ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: GAVROSHA
ჟანრი: პოეზია
5 თებერვალი, 2012


ასე თქვეს ანგელოსებმა

სიცივეები ამტვრევენ გრძნობებს
და არა ძვლებს,
ზამთრის სიცივეები-არა, მე სხვა სიცივით მცივა,
მცივა,
მცივა
და მცივა,
(მარტოობას ვგულისხმობ).
ჩემსკენ ისევ თოვს!
ჩემი დათოვლილი გზები,
შენს მზიან ქუჩას უერთდება.
ახლა თებერვალია,
ანუ თებერვალმა დაიპყრო ზამთარი
და მიყვარს თებერვლის ფერები,
თუმცა, შენი თვალები უფრო მაგიჟებენ,
შენ, ჩემს გულში გაქვს ბინა, მე-შენსაში,
თითქოს ბეღურები ვართ.
ასე თქვეს ანგელოსებმა,
რომ ჩვენ ერთნი ვართ
და შენი მზიანი ქუჩა ჩემიც არის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები