 | ავტორი: უბრალო. ჟანრი: პოეზია 31 იანვარი, 2012 |
იმდენად მატულობს სიგიჟე, სულ ჩამოვიხევ სხეულის ნაწილებს. იმდენად მიზიდავს სიშიშვლე, ალბათ ჩავიცმევ...
ისევ მოვისხავ ადამიანის მოსასხამს, დავიჯერებ რომ მშვიდი ვარ და ისევ დავიწყებ სანთლის დანთებას, იქ სადაც ადამიანებს საკუთარი ცოდვებისთვის მოეთხოვებათ. იმდენად მატულობს სიგიჟე, სიამოვნებით გადავწვავ წარსულს, გრიგალს გავატან მომავლის ფიქრებს და ისევ ჩავიცმევ,
ისევ დავიხურავ ნამუსის ქუდს და ისევ ვიყვირებ, ძლიერ მშვიდი ვარ! მაგრამ...
ხო მაგრამ არა! არ მეკუთვნის სიმშვიდე, არ მეკუთვნის ბედნიერება! მე დროს ვათხოვე საკუთარი ბედნიერება და დრო მიმატებს ამ სიგიჟეს წყეულ სხეულში!
და თან იმდენად მატულობს სიგიჟე, სულ ჩამოვიხევ სულის ნაწილებს! იმდენად მიზიდავს სიშიშვლე, ალბათ ჩავიცმევ!
და დავიყვირებ რომ მე გიჟი ვარ! რომ მე მშვიდივარ უფრო ასეთი! და არა სანთლით, და არა ლოცვით, განა სიგიჟე ლოცვა არაა? განა სიტყვებიც სანთლები არაა?
მე დავიყვირებ! რომ შიშველი ვარ, და გადავიცმევ კვლავ ადამიანს! სანთლებსაც დავანთებ, ვილოცებ კიდეც! ოღონდ მითხარით რომ მე გიჟი ვარ!
და ვერ გავარჩევ ვერც სინათლეს, ვერც სიკეთეს სიბოროტისგან! ვერ შევისწავლი ცხოვრების გზებით მშვიდად ცხოვრებას! არ შემიძლია მე ჩაცმულმა ვიცოცხლო როცა ჩემი სიშიშვლე ასე მიზიდავს!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. შესასწორებელია ,მაგრამ ეგ ხშირ წერაში მოვა,ნაკლები შეცდომები).წარმატებები შესასწორებელია ,მაგრამ ეგ ხშირ წერაში მოვა,ნაკლები შეცდომები).წარმატებები
7. ძალიან კარგია.. ემოციურია ძალიან კარგია.. ემოციურია
6. შენ მაგარი კაცი ხარ : )))))))))))))))))))))))))))))
შენ მაგარი კაცი ხარ : )))))))))))))))))))))))))))))
5. არ შემიძლია მე ჩაცმულმა ვიცოცხლო როცა ჩემი სიშიშვლე ასე მიზიდავს!
:) გაცივდები არ შემიძლია მე ჩაცმულმა ვიცოცხლო როცა ჩემი სიშიშვლე ასე მიზიდავს!
:) გაცივდები
4. აუჰ :დ "მე დავიყვირებ! რომ შიშველი ვარ,"
აუჰ :დ "მე დავიყვირებ! რომ შიშველი ვარ,"
2. ძალიან უბრალოა. არ მომწონს ძალიან უბრალოა. არ მომწონს
1. ჩავიცმევ-ჩავიცვამ!!
წავიკითხავ ბოლომდე:)
უი! მოვისხავ ...:( გადავიცმევ
ადამიანო-რამდენჯერ ჩაგაცვა?:) მაინც იხდი და:)
ოღონდ მითხარით რომ მე გიჟი ვარ-მაზოხისტი ხარ შენ და ტყვილა ავიშალე მე ნერვი ამ დილა ბნელზე:) ჩავიცმევ-ჩავიცვამ!!
წავიკითხავ ბოლომდე:)
უი! მოვისხავ ...:( გადავიცმევ
ადამიანო-რამდენჯერ ჩაგაცვა?:) მაინც იხდი და:)
ოღონდ მითხარით რომ მე გიჟი ვარ-მაზოხისტი ხარ შენ და ტყვილა ავიშალე მე ნერვი ამ დილა ბნელზე:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|