ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თინი
ჟანრი: პოეზია
24 იანვარი, 2012


და მაშინ, როცა, აღარ ვიქნები..

და მაშინ, როცა, აღარ ვიქნები..
დაგრჩება მხოლოდ ჩემზე ფიქრები..

სულში მარტოობა დაისადგურებს..
სევდა აეკვრება თვალის ბადურებს..

და მაშინ როცა აღარ ვიქნები..
ლოყას დაათოვს თეთრი ფიფქები..

მაგრამ ნუ დარდობ..  რადგან გავა დრო..
დრო გააცოცხლებს მიმკვდარ ბადურებს..

და რაც უნდა ვქნა..  ანდა ვეცადო..
დრო ჩემს ლანდებსაც გაანადგურებს..!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები