 | ავტორი: ტენდი ჟანრი: პროზა 21 იანვარი, 2012 |
...
სახლისკენ მიმავალმა ტროტუარზე დაგდებული მუყაოს ყუთი დაინახა. ახლოს მივიდა, შიგ ჩაიხედა და რაც ძალი და ღონე ჰქონდა ფეხი ამოარტყა. „ასეა, ზოგიერთი ხულიგანი სპეციალურად დააგდებს ყუთს და ჩადებს ქვას. დადგება შენობის კუთხეს ამოფარებული და უყურებს ჩემნაირი სოლიდური კაცი როგორ ამოარტყამს ფეხს და მიიმტვრევს ფეხის თითებს. შენ თუ ბრიყვი ხარ და შიგ არ ჩაიხედე, ქვა დევს თუ არა, ივლი მერე კოჭლობითა და დაჟეჟილი ფეხის თითებით ერთი კვირა. დაკვირვებულმა კაცმა ჯერ შიგ უნდა ნახო რა არის ...“ თავის „გრადუსიან“ ფილოსოფიაზე თვითონვე გაეცინა. ფრიად კარგ ხასიათზე გახლდათ. წაიღიღინა კიდეც.
...
სარეცხი სახამებელში გაავლო (უყვარდა სახამებლიანი თეთრეული). ცუდი განწყობა ჰქონდა. დილით ქმართან წაკინკლავდა. მთელი დღე ხან სახეცხი რეცხა, ხან უაზროდ ალაგა ათასჯერ დალაგებული სახლი. ხასიათი მაინც ვერ გამოიკეთა. ახლა სარეცხის გაფენა ფინალური სამუშაო იყო. მერე რა უნდა ეკეთებინა, არ იცოდა. „ყოველთვის ვიღაც ჰყავდა, მაგრამ ასე გადარეული არასოდეს ყოფილა. სახლში შემოსვლა აღარ უნდა... სამოცი წლის ხდება და მაგის დასერიოზულებას საშველი მაინც არ დაადრა. ... თუმცა, როცა ხატვა უნდა და ვერ ხატავს, მაშინაც ასეა, ყველაფერზე ძაღლივით იღრინება... რაც უნდა, ის ქნას !...“
... კარი ისე გააღო და ისე შევიდა სახლში, ისე გავიდა საძინებელში და დაწვა, ცოლისთვის ერთი სიტყვაც არ უთქვამს. ან რა უნდა ეთქვა ?! დიდი საქმე, გვიან მოვიდა. ცოტა ხანს იწრიალა ლოგინში და კედლისკენ გადაბრუნდა. არ ეძინებოდა. „აუჰ, ნეტავ ახლა არ გამომელაპარაკებოდეს !“ ცოლს არხ უფიქრია გამოლაპარაკება, სარეცხს ფენდა. მხოლოდ ის თქვა, „ „გევახშმა მაინცო.“ „ეშმაკობს !“ გაიფიქრა ქმარმა „ვითომც არაფერი.. ახლა არაფერს ამბობს, თორემ მერე ამოხეთქავს ყველაფერს ერთად . ... ნეტაი შენ !... „ დაიმშვიდა თავი. ეღიმებოდა.
ცდილობდა დაეძინა. ცოლი დიდხანს საქმიანობდა, „ალბათ, აუთოვებს... რითი არ მობეზრდა !... სულ რეცხავს, სულ აუთოვებს... სულ ალაგებს !... ალაგებს!... ალაგებს!... რა აქვს ამდენი დასალაგებელი?!... სარდაფიც კი დალაგებულია !... მუდმივად!......აღარ თენდება ეს დალოცვილი! „ მერე, ეტყობა, ცოლსაც მობეზრდა საქმის კეთება, საძინებელში შევიდა და ისიც დაწვა. ქმარი ლოგინში გაშეშდა. „ერთი ზედმეტი მოძრაობა და მიხვდება რომ არ მძინავს... მერე ყველაფერს მიხვდება!“ ცოლს მაშინვე ჩაეძინა. მძინარე ცოლს გადახედა. „ არ სძინავს... თავს იმძინარებს... „ სუნთქვაც კი შეანელა. თანდათან თვითონაც მიიძინა.
დილით რომ გაიღვიძა, ცოლი უკვე ფეხზე იყო ამდგარი . „ახლა ყველაფერი უფრო ადვილია, მკითხოს, რაც უნდა !...“ მაგრამ ცოლი არც რაიმეს კითხვას აპირებდა და არც გამოლაპარაკებას. _ მიდიხარ დღეს დედაშენთან? _ რა ჩემი წასვლით დაიწყე დილა. ისაუზმე ჯერ _ უპასუხა ცოლმა და მტვერსასრუტი ჩართო. „აუუჰ, დაიწყო!“ გაიფიქრა ქმარმა და მაგიდაზე გაწყობილ საუზმისაკენ არც გაუხედავს, კორიდორში გავიდა და ფეხსაცმელი ჩაიცვა. _ სად მიდიხარ ამ დილაადრიან>! _ ხომ იცი, ვერ ვიტან მტვერსასრუტის ხმას ! _ თქვა გაბრაზებულმა _ მოგინდებახოლმე.. ადამიანს ადამიანურად საუზმობას არ დააცდი ! _ ნუ გეშინია, მივდივარ დედაჩემთან. დამშვიდდი და ისაუზმე _ მტვერსასრუტი გამორთო. _ სახელოსნოში უნდა წავიდე, სამუშაო მაქვს. არ შემაწუხო. _ უთხრა და კარი გაიხურა. _ სულ გაველურდა ! _ ჩაილაპარაკა ცოლმა.
„სად წავიდე ახლა?... ჩაი მაინც დამელია, დრო გავიდოდა...“ ტროტუარს გაუყვა. ნაცნობი შეხვდა. დიდხანს ილაპარაკეს. მერე იმ ნაცნობს გაახსენდა, რომ ბაზარში იყო წასასვლელი. თვითონაც გაჰყვა „საღამომდე მანც დიდი დროა“ ბაზრიდან ისევ სახლში დაბრუნდა. ცოლს გაუკვირდა: _ აკი სახელოსნოში მიდიოდი?! გეთქვა მაინც, ბაზარში დაგაბარებდი რამეს. ისაუზმეს. _ წავედი ახლა და ნუ შემაწუხებ.
სახლიდან რომ გამოვიდა, მოიფიქრა მეგობართან შეევლო. ის მეგობარი არ დახვდა. ქუჩიდან ცოლს დაურეკა, „რას აკეთებო“ ჰკითხა. მერე ქალაქში იხეტიალა და მოლოს სახელოსნოში წავიდა.
სახელოსნოდან რამოდენიმეჯერ დარეკა სახლში, ხან რა მოიმიზეზა და ხან რა. სინამდვილეში, აინტერესებდა ცოლი ისევ სახლში იყო, თუ არა. მერე, რაკი დარწმუნდა, რომ ცოლი უკვე სახლში აღარ იყო, სიდედრთან დარეკა, ისევ რაღაც მოიმიზეზა და რაკი დარწმუნდა, ცოლი უკვე იქ იყო, დამშვიდდა. „ესე იგი, სახელოსნოში აღარ შემოივლის“ ხელები მოიფშვნიტა და ტელეფონის ნომერი აკრიბა. _ გისმენთ !
...
დღეს მხატვართან ვარ მიწვეული სახელოსნოში _ წაეტრაბახა მერის_ შეყვარებულია ჩემზე... „რაკი გშურს, არ მოგაკლებ მაგ სიამოვნებას ! ...“ სილამაზის წინაშე უძლური ვარო. შეიძლება პორტრეტის დახატვაზედაც დავთანხმდე. _ კარგი მხატვარია? _ ამბობენ დიდი მხატვარიაო. _ ეგენი ცოტა უცნაური ხალხია. _ რა მნიშვნელობა აქვს ?! რაც მთავარია, აღტაცებულია ჩემით. _ შენ? _ შენ წარმოიდგინე, მეც მომწონს. _ რამდენი წლისაა? _სამოცის. _ რაა?! _ ნეტავ განახა, როგორ გამოიყურება, ორმოცზე მეტის არ გეგონება. თან როგორი ხალისიანია. რაც მთავარია, ავანგარდისტია და საგნობრივი ხელოვნების დიდოსტატი, შესანიშნავი პორტრეტისტი. ასე ამბობენ. _ ეგ რას ნიშნავს, საგნობრივი ხელოვნება? _ არ ვიცი.
... რაკი შეთანხმდნენ , ყმაწვილური სიმკვირცხლით დატრიალდა. მაცივრიდან წითელი ღვინო გამოიღო ხილი ძველებურ სპილენძის სახილეში ჩააწყო. ღვინოც და ხილიც დაბალ, მრგვალ მაგიდაზე დადგა. „სად ჯობია ჭიქების დადგმა?“ სავარძლები მაგიდასთან მოსწია. „ ღვინის ბოთლი ცოტა აქეთ, სახილე ასე ! ... ყურძენი სახილედან ცოტა გადმოვკიდოთ... აი, ასე ! ფერისთვის რქაწითელი სჯობდა, მაგრამ ამასაც არა უშავს ! მთლად ისეთი არ არის, მაგრამ !... ატამი კიდევ დავამატოთ... ... შავი ლეღვი გავანაწილოთ სახილეზე... კომ-პო-ზი-ცი-ი-სათ-ვის ! „ შორიდან შეხედა. „ აქ აი ეს დიდი წითელი ვაშლი დავდოთ... კომპოზიციურად სწორეა... ბოთლი არ მომწონს, მინის გრაფინი ჯობია... ამის შეცვლაზე ადვილი რა არის?!“ ღვინო ბოთლიდან გრაფინში გადაასხა. _ ესეც ასეეე !!! დიდხანს უყურა შორიდან. „დასახატად რომ დამეწყო სპეციალურად, შეიძლება ასეთი არც გამოსულიყო .
გულდაწყვეტილი უყურებდა მაგიდას. „ რა ხანია, არაფერი დამიხატია... „ რატომრაც ახლა გაახსენდა, ერთხელ, ზამთარში სახელოსნოში გაათენა ღამე და დილით რომ გაიღვიძა, ფანჯარა ისე იყო მოჭირხლული და ისე ათასფრად ბრჭყვიალებდა ჭირხლი მზის სხივებზე, უცბად ჩაიცვა და ტილოზე დააპირა გადატანა. არაფერი გამოუვიდა. ნახატზე ნაცარწაყრილი თოვლი უფრო იყო, ვიდრე ჭირხლი. იმის შემდეგ ბევრი წელი იყო გასული. ბევრჯერ ეცადა იმ ჭირხლის დახატვა. მაინც ვერ დახატა, არა და ისე ისე ხედავდა გონებით, როგორც მაშინ, პირველად რომ დაინახა. თითქოს ვიღაცამ იმ ფანჯარას ფოტო გადაუღო და ტვინში ჩაუმონტაჟა საშვილიშვილოდ და სულს უმძიმებდა. ამის გახსენებაზე გულთან ტკივილი იგრძნო. „რა ხანია, ჩანახატიც კი არ გამიკეთებია, ხატვას ვინ ჩივის!“ ... უცბად, კეფასთან თითქოს გატკაცუნდა რაღაც, ჩაირთო. როგორც ამომრთელი, როცა გინდათ, რომ შუქი აანთოთ. ხმაც კი ჰქონდა ამ „ჩართვას“, წკაპ !.. იცოდა ეს „წკაპ“ რასაც ნიშნავდა. ამის შემდეგ გარემო ერთი მთლიანი მასა ხდებოდა, უფერული და უინტერესო და მხოლოდ იმას გრძნობდა და ხედავდა, რასაც ხატავდა. ისევ მაგიდას უყურებდა თვალმოუშორებლად. „კომპოზიციურად უნაკლოა. ფერში ჯდება... ... ვიდრე მოვა... იაქნებ ნახატის აგება მოვასწრო!...“ ქვეჩარჩოზე გადაჭიმული ტილო მოლბერტზე დაამაგრა. „... რას მოვასწრებ!.. არა და რა ნატურმორტია!... მოვასწრებ!... მოვასწრებ!... „ კაკუნზე უსიამოვნო გრძნობამ შინაგანად ხელთათმანივით გადმოატრიალა... „ უჰ ! მოვიდა !.. ... გავაღო, თუ არ გავაღო? .. გავაღო. თუ არ გავაღო?... „ თავი დაიმორჩილა. „უხერხულია, დავპატიჟე!.. ტან პირველად მოდის ! „ ადგა. ხელების თრთოლვით გააღო კარი. ყოველთვის უკანკალებდა ხელები, როცა ხატვას აწყვეტინებდნენ. „რა ლამაზია ეს ღმერთგამწყრალი ! „ გაიფიქრა, როცა ღია კარში მდგარი ქალი დაინახა, მაგრამ ისეთი აღტაცებული აღარ იყო. ქალს წელზე ხელი შემოხვია და ოთახში შეიყვანა. _ ოოო, შენ აქ ყველაფერი მოგისწრია _ ღიმილით თქვა ქალმა და მაგიდას გადახდა. _ ვცდილობ _ თქვა კაცმა ღიმილით, მაგრამ შინაგან დისკომფორტს მაინც ვერაფერს უხერხებდა. ქალმა ზერელედ მოათვალიერა სახელოსნო. კედელზე ნახატები ეკიდა. ერთ კედელზე შინდისფერი დრაპირება ჭერიდან ეშვებოდა, ეფინებოდა ტახტს, რომელზედაც ასევე შინდისფერი ხავერდის ნაქარგი ყურთბალიშები ელაგა და ნაფენებად ეყარა იატაკზე დაფენილ ძველებურ ხალიჩაზე. ტახტთან შირმა იდგა. ქალმა ყველაფერი ეს თვალის ერთი მოვლებით შეამჩნია.
...
იმის შემდეგ, qმარი რომ სახელოსნოში წავიდა, არ გაჩერებულა. რა არ აკეთა! აღმოაჩინა, რომ თაროებზე მტვერი იყო წიგნების უკან.... კომოდში ისე არ იყო თეთრეული ჩაწყობილი, როგორც საჭიროა... მოეჩვენა, რომ აბაზანაში კაფელი სათანადოდ არ იყო გაწმენდილი... რამდენჯერაც ქმარი დარეკავდა, იმდენჯერ ტკივილი თავიდან ფეხებამდე უვლიდა. ბოლოს უკვე დედასთანაც რომ დაურეკა, „მამოწმებს. აინტერესებს სახელოსნოში გავივლი თუ არა...“ , დაასკვნა და ეცადა ტკივილი აღარ ეგრძნო. „რაც უნდა ის ქნას!.. ვითომ ვერ ვხვდები!...ხატვა მაინც დაიწყოს, მერე დაწყნარდება... რა ხანია, ხატვა უნდა და ვერ ხატავს...“ მაგრამ დედასთან დიდხანს მაინც ვეღარ გაჩერდა. დედა ეხვეწა კიდევ დარჩიო, მაგრამ აღარ დარჩა. ვერ ისვენებდა და ერთ ადგილზე ყოფნა არ შეეძლო.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
39. მომეწონა. მრავალმხრივი ხედვა. გასაგებად თხრობა. ბევრისთვის ნაცნობი და ახლობელი დეტალები. კარგია. მომეწონა. მრავალმხრივი ხედვა. გასაგებად თხრობა. ბევრისთვის ნაცნობი და ახლობელი დეტალები. კარგია.
38. აზგო, ღმერთმა ქნას !!! :) :)
მედეა, დიდი მადლობა. :) :) აზგო, ღმერთმა ქნას !!! :) :)
მედეა, დიდი მადლობა. :) :)
37. დაწეროს ვინმემ "დათა თუთაშხია" ან "ჰარი პოტერი" და ნახავს თუ არ გიყიდება. შედარებამ გამანადგურა..
არ ეხება გვერდის ავტორს,უამბიციო ქალბატონს..... გკიტხულობ ჩუმად,ჩემთვის.:)
დაწეროს ვინმემ "დათა თუთაშხია" ან "ჰარი პოტერი" და ნახავს თუ არ გიყიდება. შედარებამ გამანადგურა..
არ ეხება გვერდის ავტორს,უამბიციო ქალბატონს..... გკიტხულობ ჩუმად,ჩემთვის.:)
36. ტენდი, გადავწყვიტე აქ მეპასუხა ორი მიზეზის გამო: ჯერ ერთი, არფერ პირადულზე ჩვენ არ ვსაუბრობთ და მეორეც - არ მომწონს იქ წერა, იმიტომ რომ მხოლოდ ერთი სტრიქონი ჩანს. რაც შეეხება შენს შეკითხვებს. პირველი - საქრთველოში წიგნი ისევე გაიყიდება, როგორც დანარჩენ მსოფლიოში. დაწეროს ვინმემ "დათა თუთაშხია" ან "ჰარი პოტერი" და ნახავს თუ არ გიყიდება. მეორე. "მწერალთა სახელოსნოს" სინამდვილეში არავისი მწერლად გადაქცევა არ შეუძლია. ეს სემინარი უბრალოდ აჩვენებს ავტორს მის შეცდომებს. ხოლო შემდეგ, თუ ავტორს გააჩნია ტალანტი, ის შეძლებს მათ გამოსწორებას სათანადო მხატვრულ დონეზე. თუ არა და ესე იგი არა. ანუ, როგორც ნათქვამია: "მარტო წვრთნა რას გიშველის, თუ ბუნებამ არ გიშველა?" ხოლო იმათ, ვისაც ბუნებამ "უშველა" მაგრამ ლიტ. განათლება არ ქონდათ, დაახლოებით ამნაირი კურსების დახმარებით დიდ წარმატებებს მიაღწიეს. არის მაგალითები. ტენდი, გადავწყვიტე აქ მეპასუხა ორი მიზეზის გამო: ჯერ ერთი, არფერ პირადულზე ჩვენ არ ვსაუბრობთ და მეორეც - არ მომწონს იქ წერა, იმიტომ რომ მხოლოდ ერთი სტრიქონი ჩანს. რაც შეეხება შენს შეკითხვებს. პირველი - საქრთველოში წიგნი ისევე გაიყიდება, როგორც დანარჩენ მსოფლიოში. დაწეროს ვინმემ "დათა თუთაშხია" ან "ჰარი პოტერი" და ნახავს თუ არ გიყიდება. მეორე. "მწერალთა სახელოსნოს" სინამდვილეში არავისი მწერლად გადაქცევა არ შეუძლია. ეს სემინარი უბრალოდ აჩვენებს ავტორს მის შეცდომებს. ხოლო შემდეგ, თუ ავტორს გააჩნია ტალანტი, ის შეძლებს მათ გამოსწორებას სათანადო მხატვრულ დონეზე. თუ არა და ესე იგი არა. ანუ, როგორც ნათქვამია: "მარტო წვრთნა რას გიშველის, თუ ბუნებამ არ გიშველა?" ხოლო იმათ, ვისაც ბუნებამ "უშველა" მაგრამ ლიტ. განათლება არ ქონდათ, დაახლოებით ამნაირი კურსების დახმარებით დიდ წარმატებებს მიაღწიეს. არის მაგალითები.
35. ტენდი, გადავწყვიტე აქ მეპასუხა ორი მიზეზის გამო: ჯერ ერთი, არფერ პირადულზე ჩვენ არ ვსაუბრობთ და მეორეც - არ მომწონს იქ წერა, იმიტომ რომ მხოლოდ ერთი სტრიქონი ჩანს. რაც შეეხება შენს შეკითხვებს. პირველი - საქრთველოში წიგნი ისევე გაიყიდება, როგორც დანარჩენ მსოფლიოში. დაწეროს ვინმემ "დათა თუთაშხია" ან "ჰარი პოტერი" და ნახავს თუ არ გიყიდება. მეორე. "მწერალთა სახელოსნოს" სინამდვილეში არავისი მწერლად გადაქცევა არ შეუძლია. ეს სემინარი უბრალოდ აჩვენებს ავტორს მის შეცდომებს. ხოლო შემდეგ, თუ ავტორს გააჩნია ტალანტი, ის შეძლებს მათ გამოსწორებას სათანადო მხატვრულ დონეზე. თუ არა და ესე იგი არა. ანუ, როგორც ნათქვამია: "მარტო წვრთნა რას გიშველის, თუ ბუნებამ არ გიშველა?" მაგრამ იმათ, ვისაც ბუნებამ "უშველა" მაგრამ ლიტ. განათლება არ ქონდათ, დაახლოებით ამნაირი კურსების დახმარებით დიდ წარმატებებს მიაღწიეს. არის მაგალითები. ტენდი, გადავწყვიტე აქ მეპასუხა ორი მიზეზის გამო: ჯერ ერთი, არფერ პირადულზე ჩვენ არ ვსაუბრობთ და მეორეც - არ მომწონს იქ წერა, იმიტომ რომ მხოლოდ ერთი სტრიქონი ჩანს. რაც შეეხება შენს შეკითხვებს. პირველი - საქრთველოში წიგნი ისევე გაიყიდება, როგორც დანარჩენ მსოფლიოში. დაწეროს ვინმემ "დათა თუთაშხია" ან "ჰარი პოტერი" და ნახავს თუ არ გიყიდება. მეორე. "მწერალთა სახელოსნოს" სინამდვილეში არავისი მწერლად გადაქცევა არ შეუძლია. ეს სემინარი უბრალოდ აჩვენებს ავტორს მის შეცდომებს. ხოლო შემდეგ, თუ ავტორს გააჩნია ტალანტი, ის შეძლებს მათ გამოსწორებას სათანადო მხატვრულ დონეზე. თუ არა და ესე იგი არა. ანუ, როგორც ნათქვამია: "მარტო წვრთნა რას გიშველის, თუ ბუნებამ არ გიშველა?" მაგრამ იმათ, ვისაც ბუნებამ "უშველა" მაგრამ ლიტ. განათლება არ ქონდათ, დაახლოებით ამნაირი კურსების დახმარებით დიდ წარმატებებს მიაღწიეს. არის მაგალითები.
34. დიიიდი მადლობა ყველას. :) ლალი, მეც ვფიქრობ, რომ ტექსტი გაწელილია, შევასწორებ, :) რაღაცეები მეც მივხვდი იმის შემდეგ, რაც დავბეჭდე და მაგ მხატვარივით "შორიდან" შევხედე. დიიიდი მადლობა ყველას. :) ლალი, მეც ვფიქრობ, რომ ტექსტი გაწელილია, შევასწორებ, :) რაღაცეები მეც მივხვდი იმის შემდეგ, რაც დავბეჭდე და მაგ მხატვარივით "შორიდან" შევხედე.
33. პლიუსები საინტერესოა და მაკითხებს თავს და კიდევ არის მონაკვეთი,რომელზეც მე ვიტყოდი ასეთ მონაკვეთებზე აპლოდირუიუტ სტოია
''ერთხელ, ზამთარში სახელოსნოში გაათენა ღამე და დილით რომ გაიღვიძა, ფანჯარა ისე იყო მოჭირხლული და ისე ათასფრად ბრჭყვიალებდა ჭირხლი მზის სხივებზე, უცბად ჩაიცვა და ტილოზე დააპირა გადატანა. არაფერი გამოუვიდა. ნახატზე ნაცარწაყრილი თოვლი უფრო იყო, ვიდრე ჭირხლი. იმის შემდეგ ბევრი წელი იყო გასული. ბევრჯერ ეცადა იმ ჭირხლის დახატვა. მაინც ვერ დახატა, არა და ისე ისე ხედავდა გონებით, როგორც მაშინ, პირველად რომ დაინახა. თითქოს ვიღაცამ იმ ფანჯარას ფოტო გადაუღო და ტვინში ჩაუმონტაჟა საშვილიშვილოდ და სულს უმძიმებდა.'' პლიუსები საინტერესოა და მაკითხებს თავს და კიდევ არის მონაკვეთი,რომელზეც მე ვიტყოდი ასეთ მონაკვეთებზე აპლოდირუიუტ სტოია
``ერთხელ, ზამთარში სახელოსნოში გაათენა ღამე და დილით რომ გაიღვიძა, ფანჯარა ისე იყო მოჭირხლული და ისე ათასფრად ბრჭყვიალებდა ჭირხლი მზის სხივებზე, უცბად ჩაიცვა და ტილოზე დააპირა გადატანა. არაფერი გამოუვიდა. ნახატზე ნაცარწაყრილი თოვლი უფრო იყო, ვიდრე ჭირხლი. იმის შემდეგ ბევრი წელი იყო გასული. ბევრჯერ ეცადა იმ ჭირხლის დახატვა. მაინც ვერ დახატა, არა და ისე ისე ხედავდა გონებით, როგორც მაშინ, პირველად რომ დაინახა. თითქოს ვიღაცამ იმ ფანჯარას ფოტო გადაუღო და ტვინში ჩაუმონტაჟა საშვილიშვილოდ და სულს უმძიმებდა.``
32. ცოლ ქმრის ურთიერტობა კარგადაა გადმოცემული,ოღონდ ტექსტის უფრო შეკუმშვა და დაწურვა შეიძლებოდა ამ ჭრილში. ცოლ ქმრის ურთიერტობა კარგადაა გადმოცემული,ოღონდ ტექსტის უფრო შეკუმშვა და დაწურვა შეიძლებოდა ამ ჭრილში.
31. ზედმეტადაა დეტალიზირებული . ცოტა გაწელილია ტექსტი .მთელი მონაკვეთების ამოღებით არაფერი დააკლდება. ძალიან კარგადაა მხატვრის სახე გადმოცემული და როგორ ვთქვა მთავარი სცენა ანუ ''გულდაწყვეტილი უყურებდა მაგიდას.''აქედან ''ტახტთან შირმა იდგა.''-აქამდე. ძალიან სწორი და ფსიქოლოგიურად კარგად გააზრებული ნიუანსია რომ შექმნილი კომპოზიცისს ტილოზე გადმოტანა ურჩევნია იმ მომენტში ქალის მოსვლას და ყოყმანობს გააღოს ტუ არ გააღოს. ზედმეტადაა დეტალიზირებული . ცოტა გაწელილია ტექსტი .მთელი მონაკვეთების ამოღებით არაფერი დააკლდება. ძალიან კარგადაა მხატვრის სახე გადმოცემული და როგორ ვთქვა მთავარი სცენა ანუ ``გულდაწყვეტილი უყურებდა მაგიდას.``აქედან ``ტახტთან შირმა იდგა.``-აქამდე. ძალიან სწორი და ფსიქოლოგიურად კარგად გააზრებული ნიუანსია რომ შექმნილი კომპოზიცისს ტილოზე გადმოტანა ურჩევნია იმ მომენტში ქალის მოსვლას და ყოყმანობს გააღოს ტუ არ გააღოს.
30. იმნტერესნო:)) Dრსვე აპირებს ამ პატიოსანი ქალის "გამოკანდაკებას))))???? იმნტერესნო:)) Dრსვე აპირებს ამ პატიოსანი ქალის "გამოკანდაკებას))))????
29. ჰუუუუჰ!!! რა კარგია ეს ნაწერი რომ აღმოვაჩინე, ტქვენ ვერ წარმოიდგენთ! საოცრად წერია, ერთი ამოსუნთქვა იყო და კიდე მინდა! ეხლა პირველ ნაწილსაც წავიკითხავ და იმედია ვნახავ გაგრძელებასაც! მადლობა რომ დაწერეთ და ამ ისტორიის გაგრზელება და დასასრულიც მაინტერესებს! ++ ჰუუუუჰ!!! რა კარგია ეს ნაწერი რომ აღმოვაჩინე, ტქვენ ვერ წარმოიდგენთ! საოცრად წერია, ერთი ამოსუნთქვა იყო და კიდე მინდა! ეხლა პირველ ნაწილსაც წავიკითხავ და იმედია ვნახავ გაგრძელებასაც! მადლობა რომ დაწერეთ და ამ ისტორიის გაგრზელება და დასასრულიც მაინტერესებს! ++
28. მუხა, დიდი მადლობა, რომ წაიკითე და საინტერესო შენიშვნებიც მომეცი, მაგრამ სამწუხაროდ ჯერ არ მინახავს მხატვარი, რომელსაც გულუბრყვილო ცოლი ყავდეს. :) თანაც, მოთხრობის ეს გმირები რეალურად არსებული პიროვნებები არიან და ზუსტად ისეთები არიან, როგორც ვახასიათებ. გარდა მერის. მერი კი შეიძლებოდა ნებისმიერი ქალი ყოფილიყო. :)
მხატვრებს ვინც "შიგნიდან" იცნობს, ყველა დამეთანხმება, რომ მხატვრობა "სერიოზული" ავადმყოფობაა და გარშემომყოფთ "აავადებენ" ამ ავადმყოფობით. ნუ, თუ გარშემომყოფი "აცრილი" არ არის. :) ქება იმდენად არა, მაგრამ ნამდვილად მიყვარს, როცა ჩემი ესმით. ამიტომ მიყვარხარ, მუხა. :)) და ამიტომ აქვს შენს კომენტარებს ჩემთვის დიდი მნიშვნელობა. :)
პატივისცემით, ტენდი. :) მუხა, დიდი მადლობა, რომ წაიკითე და საინტერესო შენიშვნებიც მომეცი, მაგრამ სამწუხაროდ ჯერ არ მინახავს მხატვარი, რომელსაც გულუბრყვილო ცოლი ყავდეს. :) თანაც, მოთხრობის ეს გმირები რეალურად არსებული პიროვნებები არიან და ზუსტად ისეთები არიან, როგორც ვახასიათებ. გარდა მერის. მერი კი შეიძლებოდა ნებისმიერი ქალი ყოფილიყო. :)
მხატვრებს ვინც "შიგნიდან" იცნობს, ყველა დამეთანხმება, რომ მხატვრობა "სერიოზული" ავადმყოფობაა და გარშემომყოფთ "აავადებენ" ამ ავადმყოფობით. ნუ, თუ გარშემომყოფი "აცრილი" არ არის. :) ქება იმდენად არა, მაგრამ ნამდვილად მიყვარს, როცა ჩემი ესმით. ამიტომ მიყვარხარ, მუხა. :)) და ამიტომ აქვს შენს კომენტარებს ჩემთვის დიდი მნიშვნელობა. :)
პატივისცემით, ტენდი. :)
27. თქვენი ნაწარმოებები ყოველთვის უშუალო და ადამიანური თვისებებით გამოირჩევა, სასიამოვნო წასაკითხი და ძალიან დამაჯერებელია, ვიცი ქებაც გიყვარს და სხვისი აზრის მოსმენაც, რასაც ახლა დავწერ ეს ჩემი მოსაზრებაა და სხვა არაფერი, ხომ არ ჯობია ქალი ანუ მხატვრის ცოლი უფრო გულბრიყვილო, მიმდობი და არა ეჭვიანი წარმოვიდგინოთ? როცა ამბობს "მამოწმებს, აინტერესებს სახელოსნოში გავივლი თუ არა...." დაასკვნა და ეცადა ტკივილი აღარ ეგრძნო. ქალის ფსიქოლოგიიდან გამომდინარე- ამ მომენტს გულბრიყვილო ქალი ხელიდან არ გაუშვებს და თავის დასამშვიდებლად გამოიყენებს" "მირეკავს, ვახსოვარ, ვუყვარვარ, სიყვარულის გამოხატვის სხვანაირი ხერხი არ აქვს და რა ქნას"...და გააგრძელა დალაგება.. რაც შეეხება მხატვარს სამოცი წლის კაცს, ყოველთვის აქვს უცხო ქალისადმი იდუმალი, ლტვოლვა, კაცს მომენტი ეძლევა თავისუფლებაში (კაცი უხოსთან თავს თავისუფლად გრძნობს) გაზომოს საკუთარი მამაკაცური ღირსების ტემპერატურა.
"მხატვრობა ავადმყოფობაა, თან ინფექციური"!!? არა! არა! ვერ დაგენთანხმებით! მხატვრობა ნიჭია ! ღვთით მოძებული ნიჭი! ველოდები საინტერესო გაგრძელებას. თქვენი ნაწარმოებები ყოველთვის უშუალო და ადამიანური თვისებებით გამოირჩევა, სასიამოვნო წასაკითხი და ძალიან დამაჯერებელია, ვიცი ქებაც გიყვარს და სხვისი აზრის მოსმენაც, რასაც ახლა დავწერ ეს ჩემი მოსაზრებაა და სხვა არაფერი, ხომ არ ჯობია ქალი ანუ მხატვრის ცოლი უფრო გულბრიყვილო, მიმდობი და არა ეჭვიანი წარმოვიდგინოთ? როცა ამბობს "მამოწმებს, აინტერესებს სახელოსნოში გავივლი თუ არა...." დაასკვნა და ეცადა ტკივილი აღარ ეგრძნო. ქალის ფსიქოლოგიიდან გამომდინარე- ამ მომენტს გულბრიყვილო ქალი ხელიდან არ გაუშვებს და თავის დასამშვიდებლად გამოიყენებს" "მირეკავს, ვახსოვარ, ვუყვარვარ, სიყვარულის გამოხატვის სხვანაირი ხერხი არ აქვს და რა ქნას"...და გააგრძელა დალაგება.. რაც შეეხება მხატვარს სამოცი წლის კაცს, ყოველთვის აქვს უცხო ქალისადმი იდუმალი, ლტვოლვა, კაცს მომენტი ეძლევა თავისუფლებაში (კაცი უხოსთან თავს თავისუფლად გრძნობს) გაზომოს საკუთარი მამაკაცური ღირსების ტემპერატურა.
"მხატვრობა ავადმყოფობაა, თან ინფექციური"!!? არა! არა! ვერ დაგენთანხმებით! მხატვრობა ნიჭია ! ღვთით მოძებული ნიჭი! ველოდები საინტერესო გაგრძელებას.
26. მეც ველოდები :) ++ მეც ველოდები :) ++
25. mrs.smith, ჭკვიანი გოგო ხარ. :))) mrs.smith, ჭკვიანი გოგო ხარ. :)))
24. გადავიკითხე კიდევ ერთხელ და ძალიან კარგადაც მოვიქეცი, რადგან (რატომღაც) არ მაძლევდა მოსვენებას, გუშინ რომ არ აღვნიშნე:
,,სარეცხი სახამებელში გაავლო (უყვარდა სახამებლიანი თეთრეული)."<<ააახ, ვერ ვიტან :))
ჰო, კომენტარიც წავიკითხე და შეგეწინააღმდეგებით ცოტას :)
ჭკვიანი მასწავლებელი გყოლიათ, ფაქტია და დევიზიც გამოსადეგარია წერისას, ჩემი აზრით.
როგორც ქალ(ებ)ს კი (ყოველთვის) მეტი მოგვეთხოვება :)
ანდა, არც ღირდა ამაზე შეწინააღმდეგება. პიროვნულია, უფრო :) გადავიკითხე კიდევ ერთხელ და ძალიან კარგადაც მოვიქეცი, რადგან (რატომღაც) არ მაძლევდა მოსვენებას, გუშინ რომ არ აღვნიშნე:
,,სარეცხი სახამებელში გაავლო (უყვარდა სახამებლიანი თეთრეული)."<<ააახ, ვერ ვიტან :))
ჰო, კომენტარიც წავიკითხე და შეგეწინააღმდეგებით ცოტას :)
ჭკვიანი მასწავლებელი გყოლიათ, ფაქტია და დევიზიც გამოსადეგარია წერისას, ჩემი აზრით.
როგორც ქალ(ებ)ს კი (ყოველთვის) მეტი მოგვეთხოვება :)
ანდა, არც ღირდა ამაზე შეწინააღმდეგება. პიროვნულია, უფრო :)
23. წავიკითხე, კომენტარს მოგვიანებით დავდებ! წავიკითხე, კომენტარს მოგვიანებით დავდებ!
22. ნიკ, გმადლობ, ტექსტის შეცვლისთვის. :)) ყველაფერი წესრიგშია. :))
პატივისცემით: ტენდი ნიკ, გმადლობ, ტექსტის შეცვლისთვის. :)) ყველაფერი წესრიგშია. :))
პატივისცემით: ტენდი
21. მიხარია. ზუსტად რომ გამომიცვნია... ზუსტად რომ " მ ხ ა ტ ვ ა რ ი !" ინფექციურისა - რა გითხრა, აბა? და ფსიქოლოგიური რომ არის, - ფაქტია! მიხარია. ზუსტად რომ გამომიცვნია... ზუსტად რომ " მ ხ ა ტ ვ ა რ ი !" ინფექციურისა - რა გითხრა, აბა? და ფსიქოლოგიური რომ არის, - ფაქტია!
20. ნიკ, დიდი მადლობა, რომ წაიკითხე. გადაკეთებული არაფერი არ არის, ამოღებულია ტექსტები, მხატვარი სახლიდან რომ გავიდა პირველად, რა გააკეთა: ნაცნობი შეხვდა, ბაზარში წავიდა, ისევ სახლში დაბრუნდა. მოკლედ, მშრალი ტექსტია, მთელი დღის და მერე უკვე წავიდა სახელოსნოში. დანარჩენი უკვე წერია. სიამოვნებით ჩავსვამდი გამოტოვებულ ტექსტს, მაგრამ უკვე "ძალზე გვიანაა" :)))) . მიხარია, ჩემს გვერდზე რომ გხედავ.
თამარ, სათაურის თავდაპირველი ვარიანტი სწორედ "მხატვარი" იყო და რატომღაც გადავიფიქრე. მხატვრობა პროფესია არ არის, მხატვრობა, ავადმყოფობაა, თან ინფექციური, :) ძალიან დიდ პატივს გცემ, როგორც საუკეთესო და დაკვირვებულ მკითხველს. :)
17. გაცვეთილ (ცუდი სიტყვაა, მაგრამ ზუსტი) თემებზე წერა გამოგდით იმდენად საინტერესოდ.. თქვენი ფერებია აქ. (კონკრეტულად, რომელი, ჯერ ვერ გამირკვევია :) )
ამას ველოდი და შემდეგსაც დავუცდი :) mrs.smith. 2012-01-22 01:21:51
mrs.smith, მეც მაგას ვაბობხოლმე ჩემს მოთხრობებზე, " თემები ბანალურია". :))) მიხარია, რომ შენ ზუსტად გამოხატე ის, რაც ჩემი სადარდებელია. :)) მგონი გითხარი ერთხელ, მხატვარი ვარ და ერთხელ ამ მოთხრობის პროტოტიპს (რომელიც ჩემი მასწავლებელი გახლდათ) ვუთხარი, რაღაც განსაკუთრებული მინდამეთქი დავხატო, რაც სხვას არ დაუხატია, და რა პასუხი გამცა იცი ?! "შენ მუდმივად ხატე და ოდესმე აუცილებლად გამოვა ის, რაც სხვას არ დაუხატავსო" . ამ "დევიზს" წერის დროს ვიყენებ, მე ვწერ და ოდესმე აუცილებლად გამოვა ის, რაც გაცვეთილი არ არის. . ისე, ხანდახან სიტყვა გაცვეთილი და ძველმოდური, ყოველთვის მოძველებულს არ ნიშნავს. ხანდახან სიტყვა - აკადემიურის - დანიშნულება აქვს. ისედაც, ქალი ვარ და, ალბათ, მეტი არც მომეთხოვება. :))) განსაკუთრებული და დიდი სიყვარულით მიყვარხართ აქ რამოდენიმე ავტორი. :)))
პატივისცემით, ტენდი
ნიკ, დიდი მადლობა, რომ წაიკითხე. გადაკეთებული არაფერი არ არის, ამოღებულია ტექსტები, მხატვარი სახლიდან რომ გავიდა პირველად, რა გააკეთა: ნაცნობი შეხვდა, ბაზარში წავიდა, ისევ სახლში დაბრუნდა. მოკლედ, მშრალი ტექსტია, მთელი დღის და მერე უკვე წავიდა სახელოსნოში. დანარჩენი უკვე წერია. სიამოვნებით ჩავსვამდი გამოტოვებულ ტექსტს, მაგრამ უკვე "ძალზე გვიანაა" :)))) . მიხარია, ჩემს გვერდზე რომ გხედავ.
თამარ, სათაურის თავდაპირველი ვარიანტი სწორედ "მხატვარი" იყო და რატომღაც გადავიფიქრე. მხატვრობა პროფესია არ არის, მხატვრობა, ავადმყოფობაა, თან ინფექციური, :) ძალიან დიდ პატივს გცემ, როგორც საუკეთესო და დაკვირვებულ მკითხველს. :)
17. გაცვეთილ (ცუდი სიტყვაა, მაგრამ ზუსტი) თემებზე წერა გამოგდით იმდენად საინტერესოდ.. თქვენი ფერებია აქ. (კონკრეტულად, რომელი, ჯერ ვერ გამირკვევია :) )
ამას ველოდი და შემდეგსაც დავუცდი :) mrs.smith. 2012-01-22 01:21:51
mrs.smith, მეც მაგას ვაბობხოლმე ჩემს მოთხრობებზე, " თემები ბანალურია". :))) მიხარია, რომ შენ ზუსტად გამოხატე ის, რაც ჩემი სადარდებელია. :)) მგონი გითხარი ერთხელ, მხატვარი ვარ და ერთხელ ამ მოთხრობის პროტოტიპს (რომელიც ჩემი მასწავლებელი გახლდათ) ვუთხარი, რაღაც განსაკუთრებული მინდამეთქი დავხატო, რაც სხვას არ დაუხატია, და რა პასუხი გამცა იცი ?! "შენ მუდმივად ხატე და ოდესმე აუცილებლად გამოვა ის, რაც სხვას არ დაუხატავსო" . ამ "დევიზს" წერის დროს ვიყენებ, მე ვწერ და ოდესმე აუცილებლად გამოვა ის, რაც გაცვეთილი არ არის. . ისე, ხანდახან სიტყვა გაცვეთილი და ძველმოდური, ყოველთვის მოძველებულს არ ნიშნავს. ხანდახან სიტყვა - აკადემიურის - დანიშნულება აქვს. ისედაც, ქალი ვარ და, ალბათ, მეტი არც მომეთხოვება. :))) განსაკუთრებული და დიდი სიყვარულით მიყვარხართ აქ რამოდენიმე ავტორი. :)))
პატივისცემით, ტენდი
19. მომწონს. სერიალივით შეწყვიტეთ. ველოდები მესამეს. 5! მომწონს. სერიალივით შეწყვიტეთ. ველოდები მესამეს. 5!
18. ვაახ, თვით ნიკი ითხოვს დიდი ტექსტის სრულად განთავსებას? ტენდი, არ გაუშვა ეს მომენტი ხელიდან! სრული სერიოზულობით ვამბობ, - ნიკი საოცრად კარგი და ობიექტური შემფასებელია! და თუ მისი ფავორიტების სიაში მოხვდი, ცოდვაა ამ მომენტის ხელიდან გაშვება! :)))
და სათაური უკვე გამოიკვეთა: "მ ხ ა ტ ვ ა რ ი " ეს სათაური მის პორტრეტსაც მოიცავს და მის სულიერ სამყაროსაც... მის დამოკიდებულებას ცხოვრებისადმი და გარშემომყოფთა დამოკიდებულებას მისდამი... მხატვარი - ეს პროფესიაცაა და ცხოვრების წესიც... მხოლოდ მათთვის დამახასიათებელი ცხოვრების წესი, როცა პროფესიისადმი სიყვარული ყველა სხვა გრძნობას ჩრდილავს: მან უბრალოდ, სუფრაზე მისატანი ხილიდან ნატურმორტი შექმნა და... გააღიზიანა იმ ქალის მოსვლამაც კი, ვისთვისაც ეს სილამაზე შექმნა, - ამ ქალმა მას ხატვის საშუალება არ მისცა!
გაიხარე, ციცინო... ძალიან მომწონს! 55555555555555
ვაახ, თვით ნიკი ითხოვს დიდი ტექსტის სრულად განთავსებას? ტენდი, არ გაუშვა ეს მომენტი ხელიდან! სრული სერიოზულობით ვამბობ, - ნიკი საოცრად კარგი და ობიექტური შემფასებელია! და თუ მისი ფავორიტების სიაში მოხვდი, ცოდვაა ამ მომენტის ხელიდან გაშვება! :)))
და სათაური უკვე გამოიკვეთა: "მ ხ ა ტ ვ ა რ ი " ეს სათაური მის პორტრეტსაც მოიცავს და მის სულიერ სამყაროსაც... მის დამოკიდებულებას ცხოვრებისადმი და გარშემომყოფთა დამოკიდებულებას მისდამი... მხატვარი - ეს პროფესიაცაა და ცხოვრების წესიც... მხოლოდ მათთვის დამახასიათებელი ცხოვრების წესი, როცა პროფესიისადმი სიყვარული ყველა სხვა გრძნობას ჩრდილავს: მან უბრალოდ, სუფრაზე მისატანი ხილიდან ნატურმორტი შექმნა და... გააღიზიანა იმ ქალის მოსვლამაც კი, ვისთვისაც ეს სილამაზე შექმნა, - ამ ქალმა მას ხატვის საშუალება არ მისცა!
გაიხარე, ციცინო... ძალიან მომწონს! 55555555555555
17. გაცვეთილ (ცუდი სიტყვაა, მაგრამ ზუსტი) თემებზე წერა გამოგდით იმდენად საინტერესოდ.. თქვენი ფერებია აქ. (კონკრეტულად, რომელი, ჯერ ვერ გამირკვევია :) )
ამას ველოდი და შემდეგსაც დავუცდი :) გაცვეთილ (ცუდი სიტყვაა, მაგრამ ზუსტი) თემებზე წერა გამოგდით იმდენად საინტერესოდ.. თქვენი ფერებია აქ. (კონკრეტულად, რომელი, ჯერ ვერ გამირკვევია :) )
ამას ველოდი და შემდეგსაც დავუცდი :)
16. საინტერესოა წავიკითხავ დასაწყისსაც
"თან შემოკლებული ვარიანტია. საიტისთვის ცოტა დიდია და"
ვერ დაგეთანხმებით ამაში მე მირჩევნია უფრო დიდი იყოს და სრულად წავიკითხო მე ვთვლი რომ თუკი ეს სპეციალურადაა შემოკლებული, არ უნდა იყოს სწორი საქციელი.
იქნებ რამენაირად სრულად დადოთ საინტერესოა წავიკითხავ დასაწყისსაც
"თან შემოკლებული ვარიანტია. საიტისთვის ცოტა დიდია და"
ვერ დაგეთანხმებით ამაში მე მირჩევნია უფრო დიდი იყოს და სრულად წავიკითხო მე ვთვლი რომ თუკი ეს სპეციალურადაა შემოკლებული, არ უნდა იყოს სწორი საქციელი.
იქნებ რამენაირად სრულად დადოთ
15. აზგო, ჩემო კარგო, დიდი მადლობა შენიშვნებისათვის. როცა ვბეჭდავ, მეორედ წაკითხვის აღარც დრო მაქვს და აღარც განწყობა , რაზედაც ბოდიშს ვიხდი მკითხველებთან. აუცილებლად შევასწორებ. :) ტექსტის "საბოლოო დონემდე" აყვანა დაგეგმილი არა მაქვს, უბრალოდ, ბოლომდეა მიყვანილი. :)) რამოდენიმე წლის უკან დაწერილი მოთხრობაა. :)
გმადლობთ, რომ წაიკითხეთ. :) აზგო, ჩემო კარგო, დიდი მადლობა შენიშვნებისათვის. როცა ვბეჭდავ, მეორედ წაკითხვის აღარც დრო მაქვს და აღარც განწყობა , რაზედაც ბოდიშს ვიხდი მკითხველებთან. აუცილებლად შევასწორებ. :) ტექსტის "საბოლოო დონემდე" აყვანა დაგეგმილი არა მაქვს, უბრალოდ, ბოლომდეა მიყვანილი. :)) რამოდენიმე წლის უკან დაწერილი მოთხრობაა. :)
გმადლობთ, რომ წაიკითხეთ. :)
14. ორთოგრაფია: არხ---არც მოგინდებახოლმე აკრიბა ტან - თან რმარი - ქმარი მაგრამ ეს წვრილმანებია რა თქმა უნდა. რაც შეეხება "საქმის არსს", მაგ მხრივ არც ვიცი რა ვთქვა. ერთი მხრივ კი მაქვს შენიშვნები, მაგრამ რადგან "სახელოსნოში" მონაწილეობას აპირებ, მაშინ ბარემ იქვე ვისაუბრებდით. თუ იქ "მოტანას" არ აპირებ და საერთოდ არ გაქვს ამ ტექსტის "საბოლოო დონემდე" აყვანა დაგეგმილი, მაშინ ვითომ დეტალურ გარჩევასაც არა აქვს აზრი. ორთოგრაფია: არხ---არც მოგინდებახოლმე აკრიბა ტან - თან რმარი - ქმარი მაგრამ ეს წვრილმანებია რა თქმა უნდა. რაც შეეხება "საქმის არსს", მაგ მხრივ არც ვიცი რა ვთქვა. ერთი მხრივ კი მაქვს შენიშვნები, მაგრამ რადგან "სახელოსნოში" მონაწილეობას აპირებ, მაშინ ბარემ იქვე ვისაუბრებდით. თუ იქ "მოტანას" არ აპირებ და საერთოდ არ გაქვს ამ ტექსტის "საბოლოო დონემდე" აყვანა დაგეგმილი, მაშინ ვითომ დეტალურ გარჩევასაც არა აქვს აზრი.
13. ეხ, ხდება ხშირად... ეხ, ხდება ხშირად...
12. აზრს დავაფიქსირებ ბოლოს. აზრს დავაფიქსირებ ბოლოს.
11. ერეკლე და მეუდაბნოვე, გმადლობთ. :) ერეკლე და მეუდაბნოვე, გმადლობთ. :)
10. კარგად მიდის. განსაკუთრებით კარგადაა აღწერილი ცოლ–ქმრის ურთიერთობა, ქალის ინტუიცია და მრავალწლიანი თანაცხოვრების შედეგად მიღებული გამოცდილება. არა, ~გამოცდილება~ კი არა. ქმრის ცოდნა–~ქმაროლოგია~ კარგად მიდის. განსაკუთრებით კარგადაა აღწერილი ცოლ–ქმრის ურთიერთობა, ქალის ინტუიცია და მრავალწლიანი თანაცხოვრების შედეგად მიღებული გამოცდილება. არა, ~გამოცდილება~ კი არა. ქმრის ცოდნა–~ქმაროლოგია~
9. კარგია, ტენდი! კარგია, ტენდი!
8. ოი, ნან. :))) ოი, ნან. :)))
7. როცა ოპერატორია კარგი და ყველა კუთხიდან კარგად განათებული კადრი ჩანს... ასეა აქაც...:))) შენ ხარ საოცრად კარგი ოპერატორი...;-* როცა ოპერატორია კარგი და ყველა კუთხიდან კარგად განათებული კადრი ჩანს... ასეა აქაც...:))) შენ ხარ საოცრად კარგი ოპერატორი...;-*
6. თან შემოკლებული ვარიანტია. საიტისთვის ცოტა დიდია და. :) თან შემოკლებული ვარიანტია. საიტისთვის ცოტა დიდია და. :)
5. ჭაო, ჭაო, გმადლობ. :))) უკვე ვბეჭდავ და ალბათ, სამ დღეში, როგორც წესია. :)
ჭაო, ჭაო, გმადლობ. :))) უკვე ვბეჭდავ და ალბათ, სამ დღეში, როგორც წესია. :)
4. ცოლი უფრო კარგად იცნობს ქმარს... ვიდრე თვითონ იცნობს თავის თავს ეს მხატვარი... იმიტომ რომ უყვარს...:)) ვფიქრობ მხატვარსაც მხოლოდ ცოლი უყვარს, უბრალოდ არ იცის ჯერ...:)))) რა კარგად წერ წენდი...ყველა კუთხიდან კარგად მოჩანს პერსონაჟები...55555 როდის გააგრძელებ?...:( ცოლი უფრო კარგად იცნობს ქმარს... ვიდრე თვითონ იცნობს თავის თავს ეს მხატვარი... იმიტომ რომ უყვარს...:)) ვფიქრობ მხატვარსაც მხოლოდ ცოლი უყვარს, უბრალოდ არ იცის ჯერ...:)))) რა კარგად წერ წენდი...ყველა კუთხიდან კარგად მოჩანს პერსონაჟები...55555 როდის გააგრძელებ?...:(
3. ცუდი არაა :) წარმატებები ცუდი არაა :) წარმატებები
2. კატიე, დიდი ტექსტია და ამიტომ? :)
კატიე, დიდი ტექსტია და ამიტომ? :)
1. სიამოვნებით წავიკითხე...ოღონდ თვალები დამეღალა
+5 სიამოვნებით წავიკითხე...ოღონდ თვალები დამეღალა
+5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|