ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მელანია
ჟანრი: პროზა
27 იანვარი, 2012


. . .

იმ დღეს ადრე გამეღვიძა.ავდექი,მუსიკა ჩავრთე და სასაუზმოდ გავედი.კენკრის ჩაი მოვიმზადე და გვერდით შოკოლადები მივუწყვე.ცოტა ხანში მთელ ოთახში ტყის კენკრის სუნი ტრიალებდა.ასეთი იყო ჩემი საყვარელი საუზმე.
ფარდა გავწიე და ფანჯრიდან გავიხედე.ცა მოღრუბლული იყო.გამიხარდა,რადგან მიყვარდა ასეთი ამინდი.სეირნობა მომინდა.მალევე მოვემზადე და გარეთ გავედი.
სანამ გამოვიდოდი ჰაერს ლურჯი ფერი შეჰმატოდა.ტემპეპრატურაც სასიამოვნო იყო.
გზის იქით რამდენიმე ბიჭი იდგა და ისე მოძრაობდა,გეგონებოდა ელექტროშოკი მიუღიაო.აქეთაც ისმოდა:
-რა უყავი?
-არაფერი.-და ფიცის ნიშნად საკუთარი დედის მიმართულებით შეიგინა.
-არ მჯერა.-უთხრა პირველმა და შეაგინა.
ამაზე მეორე გაბრაზდა და ხმაურმა იმატა.თითქოს ბაზარი იყო,სადაც ყველა თავისი საქონლის ფასს გაჰყვიროდა.
მომბეზრდა მათი ყურება და გზა გავაგრძელე.ახლა მარჯვნივ გავუხვიე.
ერთი დიდი ლამაზი ხის ძირას ორი ბიჭი იჯდა.დაინტერესებულები ლაპარაკობდნენ და იღიმოდნენ.
ამ დროს დაიქუხა და,იმის მიუხედავად,რომ ასეთ ამინდში გარეთ ყოფნა მიყვარდა,რომ არ გავციებულიყავი,უკან,სახლისკენ წამოვედი.
წვიმა წამოვიდა და თანდათან გახშირდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები