 | ავტორი: სპილუკა ჟანრი: პროზა 2 ოქტომბერი, 2008 |
------------ ნაწილი I ------------
დღეს გავძეხი... თანაც კარგად... სულ სამნი იყვნენ... ბოლოში რომ მიდიოდა იმას მივწვდი... გემრიელი სისხლი ჰქონდა... კარგად გეახელით... კიდევ რაღაცის თქმა მინდოდა... ეჰ, მეზარება ფიქრი... მეძინება... დავიძინებ, რომ ისევ მომშივდეს... მიყვარს, როცა მშია... ხო, გამახსენდა რისი თქმა მინდოდა - შენც მოგწვდები!.. ახლა კი დროებით... ძალიან დავიღალე... მეძინება...
-----------------------------------------------------------
------------- ნაწილი II -------------
შევახვიე... შევახვიე... კიდევ... კიდევ... კარგად... კარგად... ა!... შენც აქა ხარ?!. ხომ კარგად შევახვიე?!. რაა?.. არ შევჭამო?!. ვინ?!. ეს ხომ ჩემი კვერცხებია... ჩემი მომავალი შვილები... აბა რა გეგონა?!. მე მარტო ჭამა კი არ ვიცი... მომავალი მეც მჭირდება... მეც მინდა, რომ ვიღაცაზე ვზრუნავდე... ხო, მართლა, რომ გითხარი შენც მოგწვდები მეთქი... მაპატიე, ახლა არ მცალია... აბა დროებით... შევახვიე... შევახვიე... კიდევ... კიდევ... კარგად... კარგად...
-----------------------------------------------------------
-------------- ნაწილი III --------------
ისევ შენ ხარ?!. სხვათა შორის, გუშინ გნახე... ხელში ობობა გეჭირა და აწამებდი... მე გეგონე... ისეთი თვითკმაყოფილი იყავი... ასეთები ხართ ადამიანები... ვიღაცას ხელში რომ ჩაიგდებთ, მთელი სამყარო თქვენი გგონიათ... არადა როგორი უსუსურები ხართ... რა ადვილად შეიძლება თქვენი საქციელის გამოცნობა... ვერც კი აცნობიერებთ, ისე გეშინიათ ყველაფრის... ის საცოდავი ობობაც კი ვერ მოკალი... არადა დარწმუნებული იყავი, რომ შენი მტერი იყო... შეგებრალა?!. შვილების ხათრით გაუშვი?!. არა! შენ უბრალოდ შენი თავის შეგეშინდა... შეგეშინდა, რომ მერე სინდისი შეგაწუხებდა... აი, მე კი, ბედისწერასავით ვარ... დღეს იქნება თუ ხვალ მაინც მოგწვდები... მოგწვდები და არ შეგიბრალებ... ან, ღირს კი შენი შებრალება?!. ადრე, თუ გვიან დრო მაინც არ შეგიბრალებს... მეე?!. მე თუ არა, ჩემი შვილები მოგწვდებიან... აი, შენ რომ შეიბრალე ისინი... ახლა კი დაისვენე, სანამ დრო გაქვს... მე ჯერ შენთვის არ მცალია... სადაცაა ჩემი შვილები გამოიჩეკებიან... აბა დროებით... მალე გნახავ...
-----------------------------------------------------------
-------------- ნაწილი IV --------------
შევახვიე... შევახვიე... კარგად... ფეხები გააჩერე... ტყუილად ფართხალებ... შევახვიე... შევახვიე... კარგად... კარგად... რაა?.. შეგიბრალო?.. მოიცა, ეხლავე გიკბენ... აჰა... ახლა გაბრუვდები და ვეღარაფერს იგრძნობ... შევახვიე... შევახვიე... რაა?.. ნირვანაში ხარ?.. ეგ რაღაა?.. კარგია?!. მადლობას მიხდი?!. მეე?!. არაფრის... შეგარგოს... შევახვიე... შევახვიე... კარგად... კარგად... როგორც იქნა... დავამთავრე... შვილებო მოდით!.. სადილი მზადაა... ჭამეთ შვილებო, ჭამეთ... ა!.. შენ ისევ აქა ხარ?!. არა, შენ ჯერ არა... შენ სისხლს ესენი ჯერ ვერ მოინელებენ... ჯერ პატარები არიან... ცოტა გაიზარდონ და მერე... დაამთავრეთ შვილებო?.. მოდით ჩემთან... გენაცვალეთ... აბა ახლა ნანები ყველამ... შენც დაგემშვიდობები... დროებით, რა თქმა უნდა... რომ მოგწვდები, ეგ ძალაში რჩება... ოღონდ ახლა არ მცალია... ბავშვებს ვაძივებ... ჩუუ... ნანა, შვილებო... ნანაა... ნანაა-აა-აა...
-----------------------------------------------------------
------------- ნაწილი V -------------
გამარჯობათ... ეს თქვენ ხართ, არა?!. დედამ გვითხრა, რომ მოხვიდოდით... აუცილებლად მოვა, დაელოდეთო... ანდერძი დაგვიტოვა... ყველაფერი აგვიხსნა... ყველაფერი გვასწავლა... თქვენზე ხშირად გვიყვებოდა... სხვათაშორის თქვენც ხართ ანდერძში მოხსენიებული... რატომ გაგიკვირდათ?!. აკი გითხარით, თქვენზე ხშირად ფიქრობდათქო... ერთი სიტყვით, თქვენი სისხლი ჩვენ დაგვიტოვა... დაგვიტოვა, მაგრამ თვითონ მიგვატოვა... არა, განა რამე გვიჭირს, მაგრამ მაინც... სახლი სულ ახლიდანაა მოსაწყობი... აბლაბუდა დაძველდა და გახუნდა... თუმცა თქვენ ეს არ გეხებათ და ალბათ არც გაინტერესებთ... მე სალაპარაკოდ ბევრი დრო არ მაქვს... სახლს უნდა მივხედო... მაგრამ ჩემი ძმები უკვე წამოვიდნენ... თქვენს ადგილსამყოფელს ეძებენ... დედამ გვითხრა, მე თუ მივაგენი, თქვენც მიაგნებთო... არ ვიცი რა მოწონდა ამ ძებნაში და დადევნაში... მე მაგალითად იმიტომ ვჭამ, რომ მშია... დედამ ისიც მოგვიყვა - ობობა როგორ აწვალეთ... დედამ გვითხრა მე ვეგონე და იმიტომ აწამებდაო... გვატყუებდა ალბათ... არ უნდოდა, რომ გამომტყდარიყო... ჩემ ძმებს კი სჯერათ... სჯერათ და თვითონაც მოუნდათ თქვენი მუშტში დაჭერა... მეე?.. მე არა... მე ახლახან გეახელით... აი, რომ მომშივდება მერე გნახავთ... ახლა კი დროებით... სახლს უნდა მივხედო... ისე, სანამ წახავალთ, შემთხვევით ჩემი ძმები ხომ არ მოსულან?.. თუ მანდ არიან უთხარით ცოტა მეც დამიტოვონ... ალბათ მეც მალე მომშივდება... აბა კარგად...
-----------------------------------------------------------
-------------- ნაწილი VI --------------
როგორ ხარ?.. როგორ გრძნობ თავს?!. რაო?! გაგიკვირდა აქ რომ ვარ?!. აღარ გეგონა, რომ მნახავდი, არა?!. რაა?! თავბრუ გეხვევა?!. ნირვანაში ხომ არ ხარ?! არ ვიცი რა არის... ერთმა, ჩემმა მსხვერპლმა, მითხრა კარგიაო... როგორ მოგაგენი?!. აკი გითხარი, მაინც მოგწვდები-მეთქი!.. ამდენი ხანი გაბრუებდი... გელაპარაკებოდი... გაძინებდი... არა, შვილები ნამდვილია... ანდერძიც... მივატოვე... რომ არ წამოვსულიყავი, მეც შემჭამდნენ... ასეთია ცხოვრება... სანამ დროა, თუ მანამდე არ წამოხვედი, მერე ვეღარ გამოასწრებ... სამაგიეროდ, ახალი აბლაბუდა მაქვს!.. საად?!. ნუთუ ვერ ხვდები?!. რა თქმა უნდა, შენს ირგვლივ!.. ხელებს ტყუილად იქნევ... შენ მაგ ქსელის დანახვა რომ შეგძლებოდა, აქამდე გამსრესდი!.. ვინ ვარ?!. მე ნებისმიერი შეიძლება ვიყო, თუ ვინმე ტრიალებს შენს ირგვლივ... იქნებ შენი მეზობელი ვარ... რაღაცის სათხოვნელად რომ მოვდივარ ხოლმე, ხშირ-ხშირად... ან იქნებ ნათესავი ვარ შენი... მე კი, სულაც არ მეპიტნავება, რომ ჩემი ნათესავი ხარ... ან სულაც შენი მეგობარი ვარ... შენი საუკეთესო მეგობარი... პირში გიღიმი და ზურგს უკან კი ვხლართავ ჩემს ქსელს... იქნებ ეს მეგობრობაც, თავიდანვე, ჩემი ქსელის ერთ-ერთი ძაფი იყო?!. რა მქვია?!. გინდა, რომ მიპოვო?!. უკვე გვიანია!.. ქსელიდან მაინც ვეღარ გამექცევი... მე ეჭვი მქვია... ჩემი ქსელი ყოველ შენს ფიქრშია... ყოველ აზრში... ყოველ გამოხედვაში... ყოველ სიტყვაში... რაა?!. არ მოგეწონა, როგორ გამოგხედა?!. არ მოგეწონა როგორი ინტონაციით გითხრა?!. საინტერესოა, შენზე რას ფიქრობს, არა?!. იქნებ, სულაც აღარ ფიქრობს შენზე?!. ან ახლა სად არის?!. ან ის ვინ იყო, მის გვერდით?!. ნეტა, ვინმეს ხელს ხომ არ უშლი რამეში?!. ასე, რომ მე ყველგან ვარ!.. შენშიც და შენს ირგვლივაც!.. მე შენი სისხლი უკვე დავაგემოვნე... შენი ოცნებების გემო ჰქონდა... წვეთ-წვეთად ვსვამდი თითოეულ შენს ოცნებას... პირში დიდხანს ვიგუბებდი, გემო კარგად რომ გამეგო... არა, მე შენ ბოლოს არ მოგიღებ... ჩემს შემდეგ ჩემი შვილების ჯერი დადგება... ისინი ისე დავგეშე, რომ აუცილებლად მოგაგნებენ... კვალი კარგად დავფარე, მე რომ არ გამომყოლოდნენ... მინდა, რომ კარგად მოშივდეთ... ეს შიმშილი მათ ისე გაახელებთ, რომ სულ ნაკუწ-ნაკუწ დაგგლეჯენ... ჯერ ბიჭები მოვლენ... პირველად ტყუპები მოგადგებიან... უიღბლობა და უიმედობა... სულ ერთად დადიან და ერთმანეთს არ შორდებიან... მერე შუათანა მოვა – შური... მერე კი, ნაბოლარაც მოგაგნებს... ბოღმა დავარქვი... ისეთია, რომ არავის არაფერს დაუთმობს... ბოლოს კი, ჩემი ქალიშვილი მოვა... ჩემი უფროსი შვილი... თავისი ძმების პატრონი ახლა ისაა... შიში ქვია... ძმები ნადიმს რომ გამართავენ, მის ადგილს აუცილებლად დატოვებენ... ისიც მოვა და მოუჯდება სუფრას... მთელი ეტიკეტების დაცვითა და გრაცეოზულობით დატკბება ტრაპეზით... მერე ისინი შენში დასახლდებიან... დასახლდებიან და გამრავლდებიან... არა, არც ისინი გაგანადგურებენ... მანამდე არ გაგანადგურებენ, სანამ შენთვითონ არ მიხვდები, რომ ასეთ სიცოცხლეს სიკვდილი ჯობია... და შენ უძლური იქნები რამე იღონო... იმიტო, რომ კარგად ხარ ჩემს ქსელში გაბმული... რაც უფრო ფართხალებ, მით მეტად იხლართები... ეძიე ვინ ვარ... ეძიე სად ვარ... ჩაიხედე ყველას თვალებში... ყველას სულში... იფართხალე... იფართხალე... იფართხალე და თან დაელოდე... დაელოდე ჩემს შვილებს... მეტი რა დაგრჩენია... მოლოდინი ხომ სწორედ ის ძაფია რითაც გაგკოჭე... დაელოდე და ისინი მოვლენ... აუცილებლად მოვლენ...
გაგრძელება იხილეთ თქვენს ირგვლივ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. მე მომეწონა! არის რაღაც ჰიჩკოკისეული ჩახლართულობა და აბსურდამდე მისული რეალურობის შეგრძნება! მე მომეწონა! არის რაღაც ჰიჩკოკისეული ჩახლართულობა და აბსურდამდე მისული რეალურობის შეგრძნება!
12. ძალიან გაგრძელდა, ცოტაც უინტერესოდ წავიკითხე-საერტოდ მიყვარს შენები....ამასი კი7 ძალიან გაგრძელდა, ცოტაც უინტერესოდ წავიკითხე-საერტოდ მიყვარს შენები....ამასი კი7
11. საააღოლ ძმა, უძლიერესიაააააა 5 საააღოლ ძმა, უძლიერესიაააააა 5
10. 5 მე მომწონს როგორც წერთ :D მაგრამ შიში ქალი რატომ იყოოოოო :)))) 5 მე მომწონს როგორც წერთ :D მაგრამ შიში ქალი რატომ იყოოოოო :))))
8. მოგიკითხე სპილუკა55555 მოგიკითხე სპილუკა55555
7. ამის ღირებულება ჩემთვის ის არის რომ მსიამოვნებს ეს გვერდი და მგონი ის განწყობაც რაც შენ მოგცა წეღან ეგეც მისი "ღირებულებად" აღიქმება(ესეც ჩემი მოკრძალებული ჰაზრი)
ანემონე. 2008-10-02 11:28:23
ან წავიკითხე ბოლომდე :) ძლივს გავუძელი და ისე რაც შეეხება ღირებულებას, ამ ემოციას თუ ღირებულება ჰქვია ნაწარმოების , აქ დადებული ყველა ნაწარმოები ღირებული ყოფილად და ზოგიერთები ფასდაუდებელი კიდო :)) ფასდაუდებელზე ხმას არ ვიღებ არის ერთეულები, მაგრამ ასე გაფართიებულ ღირებულებებზე რა გითხრა აბა :) შენ არ გეკამათები ან, ყველა სხვადასხვანაირად აღიქვამს ნაწარმოებს, უბრალოდ მე ეს რაღაცა არაფრისმთქმელია და პროზა მითუმეტეს არ არის :) ამის ღირებულება ჩემთვის ის არის რომ მსიამოვნებს ეს გვერდი და მგონი ის განწყობაც რაც შენ მოგცა წეღან ეგეც მისი "ღირებულებად" აღიქმება(ესეც ჩემი მოკრძალებული ჰაზრი)
ანემონე. 2008-10-02 11:28:23
ან წავიკითხე ბოლომდე :) ძლივს გავუძელი და ისე რაც შეეხება ღირებულებას, ამ ემოციას თუ ღირებულება ჰქვია ნაწარმოების , აქ დადებული ყველა ნაწარმოები ღირებული ყოფილად და ზოგიერთები ფასდაუდებელი კიდო :)) ფასდაუდებელზე ხმას არ ვიღებ არის ერთეულები, მაგრამ ასე გაფართიებულ ღირებულებებზე რა გითხრა აბა :) შენ არ გეკამათები ან, ყველა სხვადასხვანაირად აღიქვამს ნაწარმოებს, უბრალოდ მე ეს რაღაცა არაფრისმთქმელია და პროზა მითუმეტეს არ არის :)
6. მაპატიეთ, რომ შინაარს ვერ გვეცანი. სათაურიდან გმომდინარე უბრალოდ. საშინლად ვერ ვიტან მაგ მწერს! მაპატიეთ, რომ შინაარს ვერ გვეცანი. სათაურიდან გმომდინარე უბრალოდ. საშინლად ვერ ვიტან მაგ მწერს!
4. არადა ლიზ,ის ემოცია,მართლა გაანეიტრალა ბოლომ:)
ამის ღირებულება ჩემთვის ის არის რომ მსიამოვნებს ეს გვერდი და მგონი ის განწყობაც რაც შენ მოგცა წეღან ეგეც მისი "ღირებულებად" აღიქმება(ესეც ჩემი მოკრძალებული ჰაზრი:D)
არადა ლიზ,ის ემოცია,მართლა გაანეიტრალა ბოლომ:)
ამის ღირებულება ჩემთვის ის არის რომ მსიამოვნებს ეს გვერდი და მგონი ის განწყობაც რაც შენ მოგცა წეღან ეგეც მისი "ღირებულებად" აღიქმება(ესეც ჩემი მოკრძალებული ჰაზრი:D)
3. აუ რა ვიცი ან, ახლა ბოლო ნაწილსაც გადავხედე და რა გითხრა, ჩემთვის ობობების ფიქრები და კოღოების ტრაგედიები ძალიან მისაღები საწერი თემაათქო ვერ გეტყვი, მაგრამ თუ კარგი ნაწერია, თემას როგორც წესი არ ვაქცევ ყურადღებას, მაგრამ ეს ჩემთვის არც პროზაა არ პოეზია და არც რაიმე ლიტერატურული ღირებულების მქონე ნაწარმოები :) ეს ჩემი ძალიან მოკრძალებული აზრია, ბევრი ალბათ არც მე გამეგება ამ საკითხში და არც თავად ავტორს :) აუ რა ვიცი ან, ახლა ბოლო ნაწილსაც გადავხედე და რა გითხრა, ჩემთვის ობობების ფიქრები და კოღოების ტრაგედიები ძალიან მისაღები საწერი თემაათქო ვერ გეტყვი, მაგრამ თუ კარგი ნაწერია, თემას როგორც წესი არ ვაქცევ ყურადღებას, მაგრამ ეს ჩემთვის არც პროზაა არ პოეზია და არც რაიმე ლიტერატურული ღირებულების მქონე ნაწარმოები :) ეს ჩემი ძალიან მოკრძალებული აზრია, ბევრი ალბათ არც მე გამეგება ამ საკითხში და არც თავად ავტორს :)
2. ხოო ლიზ, მანდ მეც ეგ რეაქცია მქონდა ,მაგრამ ბოლოში აი,ეს სახე რატომღაც:(
კარგი ხარ კარგი:) ხოო ლიზ, მანდ მეც ეგ რეაქცია მქონდა ,მაგრამ ბოლოში აი,ეს სახე რატომღაც:(
კარგი ხარ კარგი:)
1. მესამე ნაწილამდე ჩავედი და ძალიან მომინდა ამ " შთაბეჭდილების ქვეშ " რამე დამეწერა თუნდაც კოღოზე... აი ასეთი მაგალითად :
ვიფრინე... ვიფრინე... ვიბზუე... მერე მომშივდა... იქვე ქალს მუხლზე დავაჯექი... ცუდად გაეპარსა ფეხები... არადა ისე მშიოდა... მაინც ვეძგერე... ვწოვე.,.. ვწოვე... ბოლოს დავნაყრდი... ხვალ ალბათ უკეთესად ფეხებგაპარსულ ... და უკეთეს ფეხებიან... და კიდევ უკეთეს ქალსაც ... ვიპოვი.... და გამოვწოვ... ! სისხლს =))) =))) =)) მესამე ნაწილამდე ჩავედი და ძალიან მომინდა ამ " შთაბეჭდილების ქვეშ " რამე დამეწერა თუნდაც კოღოზე... აი ასეთი მაგალითად :
ვიფრინე... ვიფრინე... ვიბზუე... მერე მომშივდა... იქვე ქალს მუხლზე დავაჯექი... ცუდად გაეპარსა ფეხები... არადა ისე მშიოდა... მაინც ვეძგერე... ვწოვე.,.. ვწოვე... ბოლოს დავნაყრდი... ხვალ ალბათ უკეთესად ფეხებგაპარსულ ... და უკეთეს ფეხებიან... და კიდევ უკეთეს ქალსაც ... ვიპოვი.... და გამოვწოვ... ! სისხლს =))) =))) =))
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|