიტუაცია ასე ჩამოყალიბდა, მე მაგ ცოდვაში ფეხს არ ჩავდგავ, მირჩევნია ტყვია ვიკრა საფეთქელში. ის ხილვაც, ზუსტად ამას წიანსწარმეტყველებს, ახალი სიცოცხლე მისი  სიცოცხლის გადამრჩენი იქნებაო.
- ვაიმე, ცუდად ვარ, ეს რა თქვი, მაცალე თავიდან გავიაზრო, ვაიმე შემშლი ნამდვი;ად! შენ, ე.ი. დარწმუნებული ხარ, რომ მასთან შვილი გეყოლება  და გინდა კიდეც ეს, სიმართლეს ვამბობ, ჰა, არ “დაზადნო” ეხლა, - მიაწვა გოგონა.
- თუ ასეთ სიტუაციამდე მივალთ, ეგ გარდაუვალია, პრინციპულად არ მოვაშლევინებ და სიმართლე გითხრა, მინდა კიდეც ასეთი დიდი სიყვარულის ნაყოფი კიდეც.
- და ეხლა ის მითხარი... ქალი, რომელიც ასე გიყვარს, ამდენს ოცნებობ მასზე და აღარ გავაგრძელებ... გინდა, რომ შენი საყვარელი იყოს? ანუ მაგ ურთიერთობაზე ფიქრობ, შვილზეც ფიქრობ, მაგრამ ასეთ შემთხვევაში ცალ-ცალკე როგორ უნდა იცხოვროთ?
- მაგის არაერთი მაგალითია და საერთოდ არც არაფერი არ ვიცი, თავში როდის რა დამარტყავს, ეხლა მაგაზე კონკრეტულ პასუხს ვერ გაგცემ, ხომ ხედავ რა არეული ვარ, ეს ხილვები სულ დამაქლიავებს, მაგრამ თუ ღმერთმა დაიფარა და ავსტრიაში ცუდი პასუხი უთხრეს, ხო კაიფობ, რომ მისი სიცოხლე, უკვე მხოლოდ ჩემზე იქნება დამოკიდებული. ის, რაღაც ხმა მეუბნება, რომ აწი მისი სული შენი საკუთრებაა და მას, როგორც გაუფრთხილდები ირინკაც ისე იქნებაო. თითქოს განგება მთელი ცხოვრების სურვილს მისრულებს, მაგრამ რა ფასს მთხოვს ამაში, ხომ არც ვიცი. შენ აზრზე ხარ, სხვისი სულის გადარჩენა ან მისი ფლობა - მართვა რას ნიშნავს, რამხელა პასუხისმგებლობაა, აბა მოდი უბრალოდ ერთი გაიაზრე რა..., - აშკარად აღელვებულმა უპასუხა ნიკამ და მძიმედ ამოისუნთქა.
- რანდენადაც შეიძლება წარმოვიდგენ და ისიც კარგად ვიცი, რომ ეხლა არეული ხარ. მიუხედავად იმისა, რომ პრინციპში იმპულსური ხარ, ასე არ მოქცეულხარ ოჯახთან მიმართებაში ანუ “ის თავისუფალია და მასთან გაიქეცი” - ეს არ მომხდარა. და საერთოდ იმის მიუხედავად, თუ რა პასუხს ეტყვიან მას, ძალზედ ბევრი რამ უკვე შენზეა დამოკიდებული და ამ შემთხვევაში მხოლოდ ფიზიკურ არსებობას არ ვგულისხმობ, შენზე უკვე, ასეთი შენთვის სათუთი და ნაზი არსების სულიერი სიცოცხლე უკვეა დამოკიდებული და გარკვეულცილად ეს თავადვე განსაზგვრე. თუ რაღაც საფასური უნდა გაიღო იმისთვის, რაც მთელი შენი ცხოვრების სურვილია, ამ მსხვერპლის გაღებაც უკვე შენი გადასაწყვეტია. იმას, თუ როგორ მოექცევი შენს, ძალიან ცუდი შედარებაა, მაგრამ ე.წ. საკუთრებას - ესეც შენს პიროვნულ მომენტებზეა დამოკიდებული. ურთიერთობებში, ის რაზე დაგთანხმდება და შენგან რას მოითხოვს ეს სხვა თემაა, მაგრამ შენ...  მაგ ხილვების გარეშე არ იცი რომ მის სულიერს ფლობ? როგორ მოექცევი ამ შემთხვევაში მას... ფიზიკურის და სულიერის მიმართებაშიც, ეგეც შენ იცი. მოიცა ერთი წუთით, ვიღაცა მობილურზე მირეკავს, არ დაკიდო რა, გავაგრძელოთ რა საუბარი, უფროსობა მაინც არ მყავს ადგილზე და, ძალიან გთხოვ რა, - იყო თხოვნა.
- კაი, კაი, ნუ ღელავ, გავაგრძელოთ, გავაგრძელოთ, - დაეთანხმა სიცილით ნიკა.
ელენემ, ვიღაც უცნობი ორიდ წუთში მოიშორა თავიდან და კვლავ ყურმილს დაუბრუნდა, - აქ ხარ?
- აბა სად ვიქნები, პოსტზე ვარ, - იყო ირონიული პასუხი.
- ნიკუშ, წადი მოძღვარს მოუყევი ეს ყველაპერი... წყნეთში ვიღაც ქალი ყოფილა, მაგრამ დედა ლაზარიაა თუ არა არ ვიცი.
- აქ მონაზონზეა გოგო საუბარი.
- ჰოდაა ზუსტად არ ვიცი, მაგრამ არამგონია მოძღვარმა მასთან მისვლის კურთხევა მოგცეს, არ ვიცი... რა არის იცი... ნუ მე საიდან ვიცი... მე ეხლა ჩემი სიტუაციის გამო, რადგან ამდენი ხანი ოჯახი არა და ნუ ბლა, ბლა, ბლა, ესე არ მეუბნებიან მაინცდამაინც მკითხავთან წადიო, ვინაიდან ზუსტად იციან ჩემი რეაქცია! და რამდენიმე მსგავსი მითხრეს, თუმცა სახელები არცერთის არ ვიცი... ერთი ეგ, მეორე ქუთაისშია ვიღაც მამაო, ოღონდ აღარ მახსოვს რომელ ეკლესიაში... მოკლედ რაღაცას კიდეც წინასწარმეტყველებენ, კიდეც კურნავენ, კიდეც რა ვიცი, სულ ხატების და ამ წმინდა გარემოცვაში არიან... და ვიცი რომ უზარმაზარი რიგებია, მაგრამ მე მაინც ვერა რა, არ შემიძლია მისვლა. ეს ჩემი პირადი დამოკიდებულებაა. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, მერე რომ არ სთქვა რამე დავაკელიო და ასეთ პარანორმალურთან გაქვს შეხება, შენ ისეთ სიტუაციაში ხარ, რომ ვერანაირად ვერ მოისვენებ, სანამ რაიმე კონკრეტულს არ გაარკვევ, მითუფრო, როდესაც წამალზეა საუბარი... თან დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ რომელ მოძღვართან მიხვალ, მართლა რეალური ძალა რომ აქვს, თუ ღმერთო შეგცოდე და "პროფესიად", რომ აქვს არჩეული! ასეთების ნაკლებობას სამწუხაროდ არ განვიცდით, ისევე როგორც ყველა პროფესიაში.... მე ვერ გეტყვი მოძვართან წადი ან არ წახვიდეთქო, უბრალოდ გთხოვ მაინც მოძღვარს გაესაუბრო ამ ყველაფერზე, თუნდაც შენი არ იყოს...და მაგის გარდა კიდევ! დავანებოთ თავი ეხლა ამ წამლის მომენტს... შენ ირასთან რა ურთიერთობა გექნება, ეს მასე არ განისაზგვრება. არ უნდა მაგას მინიშნებები... ირა რაზე დაგთანხმდება ეს ცალკე თემაა, მაგრამ შენთვის ის რეალურად ვინაა, რა გინდა, რას აპირებ და როგორ მოიქცევი ეს მხოლოდ და მხოლოდ შენ იცი! ვერავინ ვერ გაგამტყუნებს და საერთოდაც ვისი რა საქმეა სიტყვაზე, მაგრამ გასაგებია, რომ შვილიც გინდა მისგან და ალბათ ცხოვრების დაკავშირებაც; როდესაც ამბობ მისი სულის ფლობა მაქვს დავალებულია, ეს უფლება და ტვირთი ვიღაცამ ტყუილად ხომ არავინ მოგანიჭა, ამისთვის ე.ი. შენ საკმაოდ გაისარჯე და შენი ჯილდოც ეს არის. პასუხიმგებლობისა და კეთილშობილების გრძნობა ნამდვილად გაგაჩნია, მაგრამ რთულ სიტუაციაში ხარ და ყოველთვის და ყველასთვის კარგი ვერ იქნები. ამ წუთში კი, არადა, ამ რეალობაში შენც საკმაო წვლილი გაქვს, რომ ირა ამ სიტუაციაში ჩაითრიე... ქალი იმას გწერს დანაშაულის გრძნობა სიყალბეაო, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ მგლებიან ფილმზე და სითბოსა და მარტოობის თემაზე... ანუ ის შენგან რეალურად რაღაცას ელოდება, - საკმაოდ გრძლად გამოუვიდა ელენეს.
- მაგი, მისი სიცოცხლის სნაცვლოდ რომ ვიღაცამ ეს მოითხოვა, მაგ თემაზე ადრეც მიიფქრია, და თუ მოხდა და მასე დამთავრდა სიტუაცია, ბავშვის მოცილება სრულიად გამორიცხულია, რამეთუ აბა რა მინდა მე მასთან? მარტო სექსი რომ მინდოდეს, ქალაქში რა ბოზები დაილია?! რაღაც მეტი მინდა გამიგე! და ეს მეტი როგორ მოვაწყო სულ ამაზე ვფიქრობ, პლიუს გააჩნია მის პოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა მეეჭვება ასეთ ურთიერთობებზე უარი განაცხადოს!
- არ ვიცი ნიკ, შეიძლება ასეთ ურთიერთობაზე უარი არ გითხრას და ვერც გითხრას და მხოლოდ ამით ამოიწუროს. გასაგებია, რომ მხოლოდ სექსი არ გინდა, შვილი გინდა მასთან ხო? და ვერ გავიგე მისი სიცოცხლის სანაცვლოდ ბავშვი მოითხოვა ვინმემ? აი, ეგ ვერ გავიგე...
- არ გახსოვს რა გითხარი? იმ ხმამ – “ახალმა სიცოხლემ უნდა იხსნას მისი სიცოცხლე” - აბა გამიშიფრე!
- ხო ეხლა გავიგე და რეალურად ასეცაა - შვილის გაჩენა მისი სიცოცხლის პრობლემას მოხსნის. საერთოდ ფეხმძიმობა ბევრ რამეს ცვლის.
- თან ამ პერიოდში, ის წამალი უნდა სვას გაიგე და ეს ორივე თანაშეწყობილი პროცესი უნდა იყოს!
- ხო ეგ... ფეხმძიმე ქალმა რაღაც წამალი სვას - არ ვიცი რა გითხრა, შეიძლება ბალახეული კია, მაგრამ.... მე ფრთხილად ვეკიდები ამ მომენტს... ალბათ კარგია, რადგან ასე მიგენიშნა. ეგება მაინც მოძღვართან მოგესინჯა მოსვლა.
- არ ვიცი, ჩემს მოძღვართან იმიტომ არ მოვყვები ამას, რომ ერთხელ ვუთხარი ღვთისშობელი გამომეცხადა მეთქი და დამცინა, არადა დედას გეფიცები ამის მერე, იმ ღამეს ისეთი რამ მოხდა, კინაღაამ ენა ჩამივარდა.
- იმიტომ გითხარი ნებისმიერთან არათქო. ნიკუშ აი, მომისმინე... უფრო სწორად ასე შევხედოთ... ეს ყველაფერი ძალზედ წმინდა თემებს უკავშირდება, ხომ ასეა? შენი გრძნობა, ეს ხილვები.. არ გინდა ცოდვაში ჩადგომა, მაგრამ სიტუაცია ისე გამოდის მაგის გარეშე ვერ გადარჩები ალბათ. იმიტომ გეუბნები მაგას, ბოლოს ეკლესიაში მაინც ხომ მოგიწევს მისვლა... ნიკუშ, ბავშვი გინდა და ცოდვაში უნდა იცხოვრო ან თუნდაც დედა-შვილი აცხოვრო? ხომ უნდა მონათლოთ, ცოდვაში რატომ უნდა დაიწყოს ეს ყველაფერი, მააინდან დაიწყე თუნდაც. ეხლა შეიძლება შენ მე სხვა "მიმართულებაში" ჩამითვალო, მაგრამ მე მართლა ამ სიტუაციიდან გამომდინარე გეუბნები ყოველივეს.
- ეხლა რასაც მეუბნები, მაგას მეც კარგად ვხვდები, მაგრამ მაგ შემთხვევაში, ოჯახი უნდა დავანგრიო და საკუთარ თავს და თუ გინდაც ირინკას ის დომხალი მოვახვიო, რაც ყოველივე ამას უკავშირდება, ერთხელ ეს უკვე ნაცადი მაქვს პირველ ცოლთან, არ გახსოვს რეები ხდებოდა. მეორე პრინციპი მაქვს, პროსტო ჩემს შვილს - ჩემს დათუნას ვერ ვუღალატებ და ცხოვრების შარაზე დასაყენებელ ყმაწვილ კაცს მარტოდმარტო ვერ მივატოვებ, კაის რომ არაფერს გადაეყრება შენც ქე იცი. ამ ასაკში უმამობა რა არის, საკუთარ ტყავზე მაქვს გამოცდილი. ამის ქნას, მართლა ცოდვაში ცხოვრება მირჩევნია, ჩემს შემთხვევაში სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს, - უპასუხა ნიკამ. 
- მე პროპაგანდას არანაირად არ გიწევ. დამიჯერე მართლა ვწუხვარ ასეთ საშინელ სიტუაციაში რომ ხარ... მგონი ჩემი ნალაპარაკებით უფრო იძაბები, მაგრამ ასეთ განსჯებს ვერაფრით ვერ ასცდები მაინც. მომავალი შვილი? ის ხომ ასეთ სიტუაციაში გაიზრდება. იმიტომ გეუბნები, რომ ძალიან, ძალიან ძნელი და რთული დილემის წინაშე ხარ.
- კაცი ბჭობდა ღმერთი იცინოდაო, ვინ იცის ხვალე რა იქნება?! დაველოდოთ ხვალინდელ დღეს! სიტუაიცა თავად მანახებს გამოსავალს. ეგება ეს მოაზონი საერთოდ არ გახდეს საჭირო, არადა ხილვაში ისიც ვნახე, არ მითქვავს შენთვის დამავიწყდა. გოგო, ვითომ სამივე – მე, ირა და გია, რომელიღაც მონასტერს მივადექით. დედა ლაზარიას სანახავად გრძელი რიგი იდგა. ჩვენც მეტი რა უნდა გვექნა, ამოვუდექით ხალხს უკან. მაგრად ციოდა, ზამთრის სუსხი ძვალსა დარბილში ატანდა და იქაურობა ტალახით იყო აზელილი. სად იყო და სად არა, ერთი სიმპათიური, ახალგაზრდა მონაზონი გოგონა მოგვიახლოვდა და გვითხრა – დედა ლაზარიამ გამომგზავნა, ჭიშკართან სამნი დგანან, ეგენი დამდაღულები არიან და მათგან ყველაზე დიდი ურიგოდ შემომიყვანეო. ძილში, კინაღამ ენა გადავყლაპე და მონაზონს გვაყევი. კელიის შესასვლელთან მეორე, უფრო ჭარმაგი მონაზონი შემომეგება და თბილად მომესალმა:
“- მშვიდობა შენდა, კეთილი იყოს მობრძანება, დედაო გელოდებოდათ, რატომ დაიგვიანეთ?
იდიოტივით ხმა ჩამივარდა და ტავის სამართლებლად რაღაც წავიბურტყუნე. მონაზონი შიდა ოთახში შემიძღვა. იქ, ერთი სათნო, სანდომიანი გამომეტყველების  ქალი, რომლისგანაც სასწაული შინაგანი სითბო მოდიოდა, ღიმილით შემომხვდა, ნუ მე ძილში, ყოვლე შემთხვევაში ასე შევიგრძენი და მითხრა:
- რა ნაწამები ხარ შვილო ცხოვრებით, იმასაც კიდე რამხელა მდაღი დაუსვავს, მაგრამ ეგ არაფერი, არ შეგეშინდეს, შენ ძალზედ ძლიერი ხარ და ყველაფერს უნდა მოერიო, სადაც ცხოვრების ამხელა ტვირთი აგიტანია, ერთი ადამიანის სულსაც აზიდავ არა, აბა გასაჭირში ხომ არ მიატოვებ?!
ამის მერე, ოდნავ ფეხის წვერებზე წაიწია, მდაღის ადგილას ხელი მომისვა და პირჯვარი გარდმომსახა.
- მოდი შვილო ჩემთან, ერთი “მამაო ჩვენო” ვთქვათ ერთად და მერე აგიხსნი ყველაფერს, - გააგრძელა დედა ლაზარიამ. იგი, ჩემთვის არავის წარუდგენია, მაგრამ ეს ისედაც ადვილი მისახვედრი იყო.
“მამაო ჩვენოს” დამთავრების შემდეგ მან მომმართა:
- თუ რაიმე კითხვა გაქვს მკითხე, არ მოგერიდოს.
- დედაო, ერთადერთი კითხვა მაქვს, - მივმართე იმ წამს, - ის ვინ იყო ეკლესიაში, ვინც მდაღები დაგვასვა სამივეს?
- სიკვდილი, - იყო დამშოკავი პასუხი.
მოულოდნელობისგან, ლაპარაკის უნარი წამერთვა და ყელში რაღაც ისეთი ბურთი გამეჭედა, კინაღამ ძოლში დავიხრჩე. რაღაც უცნაური შიში დამეუფლა და ძილში ვიგრძენი, რომ ოფლში ვიღვრებოდი.
- ნუ გეშინია, - დამაწყნარა დედაომ და სახეზე წყლიანი ხელით მომეფერა, რამაც სხვათაშორის წამსვე იმოქმედა და საუბრის უნარი დამიბრუნდა, - მან იმიტომაც დაგმდაღათ, რომ სამივეს დიდი ხნის სიცოცხლე გაჩუქათ, თუმცა გარკვეული პირობებით და ვგონებ ძალიამ მძიმითაც, მგონი მიმიხვდი რასაც ვგულისხმობ, ეს შენი შვილია, რომელიც გარეთ რომ გელოდება იმ ქალმა უნდა შვას და იცოდე, ყველაფერზე უკვე ღვთის განგებაა და, თუ როგორ გადაარჩენ ამ ცოდვილის სულს მთლიანად შენ ხარ პასუხისმგებელი. აი, აიღე ეს სამკურნალო ბალახები, რომლებმაც შენი დედაკაცი უნდა გადაარჩინოს. დამზადების წესიც შიგ დევს.
ამის თქმა იყო და რაღაც დამჭკნარი ყვავილებისა და მცენარების შეკვრა გადმომცა. შიგ მართლაც, პატარა ქაღალდზე დაწერილი, წამლის დამზადების მეტად მარტივი წესი იყო ჩაწერილი.
- ეს პირველად საჩუქრად მიიღე ჩემი ხელიდან და ოღონდ ყველა მიღების წინ აკურთხებინე, - მომმართა დედა ლაზარიამ, მცენარეებს რაღაც ლოცვა წაუკითხა და ზედ პირჯავარიც გარდასახა.
შემდეგ მე მომიტრიალდა, დამდაღულზე კვლავ ხელი წამისვა, ვიგრძენი თუ რამხელა სითბო ჩაიღვარა უცებ ჩემს სხეულში, ზედ პირჯავრი გარდასახა, რაღაც ჩაიბუტბუტა და კვლავ მომმართა:
- რაც აქ მოსიმინე საიდუმლოა და თუ არ გინდა ყველაფერი უკუღმა არ წაგივიდეს, სანამ ყველაფერი არ დამთავრდება შენს ქალს არაფერი მოუყვე, განსაკუთრებით ბავშვის ამბავზე, ეს მან თავისთავად უნდა გაითვითცნობიეროს, სხვანაირად მას მხოლოდ ერთი ბოლო აქვს – სიკვდილი.
ეს ბოლო სიტყვები იმდენად მკაცრი იყო, რომ ტამში გამცრა.
- ეხლა კი წადი, ხომ ხედავ რამდენი ხალხი მელოდება და იცოდე, ჩემი კელია შენთვის ყოველთვის ღიაა. ხო, მოიცა, აბა შენს დედაკაცს უხმე ერთი წუთით ჩემსას, გარეთ კართან იცდის; მინდა დავლოცო და რაღაც ვუთხრა. მალე გამოვუშვებ, ირინა ჰქვია არა?! – ღიმილით მკითხა დედა აზარიამ, შეამჩნია რა, მის მიერ ირას სახელის ხსენებაზე, სახე რომ გამიშტერდა.
დედა ლაზარიას ხელზე ვემთხვიე, მადლობა გდავუხადე, ბალახეულს დავავლე ხელი და გარეთ გამოვედი. ორინკა, იქვე კელიის ბოძზე მიყუდებული, რაღაცაზე მწარედ ჩაფიქრებულიყო. მე, მას ვთხოვე დედაოსთან მისულიყო, თავად კი, ჭიშკრისკენ გამოვემართე და გიას მანქანაში ჩავხტი.
- რაოდ დედაომ, გაცოცხლებთო? – იხუმრა გია.
- კიო გიუშ, მაგრამ გარეთ მესამე რომ გიცდით, ასეთ ბაზარს გააგრძელებს კოცონზე დავეწვვათ ჯოჯოხეთშიო, - მივუგე მეც ირონიით, რაზეც გია გაწითლდა და მახსოვს თბილისამდე ხმა არ ამოუღია.
ოც წუთში ირინკაც გამოჩნდა, მანქანაში ჩაჯდა, ზედ მომეკრო და თბილისამდე ასე ჩუმად ვიარეთ. თითქმის ერთ საათში უკევ დედაქალაქში ვიყავით და შეციებულები, ერთ-ერთ დუქანში ცხელ-ცხელ ხინკალს და არაყს შევექცეოდით”.
- ჰა, ამაზე რაღას მეტყვი ჯიგარო? – ნიშნის მოგებით მიმართა ნიკუშამ თანამოსაუბრეს.
- სრული შოკი მაქვს, რამე რომ დაამატო, გეუბნები აქედან გამასვენებნ, ვაიმე დამინდე რა, - მცირე პაუზის შემდეგ გაისმა შეცბუნებული ელეს ხმა და გააგრძელა, - აი ხომ ხედავ, რამდენი რამე დაუვალებია დედა ლაზარიას და საერთოდ განგებას, რას გეუბნებოდი შენზე ბავრი რამაა დამოკიდებული მეთქი და მშვენივრად იცი, რომ მხოლოდ ასე ყოფნაც არ იქნება.... იქნება და ირინაც არაფერზე გეუბნება უარს......
- ჰოდა მიტო გეუბნები, ყოველივე ამის შემდეგ ბედზე მინდობის გარდა არაფერი დამრჩენია მეთქი, - მიუგო ნიკამ, - კაროჩე რუსებს აქვთ “პაგავორკა”: “ჟივი ბუდემ, ნე პამრიომ”.
- რა ვიცი, რა ვიცი.... მე ყველაფერს ვართულებ და.. ცოცხალი სულიერად და ხორცილეად უნდა იყო! ჩემთვის ამას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. სხვამხრივ მხოლოდ არსებობ და მეტი არაფერი. ყველაფერი ეს ჩემს გონში ვერ ეტევა და სხვა განცდები მაქვს, თან საკმაოდ მძიმე. ხომ იცი რა ემოციური ვარ!
- ვიცი, ვიცი, საკმაოდ მძიმე მოსასმენია, მაგრამ ეს ასეა. სამწუხაროდ ცხოვრება არ არის იდეალური და ვერ იქნება! ჩემთვის ეს იმდენად სულიერი თემაა, რომ სხვა თანმდევი ფატორები საერთოდ არ მაინტერესებს, დაე უფალმა გადაწყვიტოს კველაფერი!
- გოგო, სულ მაინტეერესბდა, ეხლა შენს საიტს ვათვალიერებ და საკუთარ სურათს რატომ არ დებ?
- რათ მინდა? -  იყო უცებადი პასუხი.
- შენ ისე მგოდის, ის კონო რომაა – “სიყვარული ყველას უნდა” – “აიღე ჭო, ჰალსტუხია და მეორე რომ მასუხობს – რა ჩემს ფეხებად მინდა, ეგდოს რა”. აბა, მე სულ არ მჭირდება, ისედაც გიცნობ. ავატარი მაინც დააყენე.
- ეხლა ეგ მაძებნინე კიდევ - იყო ისევ მოკლე პასუხი.
- სუფთა კახელი მარო ხარ რა, წარმოშობით გურული რომ არ იყო რა, ასე ვიფიქრებდი! – შეუტრიალა თანამოსაუბრემ ელეს ირონიით.
- დამავიწყდა, ირინკას პასუხი როდისაა? – უცებ შეუცვალა საუბრის დინებას ისევ მიმართულება ელენემმ.
- დღეს უნდა უთხრან ანტვერპენის კლინიკაში, გუშინ ვერაფრით დავუკავშირდი და არც ეხლა ვეხმიანები სპეციალურად!
- რატომ?
- მაგის “რკინის ლედობის” ასე ვთქვათ კარგად ვიცი, ეს ისე “დლია ფორსა” აქვს, თორემ ეხლა კანკალს ჰყავს ალბათ ატანილი და არ მინდა კიდე ზედმეტად დავგრუზო.
- ხო რავიცი, შენი საქმისა შენ იცი – იყო უემოციო პასუხი.
- ეხლა გამომიგზავნა მესიჯი, ამას კიდე ამის წერის თავი აქვს, გამაგიჟა რა ამ გოგომ.
- რაო რას გწერს? ისე რატომ არ უნდა გამოგიგზავნოს რამე, რა ექსკლუზივი გაქვს აგებული თუ რა? აბა ჩუმად რატომ უნდა იყოს?
- რაო და თუ გუშინ რაიმე უშნოდ თუ წამომცდა და რაიმე დაგაწყენინე მაპატიეო, აბა ეხლა ეგ ნორმალურია?
- მაიცა, მაიცა, და რატომ არაა ნორმალური? მაგი მეც უნდა მეთქვა დღეს შენთვის, მართლა მართლა.
- შენ რაღაზე რო? კაი იმან ეტყობა ნამეტანი გაუბერა ემოციებსა და დეპრესიისგან, გასაგებია, მაგრამ შენ რაღა გჭირს?
- რაღაც სხვა განწყობებზე ვარ და რავიცი რა, არც ვიცი რას ვლაპარაკობ.
- მაიცა რა, მშვენიერ განწყობაზე ხარ, აი მე ვარ, მაინც ნემსებზე ვზივარ, იმას იქვე არ წაუვიდეს გული პასუხზე.
- ნეტა არ პანიკიორობდე, თავადაც ხომ იცი, რომ ყველაფერი კარგად იქნება. მასე არ თქვი?
- მე კი ვთქვი, მაგრამ ის ხილვები მღრღნის.
- კიდევ გაქვს? – იკითხა შეცბუნებულმა ნატამ.
- დედა ლაზარიას გამოტანებული შვიდი ყვავილის ჩამონათვალიდან, შვიდი გავშიფრე, რაღაც უცნაურ ენაზე ეწერა, ქართულად, მაგრამ უცნაური სახელებით. ორის გარდა ყველა გავშიფრე, რუსული სახელი მითხრეს და ვერ დავიმახსოვრე, დებილი არ ვარ?!
- არა არ ხარ, უბრალოდ ეს ქალი სიგიჟემდე გიყვარს და ეგ ხილვებიც ზუსტად იმაზე მიგანიშნებს, რომ ყველაფერი კარგად იქნება და ყველაფერი გადაწყვეტილიაო?!
- როდესაც ჯაჭვში, რომელიღაც რგოლი მაკლია და ვერ ვაგნებ, მთლად ასე მარტივადაც არ უნდა იყოს საქმე, თუმცა ღმერთმა ქნას.
- რა რგოლი? – იყო კითხვა
- მაგაზე არ ვიმტვრევ თავს? ნუ ერთი რამე გასაგებია, თუ ყვეელაფერი დღეს მშვიდონიანად დამთავრდა, ესიგი რგოლი ნაპოვნია, თუ არადა მომიწევს მიწის ცხვირით თხრა. ეს ისეთი “ტიპშაა”, ვიცი პასუხს არ მეტყვის და ჩერეზ მისი დაქლიდან უნდა გავიგო რა სჭირს! თორემ ისე შეიძლება რაღაც გამომარჩინოს.
- რატომ, რატომ, რატომ! თქვენ ხომ ახლოს ხართ ერთმანეთთან და ურთიერთობაში ასე რატომ უნდა მოიქცეს?... სხვა რამეა, როცა იცი, რომ რაღაც მთლად კარგად ვერაა და ვერც გაიგებ რა ჭირს. თავისთავდ ეშველება რა თქმა უნდა  ყველაფერს, მაგრამ შენ ხომ განიცდი და ამას ვერანაირად ვერ "აკონტროლებ"?! – არ ისვენებს ელე.
- ეგ ხო, მაგრამ “პროსტო” მის ნატურას არ იცნობ, არაფერს არ გეტყვის,  თხუნელასავით ჩაიკეტება სახლში, აი მაგის მეშინია ყველაზე ძალიან!
- არ ჩაიკეტება!
- ეეეე, სანამ წავიდოდა მასე არ იყო! სამსახურს ხო საერთოდ დაადო.
- და არ ეკითხები ასე რატომ იქცევა?
- გოგო, კი არ ვეკითხები, სულ ვამხნევებ რომ არ დანებდე, ფეხზე მყარად დადექი და არაფერს არ შეუშინდე მეთქი, ეს კი თავისას უბერავს!
- ხილვებზე ხომ არ გითქვამს რამე?
- არა ტო, მაგას იმ შემთხვევისთვის ვინახავ მართლა ცუდი რამე, თუ დაფიქსირდა და ამოვათრიო! ისე ხო გააფრინა მთლად.
- შენა და როდის ჩამოდის, ალბათ უკვე მალე, მაგ პასუხებს არ ელოდება?
- ხო, გუშინ ბილეთები უკვე გადავცვალე და ერთ კვირაში მოვფრინავო, თუმცა რა ვიცი ექიმი რას მეტყვისო?
- წარმომიდგენია რას უნდა გრძნობდეს.
- აუფ, ეგ იგივეა გელიოტინაზე რო დაგდონ და მეფის შეწყალებას ელოდებოდე, რომელიც ან მოვა ან არა! – აღნიშნა ნიკამ.
- და მგონი მაინც უნდა უთხრა მაგ ხილვებზე, თუ რა ვიცი, როგორც შენ სთქვი მაშინ. შენ რომ ეხლა ეგ უთხრა - შვილი გვეყოლებაო, მაგის რეაქცია მერე ნახე თორემ, - სიცილით გამოსცრა ელენემ.
- უი,უი, უი, ამ ეტაპზე ეგ საერთოდ წარმოუდგენელია. ეგ, შეიძლება მხოლოდ მისი გადარჩენის ერთ-ერთ პირობად მიაწოდო, ისიც ძალიან ფრთხილად ან ინტრიგის სახით დატოვო და შეპირდე მერე გეტყვითქო. ღმერთ-რჯული ეგ პირობა მე არ წამიყენებია!
-  ეგ პირობა არცაა. ეგაა სურვილი, პლიუს მისტიკა.
- ხო ეგ ერთი შეხედვით, მაგრამ მისი გადარჩენის ერთ-ერთი კომპონენტია, იმ ბალახების ნახარშის მიღებასთან ერთად ცხრა თვის განმავლობაში, ზუსტად მომყავს მოწოდებული ინფორმაცია. ისე, ამ ბალახების ნაყენების სმას აზრი არ აქვს!
- ხო, ნუ ვნახოთ რა... ჩამოვიდეს ჯერ.... მე არამგონია წინააღმდეგობა გაგიწიოს, უფრო სწორად გულით გამორიცხულია, ვერ გაგიწევს, გონებით შეიძლება... აუ ნიკა "გავაგრძელო"? მინდა რა! - “დამატებითი დრო” მოითხოვა ელენემ.
- მიდი, აბა მაშ რისთვისაა მე და შენს შორის, ეს თემა თავისუფალი განხილვის თემა? – წამსვე მიიღო თანხმობის ნიშანი.
- იქიდან გამომდინარე, რომ მე, ეხლა ცოტა "სხვა ემოციები" მაქვს, შეიძლება ძალზედ ვრცლად მოგწერო და დაგგრუზო. რა ვქნა, აზრები "მეძალება" და საერთოდაც ცოტათი ემოციური ვარ კიდეც და სხვისი, ამ შემთხვევაში პრობლემა გადმომედება ხოლმე და ცოტა ხნით ამის ზეგავლენის ქვეშ ვცხვოვრობ. მოკლედ უნდა გითხრა, რომ სამივეს საკმაოდ რთული პრობლემა გაქვთ, დიახ სამივეს, შენმა მეუღლემ თუ იცის რა ხდება, ალბათ ვერც გრძნობს?
- არა, აზრზე არ არის, ეხლა ეგ მინდა, დაიცა რა!
- არ გინდა, რა თქმა უნდა. აუფ ნიკა, ნიკა.... არ ვიცი ეს ყვლეფარი როგორ და როდის დამთავრდება, თუმცა ერთი კი, ნამდვილად ვიცი, რომ ყოველივე ამის ასე გაწელვა აღარ შეიძლება, მით უფრო, თუ მომავალ თაობაზე ფიქრობ.
- მე ხვალინდელი დღის ცხოვრებით არასდროს მიცხოვრია, არ ვიცი ეს რამდენად კარგია, მაგრამ მე ვიცი ის, რაც დღეს ხდება. ხვალინდელს არასდროს ვგეგმავ, ვინაიდან ხვალ, შეიძლება ისეთი რამეც მოხდეს, რომ ყველაფერი თავზე გადმომემხოს, შეუცნობადია ღვთიური გზები.
- კი, მაგასი გეთანხმები სიცოხლე, ნამდვილად შეუცნობადია.
- კარგი, მაშინ გავაგრძელოთ საუბარი, ცოტა რამ ჩემი, ანუ ქალის კუთხითაც მინდა დაგანახო.
- იბაზრე, - მიეცა უფელბა.
- თან რატომ გეუბნები იცი? ნუ, მე დღეს ყველაფერს იმის გამო ვართულებ, რომ  შენ ცხოვრებაში, ამაზე დიდი პრობლემა აღარ შეგვხდება და რავიცი ეგება უკეთესიც კი იყოს. აი, სიყვა – “იბაზრე: მომეწონა რა, შენ რომ კიდევ მაგის ხალისი გაქვს.
- საერთოდ ადამიანმა ყველა სიტუაცია თუ არ გაართულე, ისე სწორ გამოსავალს ვერ მიაგნებ, - წაიგენიოსა ნიკამ.
- აუუუ, მე შენს მასწავლებლად და ჭკუის დამრიგებლად ნაკლებად გამოვდგები, მაგრამ მართლა მინდა დაგელაპარაკო იმაზე, რასაც ვფიქრობ ამ ყველაფერზე -გულახდილად და მართლა ისე, ჩემიანს, რომ ვეტყვი. ბუნებრივია რაღაც მომენტში დავუშვებ, რომ ჩემს მიმართაა ეს ყველაფერი, ნუ ვითომ ირას ადგილზე ვარ, მაგრამ ის ასე არ გაგირთულებს, შანსი არაა. მოდი ჯერ რელიგიურ მომენტს და ქრისტეს მცნებეს თავი დავანებოთ...
- ოკ, ჩემმი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, ისედაც დიდი ხანია განებებული მაქვს, რავი აბა რა გითხრა, - გუდაწყვეტით აღიარა ნიკამ.
- გახსოვს, ადრე მკითხე ჩვეულებრივი ურთიერთობა გექნება თუ არა იმ პიროვნებასთან, ვინც ასე გიგზავნის, გიგზავნის ამ რომანტიკას და არათქო გითხარი და რატომ მინდა გითხრა, ეს იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ მეც შეყვარებული ვიქნებოდი. ვინც გიგზავნის ყველა ხომ არ გეყვარება?!
- აბა რა.
- და ისიც გითხარი ჩემს გონებაში არანაირად არ ეტევათქო - "ძვირფასო მიყვარხარ, მაგრამ ჩემი ცოლი ვერ იქნები" - გაგიშიფრო?
- არა, ეგ ისედაც “იასნია”, მაგრამ მის და შენს სიტუაციას ნუ აიგივებ.
- არ ვაიგივებ, ვერც გავაიგივებ, მე, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ შვილი არ მყავს...
- მართალი ხარ.
- გული ვერანაირად ვერ გაწევს წინააღმდეგობას, “დაჟე” საერთოდაც ვერ გაწევს ქალი წინააღმდეგობას, მაგრამ ნიკუშ, მეუღლე?! ვერანაირი ლექსი და სიმღერა ვერ შეცვლის იმის მომენტს, რომ მასთან ერთი მთლიანი ხარ, მეუღლის სტატუსს, მე შტამპს არ ვგულისხმობ... მასთან ხომ მოპარულ დროს გაატარებ... და თან ბავშვიც გინდა მისგან, რომელიც ასევე დროდადრო იქნება ოჯახურ გარემოცვაში. საყვარელი ვერასდროს ვერ იამაყებს თავის მეუღლით და ყველაზე მთავარი ისაა, რომ ეს პირადად ჩემთვის ისაა, რომ "მიყვარხარ, მაგრამ ღირსი არ ხარ ჩემი ოჯახის წევრი გერქვას". აი ამაშია ჩემთვის სერიოზული პრობლემა... ოჯახის წევრებს, ნათესავებს არ წარუდგენ და არც ოაჯხის წევრს არ არქმევ, მერე რა რომ ყოველთვის მის გვერდით იქნები, როცა კი არ უნდა დასჭირდე. ყველაფერი ხდება და შეყვარებული ქალი ამას ლაითად შეხედავს და არის ასეთი შემთხვევებიც, ერთი კი, არა რამდენიმე შვილი ჰყავთ ცოლიან კაცთან, მაგრამ ოჯახის წევრად მისი ნათესაობაც კი, არასოდეს ჩასთვლის... მე რომც დავთანხმდე ამ სიტუაციას, ლაღი ვერასოდეს ვერ ვიქნები, თუმცა ბედნიერება ის იქნება, რომ ჩემთვის მისგან შვილი მეყოლება... და ისე კიდევ სხვისგან რეალურად ოჯახის შექმნის შეთავაზების შემთხვევაში, რა მოხდება ამის განსაზღვრა ძააზედ ძნელია, არჩევანი გააკეთო მეუღლის სახელსა და ასეთ სტატუსს შორის. ოფიციალური მეუღლე, რომელიც კაცმა არ იცის როგორი იქნება და სესძლებ თუ არა საერთოდ მის შეყვარებას, თუ საყვარელი ადამიანი, რომლისთვისაც შენ მაინც საიდუმლო ხარ და იქნები... კიდევ ერთი ფაქტორი! ადრე თუ გვიან ოფიციალური ცოლი ხომ გაიგებს ამ კველაფერს, ისე შანსი არაა, თან შენი ირინკა ისეთი გაპიარებული ქალბატონია, თქვენი ამაბვის დამალვა “პრსოტო” აბსურდია, დამალული არაფერი რჩება! შენ თუ ეხლა არ გინდა მსგავსი არევ-დარევა და ტკივილი, ბოლოს ეს მაინც გარდაუვალი იქნება...., - დაასკვნა ელენემ.
- აბა რა, გაიგებს და მგონი ამ შემთხვევაში მას, რაღაც-რაღაცეებზე შეგუებაც მოუწევს!
- ტკვილი მაინც იქნება... ნუ... "ან ეგუები" ან მისივე ინიციატივით დაიშლება სიტუაცია... ასეა? ოკ! ეს ჩვეული კუთხით შევხედეთ სიტუაციას... ეხლა მოდი ცოტა რელიგიურითაც შევხედოთ... შენ ამ გრძნობას ღვთის საჩუქარს უწოდებ, ხომ ასეა? თან ამდენი ხნის ოცნება გისრულდება, ის, ფიზიკურადაც შენი გახდება. მისი გრძნობების მფლობელი, დამერწმუნე ისედაც დიდი ხანია ხარ! როდესაც მას შეხვდი, ეს ღვთის ნება იყო დამეთანხმები ალბათ... მერე რა გააკეთე, "დინებას მიჰყევი"? –არანაირად არა! შენ ხომ შეიტანე შენი წვლილი იმაში, რომ ამ პასუხისთვის მიგეღწია...
- ოოო, ან ვარ ან არა, მაგას ას პროცენტიანს ნუ იტყვი!
- შენია, შენი და შენს საკუთრებას როგორ მოექცევი, ეგ უკვე შენს პიროვნებაზეა დამოკიდებული. დამერწმუნე რომ ის, მართლა შენია და ეს ასეა, რამდენადაც შეიძლება ადამიანი რამეში იყოს დარწმუნებული, ეს ასეა! დინაბას მიყოლა, მე თუ მკიტხავ ზუსტად ეხლა არ შეიძლება... დაბრკოლებები ყოველთვის არის და იქნება, ღმერთი გამოცდებს გვიწყობს და შეიძება, ან დაგავსაჩუქროს, ან გამოჩენილი სისუსტისთვის ორივე დაგვსაჯოს! ღმერთმა ეს საჩუქარი რისთვის გამოგიგზავნა - ცოდვაში რომ იყოთ ორივე? ამბობენ, ღმერთი არასდროს არ გამოგიგზავნის ისეთ განსაცდელს, რასაც ადამიანი ვერ გაუძლებს. ასევეა საჩუქარიც! ის, ამხელა სიყვარულს არ გამოგიგზავნიდა, შენ რომ მისი მიღების ძალა არა გქონდეს! იქნებ და შენი ცხოვრების ყოველდღიურობით, განვლილი პერიოდით,  მიგანიშნებს კიდეც როგორ უნდა მოიქცე, თუმც არანაირად არ გეუბნები, რომ ყველაფერი ეს მარტივია. მართლა ურთულეს სიტუაციაში ხართ ყველა. ამ საჩუქარს ნამდვილად სჭირდება ძალა ყველას მხრიდან. ჩემო ნიკუშ, არ ვიცი, დაელაპარაკე ვინმეს დედას, დეიდას, ვინმეს, რაც მთავარია მას და ნუ მეუბნები ყოველდგიურობით ვცხოვრობო. ძალიან გთხოვ ნუ წელავთ ამ ამბავს, ამის დრო მართლა აღარაა. კაი ბატონო, თუ მოძღვარს არ დაელაპარაკები, სანთლები მაინც დაანთე და ღმერთს დახმარება შესთხოვე, – კვლავ გაუგრძელდა ელენეს.
- დაიცა რა, სად მე და სად ამ საკითხში მოძღვარი. ადრე, რომ გაიგო ჯვარი არ რმქონდა დაწერილი კინაღამ გადაირია, ხომ იცი პირველთან მაქვს ჯვარი დაწერილი. ჯერ ჯვარი უნდა მოიხსნაო, ამას თავის რიტუალი ჰქონია და ეხლა მითხარი, მე აბა მაგის გამკეთებელი ვარ?
- შენ ერთ რამეში დამერწმუნე, ყველაფერი ეს, ასე შენს ცხოვრებაში არ მოტრიალდებოდა, ამაზე ზენა განგება რომ არ იყოს. ორ ოჯახად ცხოვრება ეს, პრობლემის მოგვარების მხოლოდ ნაწილობრივი გზაა და უფრო შენთვისაა გამოსავალი, ვიდრე შენი გარემოცვისთვის - დამიჯერე ასეა. ვიცი, ორი ჯვრისწერა დაუშევბელია, თუმცა ამისაც არ მესმის, შენ ხომ იმ შენს პირველთან ასი წელია აღარა ხარ და არც იქნები.
- აბა რა. თან რომელი რიტუალების შემსრულებელი და ეპისკოპოსთან მიმსვლელი ვარ, დაიცა რა. მე ხომ მაინც ვიცი საკუთარი თავის ამაბავი.
- მე უბრალოდ იმას გთხოვ, შენს სიტუაციას ეკლესიური კუთხითაც შეხედო მეთქი, თუმცა შენი რეაქციებიდან გამომდინარე, ისედაც ყველაფერი გასაგებია. ირინას ადგილზე, სიმართლე გითხრა, კაცისგან ასეთ რომანტიულ შეტევებს, უბრალოდ ემოციურად ვერ გავუძლებდი, შეიძლება გონებას კი გაეწია წინააღმდეგობა, მაგრამ გულს ვერაფერს მოვუხერხებდი. არ ვიცი.... მე, ეხლა უფრო შორს აღარ წავალ, ჩემს შემთხვევაში მსგავსი არაფერია და არც ის ვიცი, რატომ უნდა განმეცადა ის, რაც განვიცადე. უბრალოდ ეს ყველაფერი, ჩემთვის ეს ძალიან სულიერი მხარეა და ტკვილი, მაგრამ მაინც მიყვარს ამას ვერ ვაკონტროლებ... ოკ, ამის გავრცობა ეხლა ნამდვილად აღარაა საწირო. დაგღალე არა ჩემი ფილოსოფიით? – ეტყობა მართლა დაიღალა ჩვენი ელე.
- სიყვარულის ექსპერტი ხომ ხარ და აბა ,ე ხმა როგორ ამოვიღო, როგორ შეგეწინააღმდეგო? – წაეშაყირა ნიკა.
- კაი რა ნიკუშ რააა, – შეიფერასავით ელენემ, თან დაიმორცხვა და გააგრძელა, - ხო, ისე ამ თვეში, მართლაც ერთი, დიდი დიაგნოზი დავსვი და თან ძლიერ უარყოფითი, რის გამოც დიდი ომი გადამხდა, მაგრამ ეხლა ამაზე არ მოგიყვები, მერე, ოკ? პრინციპში არცაა საინტერესო... ეგება და მართლა, სამყაროს ლაითად აღქმა ჯობია, ამდენ ნერვების თხლეშვას ყველა ახალი მამაკაცის გაცნობაზე
- აბა შენ ეგ სად შეგიძლია და სულ რო იძახო მასეაო, სისხლი არ გაგიშვებს, მთის ქალის. ვინმე იყო თუ? – ყოველ შემთხვევაში დაინტერსდა ბიჭი.
- კი, ნუ არ ვიცი, ალბათ მაინც კი, - იყო ყოვლად დაბნეული პასუხი.
-Nუი, აბა მომიყევი და დამგრუზე ერთი, შენს ემოციებში, ხომ იცი შენი გულობიზა ყველაფერს ავიტან, - შეხუმრა პარტნიორი.
- დასაგრუზი არაფერია. ეს, მე მაგიჟებს მგონი ყველა, ვისაც არ ეზარება და ეხლა შენც გული არ აგიჩუყდეს რა, - ნათელი იყო, რომ გოგონას აშკარად თანამოსაუბრის ნუგეში სჭირდებოდა, რაზეც მყის მიიღო თანხმობა.
- შენ ეხლა ბევრს ნუ ატრაქტორებ და მოყევი რა უბედურება დააწიე ჯერ საკუთარ თავს და მერე იმას, ვიცხას.
- არაფერია მოსაყოლი ნიკ, ოჯახმა და სანათესაომ ვიღაც შეარჩია და მოკლედ მირიგებდნენ რა და ბოლოს, ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ ფაქტები დავუდე და ვუთხარი - ეს ყველაფერი გოგოს მხარემ უნდა გაიგოსთქო, მანამ სანამ "ზრუნვას დაიწყებთ ჩემს გათხოვებაზე მეთქი" და იმ ვარაუდით, რომ გადასარევი მამა ჰყავს და შვილიც ასეთი იქნება თქო, ეს თეორია არ ამართლებს ადა შემეშვით მეთქი.
- ვინ გირიგებდა? -  გაჩნდა ცხოველი ინტერესი.
- იმ ქალს არც ვიცნობმ ჩემი ნათესავის დაქალია... მე პირვლად ვნახე, ის, ასე თუ ისე მიცნობდა და მამაჩემიც ჰყავს ნანახი ანუ არც ისე ახლობელია რა... ვიცი, მართლა ვიცი, რომ არავის არ უნდა სპეციალურად გული გამიხეტქოს, მაგრამ რაგაცეებს უფრო მეტად უნდა მიაქციო ყურადღება, სანამ ვინმეზე მსგავს ოვაციებს სემოსძახებ და მე, როგორც ჯიუტს, ისე “გამპრესავ” და ასე შემდეგ... ნუ, შედეგად ბევრი ისეთი ვუთხარი როოომ.....
- მიზეზი რა იყო რო?
- ეს ტიპი უბრალოდ შეუმდგარი ინდივიდია და მეტი არაფერი. ამხელა კაცია და მამა-მამას რომ გაიძახის, აქ ლაპარაკი საერთოდ ზედმეტია. ეხლა შენც არ მითხრა – შე ოხერო, "სჰვილი მაინც არ გინდაპ". ამას, დღემდე, რომ აქვს მამის იმედი აქვს, ჩემს შვილს ვისი იმედიღა უნდა ჰქონდეს? თუ გული ვიხეთქო - ვაიმე მამას არა და ბაბუას დაემსგავსოსთქო.... ან ის ბაბუა, რამდენს წამოიკიდებს და ნუ მოკლედ რა....
- მაიცა, მაიცა, შენ რისი თქმა გინდა, რომ ეს ტიპი მამის კისერზე ცხოვრობს და თავად არაფრის მაქნისია, თუ უბრალოდ უმუშევარი, უბრალოდ ვერ გავიგე რას უწუნებ? – ოყო აშკარა გაკვირვებული კითხვა.
- მამის კისერზეა კი... და მამამისს თავის საქმე აქვს. რაღაც შეკვეთები და შესაბამისად შემოსავლებიც. Aმ კაცმა მიფიცა, რომ ოღონდაც მის შვილს გავყოლოდი და თავად ყველაფრით გვუზრუნველყოფდა და კოველტვის შეიძლება მისი იმედით ყოფნა და, რომ ხუთი სხვა ადამიანი ჰყავს დასაქმებული და თქვენ ვერ მოგხედავთო?! გეკიტხები ეხლა, მერე შვილი? შვილს კი, კომპიუტერთან ჯდომა უხარია და    არის ასე...  ელემენტარულად სახლში კომპიუტერთან ჯდომა ურჩევნია და არც კი აინტერესებს მამა რითი შოულობს ფულს. მამამისს დიდი გეგმები აქვს და ალბათ, საკუთარი ცოდნის წყალობით, განახორცილებეს კიდეც, მაგრამ ერთხელაც არ უხსენებია – მე და ჩემი შვილი, ამას და ამს ვაპირებთო. Gამიგე რა ხდება?! არც შვილს უხსენებია მსგავსი არაფერი, პირიქით აბსოლუტურად სხვა დარგში, სულ სხვა სამსახურს ელოდება. ნუ, ეხლა ეგ არ ვიცი რამდენად შედგება, მაგრამ ლოგიკურადაც, რომ იმსჯელო არც იქ ივარგებს. თავისი სპეცილაობით აპირებს მუსჰაობის დაცყებას ძმაკაცის ფირმაში, მაგრამ თავისი სპეციალობით ცხოვრებაშI არ უმუშავია. პრაქტიკული ცოდნა არ გააჩნია და ხელმძღვანელობას აპირებს, გეკითხები ივარგებს? Aრა, არ ივარგებს!
სადაც ადრე, მამის წყალობით მუშაობდა – “იქ გესტაპოს მეძახდნენო”. Eგ და “გესტაპო” ცოტა რთული წარმოსადგენია, თუმცა ეტყობა მართვის ეშხში შედის ხოლმე, რა ვიცი აბა! ეს რაც გითხარი მტავარია, თუმცა ამ სიტუაციას იმდენი ნიუანსი აქვს რომ..... შენ რას იტყვი ამ ამბავზე?
- ნუ, ეხლა რაც შეეხება მის სამსახურს, გოგო ნეტა ვინმე მარჩენდეს და არ გავკარი ყველანაირ მუშაობას, მაიცა რა. მეორეცმ შენ რა პრეტენზია უნდა გქონდეს მის კვალიფიკაციასთან და გამოცდილებასთან, ან ვინ წაკრა ხელი, აბა როგორ გინდამ ვინმემ კი უნდა წაგკრას ხელი ცხოვრებაში. ვერანაირ ვარიანტში ვერ დაგეთანხმები, ეგ შენი სამსეჯელო არ არის. ამ შემთხვევაში მთავარია, რომ სახლში შემომტანი იყოს. თან იძახი - მთელი დღე “კონპისტან” ზისო და მამის წყლობით სამსახური უნდა დაიწყოსო და ეცი და მის კვალიფიკაციას იხილავ, ყველაფერი ისწავლება ჩემო კარგო, მუცლიდან აბა გამოცდილება არავის დაჰყვება. საკუთარ თავთან სრულ ალოგიკურობასი მოდიხარ. სხვა თუ რაიმე აქვს მანიაკალური, ეგ უკვე არ ვიცი, მაგრამ ამ შემთხვევაში შენ მგონი, უბრალოდ უარის თქმის მიზეზს ეძებ, თორემ მე, შენი საქციელის სხვანაირი ახსნა არ გამაჩნია. მეც ისევე მოურიდებლად გეუბნები ყოველივეს, როგორც შენ ირასთან დაკავშირებით მელაპარაკებოდი! – დაიცვა ნიკამ მამაკაცის პოზოცია.
- არა, სახლში ჯდომას, მამის გვერდით ყოფნა არ უნდა ერჩივნოს? ყველა კველას ეხმარება სამსახურის მხრივ, აბა, ესე ქუჩიდან არავინ არსად არ ხვდება, გეთანხმები, მაგრამ ეგ, იმასაც არ ფიქრობს, რომ არსებული სიტუაცია თავის სასარგებლოდ გამოიყენოს. შენ არ ვერ გამიგე მე რას გეუბნები, ან სამაგიეროს მიხდი. შემომტანი კიდევ დღეს მაგის ოჯახში და არამრტო დღესმ სამოცდათერთმეტი წლის კაცია და ეგ ამას, აბსოლუტურად მშვიდად აღიქვავს. ყველაზე მთავარი, სხვისი არ ვიცი, მაგრამ მე ჩემს მეუღლეს პატივს უნდა ვცემდე და ვიცოდე, რომ პრობლემიდან გამოსავალს იპოვის და რაღაც აბსტრაქტულს არ დაუწყებს ძებნას, თორემ რთული პერიოდებისგან აბა ვინ არის დაზღვეული და მეუღლე, მეუღლსე ასეთ ვითარებაში გვერდში უნდა დაუდგეს თავისთავად. გამიგე ეხლა თუ კიდევ არა? მე მაგის უმოქმედობაზე ვლაპარაკობ, საერთოდ არანაირი ინიციატივა და მოტივაცია არ გააჩნია! მე, მაგის იმედი ვერ მექნება და არანაირად არ მინდა ჩემმა მეუღლემ ის იძახოს: კიდევ კარგი მამა მყავსო... და გმერთმა დიდხანს უცოცხლოს, მაგრამ როდემდის ეყოლება? არც მამაისი არ უნდა მარწმუნებდეს, ეს სამოცდათერთმეტი წლის კაცი, რომ მის იმედად შევქმნათ ოჯახი, აბა მე სად დავიკარგებიო. შაქმე იმაშია, რომ, როგორც კი ამ კაცს რაღაც პრობლემები შეექმნა, მომენტალურად  ამაზეც აისახა და იცი რა ბრძანა?! – “კიდევ კარგი მამას რაგაც ზომები ქონდა მიღებული, თორე მე ხო დედა მეტირებოდაო. გეკიტხები ერთი... კარგიმ და მამამისი რის გაკეთებასაც აპირებს, იმას რა ჩაბარება და გაძღოლა არ სჭირდება?! საერთოდ არ აინტერესებს ეგ საქმე, მარტო ფულს მიითვლის? ვაიმე ეხლა ნუ გამაგიჟე. – ძლივს დაამთავრა საკუთარი პოზციების არგუმენტების გადმოლაგება ელენემ.
- გოგო, შენ ეხლა სიტუაციას ხელოვნურად ართულებ, თუ რას აკეთებ. შენ რა იცი როგორ გაუძგვება მამამისის სამქეს და მეორეც ერთი, ასეთ შემთხვევაში,  ინიციატივას საკუთარ ხელში ქალები იღებენ ხოლმე და აქ არა ხარ მერე! Aსეა, როცა მეუღლეთაგან ან წყვილთაგან, ერთი მხარე მინუსია და შენს შემთხვევაში ასეა, დარწმუნებული ვარ, მშვენივრად შეძლებ ასეთ სიტუაციაზე მორგებას და საქმის გაძღოლას, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ყოველ კონკრეტულ მომენტში, რაც შენს გათხოვებას ეხება, მუდმივად საკუთარ თავთან იწყებ ომს, მაგრამ ბებიაჩემს, რომ ვუყურებ საერთოდ არ მიკვირს შენი ქმედება, ერთნაირად მძიმეები ხართ რა ეს მთის ხალხი რა, გოგო ცოტა დასავლური, გურული გენებიც გააღვიძე, რა მოგივა. რომელი როკშილსი მყევხარ ერთი, ასეთი პრაგმატიზმით, რომ განიხილავ ან განსჯი პიროვნებას. ახლა მე გკიტხავ, როგორც პიროვნება ინდივიდი, მახინჯია? არაკაცურ საქციელებშია შემჩენეული? უზრდელია? და სხვა, გამეცი პასუხი, ოღონდ ეხლა უაზრო პროფესიონალიზმებისა და ყურით მოთრეული მიზეზების გარეშე შენ შემოგევლე. ხომ ხედავ, პირდაპირ გეკითხები და არ გელაქუცები. ჰოდა, ამ კითხვებზე კონკრეტული პასუხი მომეცი! – შეუტია ნიკამ.
- მე ჩემი თავი ვიცი და ვერანაირ ინიციატივას ვერ ავიღებ საკუთარ თავზე! ძალიან ბევრი, ძალიან ბევრ რამეს ერგება და მე ეგ მაგალითად ნამდვილად ვერ გამომადგება. ძალიანაც მინდა სხვანაირი ვიყო, მაგრამ მე ნორმალური ადამიანი მჭირდება გვერდით, ისეთი ვის აზრსაც ვენდობი და ავტორიტეტი იქნება, შემიძლია დავეყრდნო და ზუსტად მეცოდინება, რომ რამე გამოსავალს იპოვის. ასეთები არა მარტო მამაჩემი იყო, თუმცა ფინანსურად ეხლა ეგ ჩვენ საერთოდ არ გვეტყობა, ჩემს გარშემო ბევრნი არიან. შენ მაინც ცოცხალი თავით არ იგებ მე რას ვერ დავაიგნორებ მასში, გეუბნები ტიპი საერთოდ არ წუხს იმაზე, რომ მამამისი კისერზეა და არც ფიქრობს, რომ რამე დამოუკიდებლად შექმნას. კვალიფიკაციასაც იმიტომ ვეხები, რომ მხოლოდ მართვა სურს, სენ მართლა არ გესმის, თუ არ გინდა და არ გესმის? თორემ სუპერპროფის და რაღაცაზე განსაკუთრებულს არ ვეძებ, მითუფრო, რომ თავადაც არ გახლავარ არც ერუდიტი და არც სუპერპროფესიონალი. არანაირი  პრობლემების არ შემესინდება პიროვნებასთან, რომელსაც იმის პასუხიმგებლობის გრძნობა აქვს რომ ოჯახს ქმნის და ვალდებულია მის წინაშე, ისევე როგორც მე! დებილი არ ვარ და ტყემალზე არ ვზივარ, ძალიან კარგად შევიგრძნობ გარე სამყაროს და უმუშევრობის პრობლემა ნებისმიერ წუთს შეიძლება დადგეს. ოჯახურ უღელში, წესით და კარგ შემთხვევაში ორი ებმება და მარტო, ეს ზუსტად ვიცი, ყველაფერს ვერ გავათრევ! გამიგე ეხლა?  დანარჩენი რაც შეეშალა ამაზე მართლა აღარ ვილაპარაკებ; და კიდევ დავამატებ, ძალიან კარგად მაქვს გაცნობიერებული, რომ ისეთი პიროვნებისთვის, როგორიც ჩემთვის მინიმუმ ავტორიტეტი და პატივსაცემი იქნებოდა, მე ვინ სეიძლება ვიყო?! მაგრამ მე არ შემიძლია, არ შემიძლია ნებისმიერ სიტუაციაზე მორგება, არანაირი პრაგმატულობა მაგასი არაა, პრაგმატული გათვლა, რომ მქონჰოდა დამერწმუნე აბსოლუტურად უზრუნველყოფილი ცხოვრება მექნებბოდა და დიდი ხნის გათხოვილი ვიქნებოდი! შეიძლზება ბევრი რამ მითხრა, მაგრამ მაგ საკითხში პრაგმატული გათვლა არასოდეს მქონია. არა, მიზეზზე ნამდვილად არ ვარ, ჩემი სიტუაციიდან გამომდნარე, ჩემზე მეტად ვერავინ ვერ იქნება დაინტერესებული, მამაკაცში რაიმე დადებითი მეპოვა. სიყვარულის დროს, არცერთ ამ კომპონენტს არანაირ ყურადრებას არ აქცევ, მაგრამ აი გარიგება-გაცნობის დროს კი, უკვე ყველაფერს უკვირდები ადამიანი, დამიჯერე ასეა ეს და ვინც მყვარებია, არასდროს არ შემიფასებია ის, არც სოციალური მდგომარეობითა და არც ნაკითხობის ხარისხით. კიდევ ერთხელ გიმეორებ, საერთოდ არაფერ შუაშია ის მუშაობს თუ არა! ტიპი აბსოლუტურად ნეიტრალურია და სახლში ჯდომა ურცჰევნია, ვიდრე მამამისს ამოუდგეს გვერდში და კიდევ ერთი ნიუანსი, პატარა, მაგრამ მაინც. Mოკლედ ყვება რომ მზესუმზირის გამყიდველი შესცოდებია და ლარის ჩუქების სურვილი დაჰბადებია, მაგრამ ვერ მოუხერხებია და რატომ იცი? – “ეგრე ვერ მივცეცი, შეურაცხყოფად არ მიეღოო”, ბოლოს ლარის მზესუმზირა უყიდია. გავაგრზელო? მშობლების მიმართ დამოკიდებულება, შეხუმრებული და მე ეს არ მომწონს. აუ ნიკუშ, რაღაცეები მართლაცდა წვრილმანებია, მაგრამ რა ვქნა, მე ამეებზე ვაკეთებ აქცენტს და... შენ წარმოიდგინე,  არც ერთს, ვინც ეს ამბავი იცის, შენის მსგავსი პოზიცია არცერთს არ გამოუხატავს, შეიძლება იმიტომ, რომ ყველა ქალია... ალბათ უფრო. მე გვერდში დგომა შემიძლია და არნახულად გადავყვები ადამიანს, თუმცა საკუთარ თავზე ინიციატივას ვერ ავიღებ და არანირად, არანაირად არაფერ შუაშია პრაგმატიზმი. თუნდაც ამ შემთხვევაში, როგორც შენ სთქვი, სიტუაციას გამოვიყენებდი... ეგ ტიპი ცემზე ბევრად უარესია! მისი იმედი, საკუთარ მამას არა აქვს და შენ მე რაზე მელაპარაკები, რა პრაგმატიზმზე საუბრობ. ვის, ვის და მე ყველაზე მეტად არ მესწავლება, ხელი როგორ არ უნდა კრა ადამიანს ან რთული სიტუაცია გაითვალისწინო თუ არა, მაგის მეტი რა გაგვივლია. აბსლოლუტურად დარწმუნებული ვარ, ყველაზე ძლიერი რკინის ქალსაც ის სჭირდება გვერდით, ვისგანაც ზრუნვას და ყურადგებას იგრდზნობს, ნუ გამოვა თუ არა, ეს სხვა საქმეა... და არა მარტო ქალს-კაცებს არა?! ხოდა კიდევ... ისეთი ადმიანი რომლის მიმართაც მე პატივისცემა მექნება, თუ მიყვარს ხომ საერთოდ, სულ მახინჯი ან ინვალიდი რომ იყოს ნამდვლიად არ აქვს მნიშვნელობა და ეს მხოლოდ სიტყვები არაა.  გარეგნობა თვლას ახარებს, მაგას რა ჯობია, თორემ ბევრი კი არაფერი ყრია მასში. მე, მართლა შემიზლია ვთქვა, რომ მხოლოდ გარეგნობს გამო მიზიდვის გრდნობაც არ გამჩენია, შეიძლება ეხლა შენთვის გეცინება, მაგრამ ნუუუ რა, ჩემგან არ გაგიკვირდეს.. კი ვთვლი, რომ უზრდელია, ოღონდ ამას თვითონაც ვერ ამჩნევს. უშნო მანერები აქვს და უზრდელობაში "ცუდ სიტყვებს ხმარობსო", მაგას არ ვგულისხმობ! კაცურში კიდევ, სენ რას გულისხმობ არ ვიცი და ჩემის გაგებით იჭრება და თუ კაცურსი მხოლოდ იმას გულისხმობ, ქალები ურცევნია ტუ კაცები, ეგ არ ვიცი, ქალური ქცევები არ ქონია ყოველ შემტხვევასი აქამდის. შენ როგორ გრძნობ თავს, როცა შენი ნდობა, იმედი აქვთ და გეკითხებიან აზრს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ?! მმმაგარია ხო? შენი გარშემომყოფები როგორ გრძნობენ თავს, როდესაც შენს გვერდიტ არიან, დაცულად არა? ჰოდა, ჩემო კარგო არანაირი გამონაკლისი არ ვარ ამ შემთხვევაში და სწორედ ეგ მჭირდება, რომ ჩემი მეუღლით ვიამაყო და არა ბუტაფორია მყავდეს გვერდით, ხოლო ამ წუთას მუშაობს, თუ არა ნაკლებად ყურადღებამისაქცევია, გამიგე ეხლა და კიდევ.....
ის იყო, ელენეს საკთარი ემოციური საუბრის, ახალ საფეხურზე აყვანა სურდა, რომ თანამოსაუბრე პარტნიორმა უხეშად შეაწყვეტინა:
- ავოეეე, გამორთე “სკლიფასოვსკი”, “ტაიმაუტ”, ავოეეე, უკვე დავიბრიდე! ეხლა ბევრი რომ არ გაახურო და აღარაფერი მსგავსი არ გავიგო შენგან, ერთს გეტყვი, “პრავი” არა ხარ დაია, გეიგე და მასე თუ გააგრძელე, ქე იცი რა “ბედნიერი” მომავალიც გელის მარტოობაში და ხმა არ გავიგო ეხლა შენი მაგ თემაზე, მსგავსი ფილოსოფიიით.
- კაი, კაი, ჯანდაბას შენი თავი, ხომ ვიცოდი ისედაც, რომ საუბრის ფინალი ასეთი იქნებოდა, შეგეშვი “ვსიო”, შეგეშვი, შენსკენ რა ხდება ახალი, არ დაურეკავს ან არ შემოგხმიანებია? – ირა იგულისხმა აშკარად ელენემ.
-, შენ ის მითხარი, ეხლა მუზონი, რომ გამოგიგზავნე მიიღე? – თემასთან არა კავშირში მოუჭრა ნიკამ.
-, კი, აბა რა. ეხლა ვერ ვიტყვი, რომ ჩემს ფავორიტებშია, მაგრამ ნამდვილად სასიამოვნო მუსიკაა, ისე შენი გემოვნება ჩემსას ბევრწილად ემთხვევა.
-, მიტო ვართ ფილოსფოსები, - უპასუხა ნიკამ სიცილში.
-, აუუუფ! გგონია მსიამოვნებს?! გაცილებით მირჩევნია სხვაგვარი ვიყო, ადრე რომ ვიყავი ისეთი... თუმცა მე მართლა ყოველთვის განვსხვავდებოდი ჩემი მეგობრებისგან, იმისთანას მოვუხევდი, აზრადაც არ მოსდიოდათ... რავი აბა ხედვა, სხვებისგან ყოველთვის განსხვავებული მქონდა.
-, მე ვაბშე საშინელება დამჩემდა, მაგარი სენტიმენტალური გავხდი, რა მჭირს არ ვიცი, არ ვიცი ნერვების ამბავია თუ რა კიდე, მაგრამ მაგრად ტეხავს.
-, კაცისთვის შეიძლება უჩვეულოა და არ გევასება, მაგრამ მე, ყოველთვის საშინელი სენტიმენტალური ვიყავი. “ბემბის” ვერასდროს ვერ ვუყურებდი და რა ვიცი კიდევ რა ჩამოგითვალო?
-, ნუ, “ბემბი” ეგ გასაგებია, მაგრამ ეხლა ერთ საიდუმლოს გეტყვი, მე ხომ გახსოვს ერთ-ერთ სამხედრო შენაერთში ვიყავი, ეხლა არ მინდა ტელეფონზე გითხრა, ხომ იცი ყველაფერს ისმენენ. ჰოდა, იქ “მოღვაწეობისას” იმდენი რამე მაქვს ნანახი, არც მინდა გავიხსენო, ყველაფერმა ერთად დედა მიტირა, მომსპო ბოლომდე! იცი, ცოლი როგორ მოვიყვანე, საშინელი გალოთებული, გავერანებული ვიყავი, არავინ მყავდა გვერდში, სრული სიმარტოვე, ოღონდ ვინმეს ტკბილი სიტყვა ეთქვა და... ასეთი სამსახური კი, ზუსტად ჩემმა დგევანდელმა მეუღლემ გამიწია, მე მას “ტყვიის ძმას” ვეძახი, ვინაიდან ისეთი ჭაობიდან ამომათრია, საიდანაც თავისით ვერავინ ამოდის. ეხლა მიმიხვდი ალბათ, როგორც ირინკას, ისევე ჩემს “ტყვიის ძმას” ვერ ვუღალატებ. ეს ჩემს პრინციპებს, ცხოვრების ძირეულ წესებს ეწინააგმდეგება, ამიტომ ვიხლიჩები ასე. მე, ღალატს სხვას არ ვპატიობ და საკუთარ თავს საერთოდ არ ვაპატიებ და შეიძლება საერთოდ ტყვია ვიკრა შუბლში, ასეთი რამეები კი, საკმაოდ მომეპოვება. ამ ზღვარზე არაერთხელ ვკოფილვარ და.... აი, ამის თქმა არ მინდოდა შენთვის და მაინც მომიწია, ნუ სადაც ამდენი იცი, ეს აღსარებაც მოისმინე რა.
-, ოკ, ნიკ, ოკ, ოკ, ძალიან რთულ სიტუაციაში ხარ, არ ვიცი უბრალოდ როგორ დაგეხმარო, სამივესთვის ძალზედ ძნელია!
-, არა, აქ სამივე არაფერ შუაშია, აქ ჩემს პრინციპებზე მიწევს გადაბიჯება და ამას ვჩივი, ჩვენში ეს, ძალიან მკაცრად მოითხოვება და ისე მაქვს გამჯდარი, რომ ეს ასე იოლი არ არის! და რავი აბა, ალბათ ვერც დავარღვევ!
-, შეძლებისდაგვარად ვიცი, პრინციპი არაა დარღვეული, თუ შენს თავთან მართალი ხარ, მე მგონი ასეა?! და ვერავინ ვერ გაგასამართლებს იმისთვის, რაც ხდება თუ მოხდება.
-, არა, ეგრე არ არის, მასე შეიძლება მტერს ჩაბარდე, ყველაფერი დაფქვა, საკუთარი ძმაკაცები ჩაახოცინო და შემდეგ თავი იმართლო, აბა “პლოცკოთი” ფრჩხილებს მაძრობდნენ და ვერ გავუძლებდიო!
-, ვერა, ვერ დაგეთანხმები. ეს მე, ძალიან განსაკუთრებულ შემთხვევასთან კავშირში ვთქვი.
-, ხო ხედავ, სულ სხვა ხედვა მაქვს ამ საკითხთან, ასე მხოლოდ კაცები აზროვნებენ და მაგრად მიჭირს რა, ასე იოლი არ არის ეს ყველაფერი!
-, კი, კიიი, მესმის, ვაიმე რა ცუდ დღეში ხარ, - გულით შეიცხადა ელემ.
-, კარგია ასე რომ გესმის ჩემი, თუმცა ჩემი პოზიციები, შეიძლება ცოტა ძნელი გასაგები იყოს!
-, არა არა, უბრალოდ თემაა ძალზედ ძნელი და მძიმე. შენ ვერ წარმოიდგენ რამდენად ემოციურად ვუდგები შენს სიტუაციას, შეიძლება იმიტომაც არ დაგზოგე და ჩემი პოზიციიდან გამოდინარე გითხარი რაც გითხარი... და ისიც იმიტომ გითხარი, ქალი - შეყვარებული ქალი, ამხელა პრესს ალბათ ვერც გაუძლებს და ვთქვათ ასე, პრინციპებთან იმდენად არა, რამდენადაც საკუთარს თავთან დისონანსსი წავა, ნუ ალბათობა დიდია. ყოველ შემთხვევაში აწი ყველა სვლა შენი გასაკეთებელია.
-, იასნია უმფროსო, - იყო პასუხი.
-, მოკლედ ყველაფერი შენი გადსააწყვეტია და მოდი უკეთესი იქნება, თუ ცოტა ხანს კიდევ დაველოდებით მოვლენებს, ქალური ინტუიცია მკარნახობს, რომ კიდევ რაღაც მნიშვნელოვანი უნდა მოხდეს! დაველოდოთ! Kაი, აბა წავედი მე, საქმეები მაქვს ეხლა და ხვალე ამავე დროს შემოგირეკავ, ჩაო! – უთხრა სიცილში დაემშვიდობა ელე, ნიკას.
-, აბა შენ იცი ჩემო კარგო, მშვიდობით იყავი, ღმერთი შენსკენ, - უპასუხა თანამოსაუბრემ და ტელეფონი გაითიშა.
მეც, პარალელურად ყურმილი ჩუმად დავდე და ეხლა კიდევ ერთი საინტერესო  დღის მოლოდინში, რაღაც საქმეებით დავკავდი. ამ დღემ, ჩემთვის ჩვეულ რითმში ჩაიარა, რაღაც პატარა საქმეები მოვაკვარახჭინე, საღამოთი რაღაც უაზრო კიონებს ვუყურე, ჩვეულებისამებრ ღამის სამ საათზე დავიძინე და მეორე დღეს, ასე თორმეტი საათისთვის გამეღვიძა. უცებ, ჩემთვის უცნობი თანამოსაუბრების შეპირებული ზარი გამახსენდა და ტელეფონს გიჟივით ვეცი. ბეწვზე მივუსწარი, ყურმილში ვიღაცის ზუმერი ისმოდა. რამოდენიმე წამში წამში მანდილოსნის ნაცნობი ხმა შევიცანი, ეს ელენე იყო.
-, ნიკუშ, “პრივეტები”, აბა მომიყევი დღევანდელი ამბები, როგორ ხარ, რა სიახლეებია შენსკენა.
-, ვაა, ელენიკო, როგორ ხარ, მე არამიშავს; ეხლა ერთი ახალი ამბავი, რომ არ გითხრა აბა რა გამაჩერებს, გითხა?
-, ვაიმეეეე, ჭკუიდან გამოვალ ეხლა, შევიშლები რომ არ გავიგო, დროზე მითხარი თორემ შევწუხდი, ირინკამ დაგირეკა? ვაიმე, მომკლავ შენ მე რაა!
-, გოგო, ორი დღეა ირა საერთოდ დამეკარგა, ეგრევე მოვწვი რომ კატა-თაგვობანას მეთამაშებოდა. მივწერე, ვიღაცამ პაროლი გამიტეხა და ყველას რაღაც უზრდელობები დაუგზავნეს და შენთანაც ხომ არ მოსულა მეთქი, პასუხმა არ დააყოვნა, წამში მოვიდა, არა, კიდევ კარგი არ შსემოსულაო და შენი აზრით ვინ  მომწერა?
-, ირამ არა? მობილზე მიწერე? ნუ დამტანჯე ბიჭო!O
-, მისმა ბიჭმა და დამიწყო ბაზარი. დედამისი კი, აშკარად გვერდში ეჯდა, ისეთ რამეებში დაიწვა, რომ რა ვიცი და ვუთხარი, ნამდვილ ირინას მოკითხვა გადაეცი მეთქი, რასაც “სმაილიკების” გამოგზავნა მოჰყვა, დიდის ამბით დამიმეგობრა და ასე შემდეგ, ვისაუბრეთ ლოთობაზე, ლუდზე და ზოგად მცნებებზე, შენობით ვიბაზრეთ, ძალიან თავისუფლად. ეხლა შენი ჯერია ქსპერტ, რას იტყვი?
-, აუუუ, გეფიცები ასეც ვიცოდი, შენ ისეთი შესავალი გაუკეთე, რომ სხვა შოკი არც შეიძლებოდა ყოპილიყო. მოსალოცია ნამდვილად, ეს ბევრ რამეს ხდის ფარდას. გილოცავ, მეტი რა შემიძლია გითხრა.
-, ეგ, მგონი ბოლომდე მწვანის ანთებას უნდა ნიშნავდეს არა?! თუ არა და, ე.ი. ამ ცხოვრების აღარაფერი მცოდნია!
-, გეთანხმები, ვაიმე შევიშალე, - ისე ემოციურად გამოხატა ელენემ, თითქოს ეს ყველაფერი მას გადახდენოდა.
-, შენა, გახსოვს ამას წინათ ვბაზრობდით და მითხარი, შვილს რა უნდა უთხრას სენზე ვინ არის, მოითმინე და აუცილებლად გაგაცნობსო, ეს ნიშნავს რომ ექსპერტი ხარ ან ქალური ინტუიცია მუშაობს შენში!
-, კარგი რაა ნიკუშ რა, არანაირი ეხპერტი არ ვარ, მართლა მიხარია თუ ყველაპერი გვარდება და არანირად არ ვბრაზობდი, არა! მე, ემოციურად გელაპარაკე, მაგრამ არ გავბრაზებულვარ. რაშია იცი საქმე, როდესაც საქმე უკვე ამ დონეზეა მისული და  მითუფრო ასეთი ემოციები მაქვს, შვილს აუცილებლად ვეტყოდი, დასამალი არაფერია, დროს და ვითარებას უნდა უბრალოდ შერჩევა.
-, რა ვუთხარი იცი კიდე?, - შეაქყვეტინა ნიკამ თანამოსაუბრეს, - დედაშენი არაფერს მეუბნება და შენ მაინც მითხარი როგორ არის მეთქი, ნუ ღელავ ყველაფერი კარგად არისო, ხვალე უნდა გამოფრენილიყო და კვირის ბოლოს ჩამოფრინდებაო. ხო, მე ვუთხარი გაუტკბა შუაგულ ევროპასი გრიალი მეთქი? კიო, მოკვდა სიცილით და თან ეხლა დათბა და სულ აღარ უნდა მაინთ წამოსვლაო. აპრილში მინდა ჩამოსვლა და მერე უკეთესად გავიცნოთ ერთმანეთიო, თან თურმე ლუდთან და ქეიფთან ერთნაირი დამოკიდებულებები გვქონია. თან ერტი ფაქტიც, ზოგ ტექსტს, აშკარად ირინკას ხელწერა ეტყობოდა, მის სტილს ვინ რას მასწავლის! – ერთი ამოსუნთქვით მიაყარა ნიკამ.
-, ვაიმეეეე, რა კარგია, რომ ჩამოვა, ირინკას ხომ გამაცნობ? – იკითხა ელემ.
-, აბა რას ვიზავ, თან პირველად შენ გაგაცნ....
და უცებ საუბარი გაითიშა, ავწრიალდი, როგორ, ფინალი არ უნდა გამეგო?! თუმცა რაღა ფინალი, ეს ხომ ისედაც უკვე ფინალი და რაღაც ახალის დასაწყისი იყო, ახლის, ლამაზის, იდუმალის, რომელიც დღემდე სამყაროს ვერ ამოუხსნია და ეს იდუმალი თავად მისი უდიდებილესობა სიყვარულია, რომელიც იმდენ სიგიჟეებს გვაკეთებინებს ხოლმე... ისე, როცა გიყვარს, სიგიჟეებიც კი უნდა აკეთო კაცმა, აბა ისე როგორ გინდა?
ხალხნო სიყვარულს და საყვარელ ადამიანებს გავუფრთხილდეთ, სიყვარულთან ერთად ხელჩაჭიდებულმა ვიაროთ და მისთვის ბრძოლაში წასვლის არ შეგვშინებოდეს.
შეყვარებული ადამიანი ყოველთვის ლამაზია და, რაც უფრო მშვენიერია, მით უფრო კეთილია, ე.ი. ბევრი ლამაზი საქმის გამკეთებელია. მაშ მოდით, სიყვარულს, სიკეთეს და სილამაზეს გაუმარჯოს ჩემო კარგებო.
სიყვარულის იმედი არასდროს დაგეკარგოთ, იმედი ბოლოს კვდება!
ნიკას და ირას კი, ბედნიერ და ლამაზ სიყვარულს ვუსურვებ, იმედია ამ პატარა მოთხრობას ისინიც წაიკითხავენ! 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები