| ავტორი: ბეთ ავენ ჟანრი: პროზა 28 იანვარი, 2012 |
მართალია სუსანას პატარა მაღაზია ჰქონდა, მაგრამ სახლის ეზოში და შერეული საქონელით, თანაც უბანში ერთადერთი. ამ მიზეზით კლიენტის ნაკლებობას არ განიცდიდა. სუსანა ჩია ქალი გახლდათ, ისეთი, როგორზეც იტყვიან - ათი იმდენი ქვევით არისო. ჰო და, კარგადაც ვაჭრობდა. ერთი ვაჟი ჰყავდა - არმენა, გამუდმებით სახლის, ეზოს ან მაღაზიის შეკეთება-გადაკეთება-მოწესრიგებაში რომ იყო. ახლა სუსანას თავისი სამუშაო ადგილი ეჭირა. სკამზე პატარა ბალიში დაედო, თავშლით წელი მაგრად გაეკრა, რადგან იშიაზმა ჩამოუარა და დიდის ინტერესით ყავის ჭიქაში იხედებოდა. - აი, ჩემი არმენა დგას! ვაა? მოწყენილი რად არის? არმეენ! - გასძახა. - ჰო, დედა! - გულზე რამე დარდი ხომ არა გაქვს, შვილო? - ისევ ყავის ჭიქაში იხედები? - აჰა, ხვდება! - თავისთვის ამაყად თქვა სუსანამ და : - კი, ვიხედები! ჰო და, თქვი - სევდიანათა ხარ? - ცოტა დავიღალე. - აი! ხომ ვთქვი - რაღაც ნე ტოა - მეთქი?! - ჩაილაპარაკა და არმენას შესთავაზა: - დაისვენე, შვილო, დაისვენე! ამ დროს მაღაზიაში მეზობელი ზინა შემოვიდა და სუსანა სიამოვნებით მოჰყვა შვილის ქებას: - ძალიან მშრომელია! ერთი წუთით არ ისვენებს, სულ დვიჟენიაშია! ერთხელაც, ვიცი გაუმართლებს! - კი, კი მასე იქნება - სწრაფად დაეთანხმა ზინა, თვალი მოავლო საქონელს და: - სუსან, პური გაქვს? - მა მაღაზია რისთვისა მაქვს, პური რო არა მქონდეს? მაქვს, მაშ! ლუბოი ცვეტ! განაწყენებულ სუსანას იშიაზი გადაავიწყდა და მკვეთრი მოძრაობით სკამიდან წამოდგომას შეეცადა. ამის გამო სავსებით ლოგიკური გახლდათ იმგვარი ხმამაღალი შეძახილი, როგორიც იყო: - ვაი! - რა არის, სუსანა? - ჰკითხა დაბნეულმა ზინამ და რადგან სუსანას იშიაზი გაახსენდა დაბნეულობა თანაგრძნობაში გადაუვიდა: - ისევ წელი? - ჰო, ჰო, წელი! - სკამზემჯდომი ახლა ფრთხილად შეტრიალდა საზურგისკენ და ხელი ჩაავლო, კიდევ უფრო ფრთხილად მეორე ხელი იშიაზზე მიიდო და ძლივს წამოდგა: - რა ვუყო არ ვიცი ამ ჯანდაბას! - უი! - შესძახა ზინამ - სუსან-ჯან გუშინ სტუმრად ვიყავი და იქ ერთი ქალი იყო ვისაც, თურმე აი ეგა ძალიანაც აწუხებდა, ჰო, და მოირჩინა! - როგორ? აბა, მითხარი! - როგორ და - ახლადგარდაცვლილის ჯერ კიდევ თბილი ხელი მიუდია! ასე უსწავლებია ვიღაც ქალს. თურმე მანაც მიიდო და მას შემდეგ ნიკაკიხ პრობლემ! - მოიცაა?! - ეჭვისთვალით გახედა სუსანამ აჟიტირებულ ზინას, ერთ ამოსუნთქვაზე რომ ჩამოარაკრაკა უცნაური ამბავი. - ჰო, მეთქი, ჰო! ეგრე ყოფილა, თითონა თქვა! - სულერთია კაცისა თუ ქალისა? - სულერთია! ლიჟბი ახლადგარდაცვლილის იყოსო! - ვაა? უყურე! მაგრამ არა! კაცის ხელსა ვერ მივიდებ! - მტკიცედ განაცხადა სუსანამ. - რათა, ქალო? - ნახე სად არის! თითქმის ტრაკია! ზინას გულიანად გაეცინა: - კარგი რა! რა? გააცოცხლებს შენი ბებერი ტრაკი? ი, შენ კი რა გითხარი! - ჰო, ჰო მორჩი ეხლა, არმენამ არ გაიგოს. აჰა, შენ პური! - მოკლედ, შველისო, იმ ქალმა - გაიმეორა ზინამ და წავიდა. მაღაზიაში არტუშა შემოვიდა. ყველა გარეგნული მონაცემებით მძიმე ,,პახმელიაზე,, გახლდათ და ამას არამხოლოდ გახშირებულ სუნთქვაზე, დაბიჟვინებულ ჰაბიტუსზე და ჩახრეწილ ხმაზე მიხვდებიდით, მარჯვენა თვალს ქვემოთ მკაფიოდ ფერშეცვლილი ადგილი იკვეთებოდა და , რაც მთავარია, - არტუშა სუსანას მაღაზიაში მოკიდებული სიგარეტით შემოვიდა. სუსანასთვის კი, ამგვარი საქციელი ყველა მორალურ-ზნეობრივი ნორმატივების უხეში დარღვევა გახლდათ! ამის გამო მას აღშფოთებისაგან თვალები შუბლზე აუვიდა. არტუშამ ეს ვერ შეამჩნია და შინაურულად მიესალმა, რაშიც ძალიან შეცდა: - ბარემ, სუსან-ჯან! - იცი რას გეტყვი? ჯერ სიგარეტი გარეთ დატოვე, მერე შემოდი და წესიერად მომესალმე!- დასჭექა სუსანამ. - ვაი, ვაი, ვაი ეს რა დამემართა! მაპატიე, ქალბატონო სუსან, ცავატანემ, დამავიწყდა! - შეიცხადა არტუშამ. - ჰო, და კიდევ ერთხელ თუ დაგავიწყდება სხვა მაღაზიაში წადი! გაიგე შენა?! - სხვაგან რომ სიძვირეა, სუსანიკო? - შექმნილი სიტუაციის შერბილება სცადა არტუშამ. - იაფად თუ გინდა, დაიცავი ზაკონი! რა გინდა? ,,ჩეკუშკა,,? - ჰო, ,,ჩეკუშკა,, და რამე ,,ზაკუსკა,,. - აჰა! - დახლზე დაუდო სუსანამ. - სუსან, მითხარი, რატოა, რომ ვისაც არ უნდა სიკვდილი ის კვდება, აი ვისაც უნდა ის არა კვდება? - ჰკითხა არტუშამ. - რა? ძალიან გინდა? -მინდა, ძალიან მინდა. - აი, ჩეკუშკას რომ დაცლი, აღარ მოგინდება! ნაღვლიანად გახედა: - მაშინ უფრო მომინდება. - ჰო, კაი, ნუ გეშინია, მოკვდები! - მიახალა სუსანამ. - როდის? - ისე ჰკითხა არტუშამ, თითქოს სუსანა თეთრ მოსასხამში და ცელით ხელში ედგა წინ. - ვაა! მე რა ვიცი როდის?! ის ვიცი, რომ აუცილებლად მოკვდები! - მალე მინდა, მალე. - სინიაკი საიდან, ისევ შვილებმა გცემეს? - ჰო - ასეთს რას ეუბნები, რო საკუთარი შვილები გცემენ? - ისეთს არაფერს... რძალს ვუთხარი ბოზი ხარ მეთქი. - ვააი, ჯანდაბა შენ! ეგეთ გოგოს როგორ აკადრე?! განა ბოზია?! - არა, ბოზი არ არის, მთვრალი ვიყავი და... - იმდენად შერცხვა არტუშას, რამდენადაც მის იმწუთიერ მდგომარეობას შეესაბამებოდა. - ჰო და, ნუღა დალევ და აღარ ეტყვი, თვალიც ჯანსაღად გექნება! რა? მაზოხისტი ხარ? - მე ერთი მშრომელი კაცი ვარ, სუსან, შენ ხომ იცი? - მერე, რა? ყველაც შრომობს, მაგრამ რძალს ბოზს არ ეძახის! წადი, წადი და ნუღა დალევ, მაშინ აღარც ეტყვი, თვალიც ეგრე აღარ გექნება! არტუშამ ჩეკუშკა სათუთად ჩაიდო შარვლის ჯიბეში. ზაკუსკა უბეში გაუშვა და გასასვლელისკენ მძიმედ დაიძრა. მერე შეჩერდა: - როგორ მინდა სიკვდილი, რომ იცოდე.... - ეს იმგვარად წარმოსთქვა, რომ სიტყვებმა სუსანას გულამდე გაიკვლიეს გზა, რა მიზეზითაც იგი არტუშას დამშვიდებას შეეცადა: - აუცილებლად მოკვდები, არტუშ, ნუ გეშინია. - ეჰ...როდის, როდის? - და გავიდა. - ეეე, გიჟია?! აბა რა ვიცი როდის?! - თქა სუსანამ და იმწამსვე კარებში გურგენა შენიშნა: - მოდი აქა, მოდი! - გამარჯობა, ქალბატონო სუსანა. - მიესალმა ნირწამხდარი გურგენა. - ერთი მითხარი, შენა, ვალებს რომ დააგროვებ ასეთი ვეჟლივი მერე ხდები, არა?! მითხარი როდის გადაიხდი?! - შეუვალი სჩანდა. - აი, ხვალ მოგიტან! - სხარტად მიუგო გურგენამ. - რატომ - დღეს არა?! სად წაიღე გუშინ რომ შეკვეთაში ფული აიღე?! ჰა?! - საიდან იცი, რომ ავიღე? - ყოველი შემთხვევისთვის გადაამოწმა გურგენამ. - გუშინ ზურასთან მუშაობდი? - კი. - მერე? მორჩი? - კი, მოვრჩი! - არ თმობდა გურგენა. - ჰო და, ზურას კარგად ვიცნობ, ეგრევე იხდის! ესე იგი რახან მორჩი - ფულიც აიღე! ეგრეა? - ჰო, ავიღე - ვეღარ უარყო გურგენამ სუსანას რკინის ლოგიკა. - ვალი დააბრუნე, გურგენ! - სუსანას თვალები ნელნელა შუბლისკენ მიემართბოდნენ. - ჰო, ჰო, დავაბრუნებ! - გურგენამ ხელი ჯიბისკენ წაიღო და ჩაილაპარაკა: - ეს ინჩა გესტაპო, ელი. - რა თქვი? - არაფერიც არ ვთქვი! აჰა შენი 21 ლარი! - მაშინ რატომ ,,ხვალ,,? - კრასკა უნდა მეყიდნა! - კრასკა ხვალ იყიდე! რ გინდა, თქვი! - 2 პური და 10 კვერცხი! ვააა! - რა ,,ვააა,,? - არაფერი, ჩემთვის ვთქვი. - შენთვის შენს ტერიტორიაზე თქვი! აჰა, შენი ტავარი და ჰაიდა! გურგენა, რა თქმა უნდა გავიდა. - გინახავს? ჩემს ფულს არ მაძლევდა! კრასკა და ზახრუმა, შენ! სუსანას არმენა გაახსენდა: - არმენ, მოდი, შვილო, დაისვენე! - ისე, დავიღალე, ჰო! კედელში არმატურა შემხვდა! - შენც გვერდი აუარე, არმენ! - კოსად იქნება! - ძალიან კოსად? - აბა, მა რა! -მაშინ გურგენას ,,ბალგარკა,, სთხოვე, უარს ვერ გეტყვის! - უკვე ზუბილით გადავჭერი! - იმიტომაც დაიღალე! მოდი დაისვენე, მოდი! - მაცადე რა, დედა! - მკაცრი იყო ხმა არმენასი. - კი, ბატონო, მიდი, მიდი იმუშავე! იშრომე მანამ არ დავარდები, მანამ არ მოკვდები! მათი გადაძახილი უეცარმა შეკივლებამ და ხმაურმა შეწყვიტეს. - ვაი! ეს რა ხდება?! - სუსანა მაღაზიიდან გავიდა და საიდანაც, სავარაუდოთ ხმები მოდიოდა, იქით დიდის ინტერესით იხედებოდა. მეზობელი ქალები სწორედ იქით მიიჩქაროდნენ. - რა მოხდა, ლიდა?! - გასძახა სუსანამ. - არტუშა მომკვდარა! - არტუშაა?! - ჰო, ჰო! არტუშა! - ვაააი?! რითი, ლიდა? - თავი ჩამოიხრჩო! - ვააა, შეხედე! თურმე როგორ უნდოდა სიკვდილი? პრიროდნის არ დაელოდა, ხედავ? - ეუბნებოდა სუსანა ხმაურზე გამოსულ არმენას - ახლა აქ იყო, ჩეკუშკა წაიღო! ვააა! არმენამ თავი გააქნია და სახლში შებრუნდა. სუსანა ერთხანს იდგა, მერე მაღაზიისკენ შეტრიალდა და იშიაზმა დაუნდობლად გაახსენა თავი, რაც სახეზე მკაფიოდ აღებეჭდა. ახლა ძალიან ფრთხილად ზურგი აქცია მაღაზიას და არტუშას სახლისკენ წავიდა. გზაში იშიაზის შეტევამ უმატა და სათანადოთ სუსანას სახის გამომეტყველებაც დამძიმდა, რაც სამძიმრის სათქმელად მისულს საქმეში წაადგა. - ვიცი, სუსან, ვიცი, როგორ პატივსა სცემდი ჩემს არტუშას. აღარა მყავს არტუშა, აღარა მყავს... -მიატირა ცოლმა. - ჰო, ჰო, ძალიან შემეცოდა, ძალიან, ეჰ... - და მხოლოდ რამოდენიმე მცედლობის შემდეგ გვერდით მიუჯდა არტუშას ცოლს, მალევე საუბარი გაუბა და ცოტა ხანში მხოლოდ არტუშას ცოლის თანდასწრებით, არტუშას ხელი სუსანას ,,თითქმის ტრაკზე,, ჯერ კიდევ თბილი იყო. სუსანას იმედი მიჰქონდა სახლში. ისევ ნელა მოძრაობდა. ფიქრებმა გაიტაცეს და ამ ფიქრებში არტუშას ხელს დიდი უპირატესობა ენიჭებოდა. - ნეტავი მართლა მიშველის? - ეს კი გაიფიქრა და იმ წამსვე ქვას ფეხი წამოდო და პირქვე გაიშხლართა. რისი წამოძახებაც მოასწრო ეს გახლდათ კლასიკური -,,ვაი!,,- რადგან ,,თითქმის ტრაკთან,, რაღაცამ გაიჭახუნა. მიცვივდნენ დამნახავები და წამოაყენეს ქალი. - სუსანა, ხომ არაფერი იტკინე? - მგონი არა - თქვა და ნაბიჯი გარკვეული სითამამით გადადგა, შეჩერდა, ჯერ ერთ გვერდზე გადაიხარა, მერე მეორეზეც, წინაც დაიხარა, უკანაც გადაიზნიქა. - ვარჯიშობ, სუსან? - ეს გურგენამ არ გაუშვა შანსი. - ეგ შენი საქმე არ არის! მიდი, გაიარე! - წელიც დაატრიალა სუსანამ. ცოტა არ იყოს იქმყოფნი გაოცებულნი იყვნენ. სუსანას ეს სულაც არ ანაღვლებდა. საქმე ის გახლდათ, რომ სუსანა იშიაზს დაეტოვებინა! ეს არ გახლდათ ურიგო ამბავი, მაგრამ ახლა დიდი საფიქრალი მიეცა: - ეს უეცარი განკურნება არტუშას ხელის, თუ ქვაზე წამოდებული ფეხის გამო, პირქვე მიწაზე გაშხლართვის შედეგი იყო?! - ერთი ნამდვილად იყო - ამ ფაქტის შემდეგ, მთელი უბანი ერთმანეთის ჯანმრთელობით დიდათ დინტერესდა, ამ კუთხით, განსაკუთრებით, ხანდაზმულების მდგომარეობა გახდა უპირატესი... აი, არტუშას და სუსანას იშიაზს დღესაც ერთდროულად იხსენებენ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. ისე მსუბუქადაა მოტანილი სათქმელი , ცრემლნარევი იუმორი ,პერსონაჟების ინდივიდუალურობა და ხასიათები ისე ოსტატურადაა დანახული,..მოკლედ, საუკეთესო მასალაა რეჟისორისთვის.
თუმცა, დიალოგებს შორის, ავტორისეული დამოკიდებულება და შეფარული ირონია ფილმში, ან სცენაზე უდავოდ დაიკარგება,და ეს დააზარალებს მოთხრობას,
ჩემგან დიდი მოწონება და შეფასებაც-უმაღლესი. ისე მსუბუქადაა მოტანილი სათქმელი , ცრემლნარევი იუმორი ,პერსონაჟების ინდივიდუალურობა და ხასიათები ისე ოსტატურადაა დანახული,..მოკლედ, საუკეთესო მასალაა რეჟისორისთვის.
თუმცა, დიალოგებს შორის, ავტორისეული დამოკიდებულება და შეფარული ირონია ფილმში, ან სცენაზე უდავოდ დაიკარგება,და ეს დააზარალებს მოთხრობას,
ჩემგან დიდი მოწონება და შეფასებაც-უმაღლესი.
8. აჰა, წავიკითხე შენი სომხებიც :)))
აჰა, წავიკითხე შენი სომხებიც :)))
7. ძალიან მომეწონა. სიამოვნებით იკითხება. ზოგადად,ხშირად ვამბობ, რომ დიალოგებში გახსნილი კვანძი, მოტანილი ხასიათები პერსონაჟების და ა.შ დიდ ოსტატობას მოითოვს, ავტორისგან ერთდროულად რამოდენიმე სხვადასხვა ტიპაჟის ადამიანის ნაცვლად ფიქრსა და აზროვნებას.
სევდიანი და იუმორით. იშიაზის ხაზმა, ვთქვა სიმართლე,ძალიან გამამხიარულა. ძალიან მომეწონა. სიამოვნებით იკითხება. ზოგადად,ხშირად ვამბობ, რომ დიალოგებში გახსნილი კვანძი, მოტანილი ხასიათები პერსონაჟების და ა.შ დიდ ოსტატობას მოითოვს, ავტორისგან ერთდროულად რამოდენიმე სხვადასხვა ტიპაჟის ადამიანის ნაცვლად ფიქრსა და აზროვნებას.
სევდიანი და იუმორით. იშიაზის ხაზმა, ვთქვა სიმართლე,ძალიან გამამხიარულა.
6. სევდაც არის და რატომღაც ფინალი იუმორისტულში გადაიხარა! სევდაც არის და რატომღაც ფინალი იუმორისტულში გადაიხარა!
5. აჰ, როგორ არ მინდოდა, ასე დამთავრებულიყო.
არა, სხვანაირად უნდა დამეწყო:
ძალიან მომეწონა, ძალიან. ტრადიციულად (ამ გვერდზე). ზუსტად ის იყო, რაც ახლა მინდოდა. გამყვება, ვიცი
და ფინალი.. :) აჰ, როგორ არ მინდოდა, ასე დამთავრებულიყო.
არა, სხვანაირად უნდა დამეწყო:
ძალიან მომეწონა, ძალიან. ტრადიციულად (ამ გვერდზე). ზუსტად ის იყო, რაც ახლა მინდოდა. გამყვება, ვიცი
და ფინალი.. :)
4. კარგი იყო ძალიან .ბუნბრივი და ლაღი ტხრობით. წარმატებები. კარგი იყო ძალიან .ბუნბრივი და ლაღი ტხრობით. წარმატებები.
3. მოგიკითხეთ...:-* ნაცნობი დიალოგები იყო...წმინდა წყლის ავლაბრული...:)) კარგად რომ ვიფიქრო, პერსონაჟებიც ნაცნობები აღმოჩნდებიან...:) მოგიკითხეთ...:-* ნაცნობი დიალოგები იყო...წმინდა წყლის ავლაბრული...:)) კარგად რომ ვიფიქრო, პერსონაჟებიც ნაცნობები აღმოჩნდებიან...:)
2. ბევრი კორექტურაა თხრობა კარგი, მაგრამ სულ ცოტა დაულაგებელია თან თუ არ ვცდები, სათადარიგო ვარიანტებითაა გაპარული. ფინალი მთლად კარგი ვერაა რაღაც დაუსრულებლის შთაბეჭდილება დატოვა, აკლია თითქოს რაღაც.
3 ქულის დასაწერად ცოდოა.
4 იყოს თუნდაც ავტორის პოტენციალისთვის :) ბევრი კორექტურაა თხრობა კარგი, მაგრამ სულ ცოტა დაულაგებელია თან თუ არ ვცდები, სათადარიგო ვარიანტებითაა გაპარული. ფინალი მთლად კარგი ვერაა რაღაც დაუსრულებლის შთაბეჭდილება დატოვა, აკლია თითქოს რაღაც.
3 ქულის დასაწერად ცოდოა.
4 იყოს თუნდაც ავტორის პოტენციალისთვის :)
1. დავიწყე კითხვა თუ არა, თვალში მეცა :)
"მართალია როზას პატარა მაღაზია, მაგრამ სახლის ეზოში და შერული საქონელით, თანაც იბანში ერთადერთი" ცხადია მექანიკური შეცდომაა
ვაგრძელებ კითხვას :) დავიწყე კითხვა თუ არა, თვალში მეცა :)
"მართალია როზას პატარა მაღაზია, მაგრამ სახლის ეზოში და შერული საქონელით, თანაც იბანში ერთადერთი" ცხადია მექანიკური შეცდომაა
ვაგრძელებ კითხვას :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|