ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხუჭუჭა13
ჟანრი: პოეზია
4 თებერვალი, 2012


მებრძოლნი

მებრძოლნი
ჩახერგილა
თოვლით რაჭის მთები,
ნაქერალა
ცეკვავს რაჭულს, სხაგვარს,
მყინვარწვერმა
მოიწყინა ყაზბეგს,
გომბორის ქედს
არ ათოვს და არა!
შხარამ
უშბას ჩაჩურჩულა ყურში:
მოდი, ერთად გადავლახოთ
ცხრა მთა,
დავიბრუნოთ ოსეთი და აფხაზს
გავუთენოთ
აფხაზეთის კართან!
ყური მოჰკრა
თრიალეთის ქედმა
პატრიოტთა მწვერვალთ
გულის ძგერას,
კავკასიონს
გაყინულა თერგი,
შავ ყორანმა
უღალატა ტრაქტატს!
დავიბრუნოთ
ახალგორი ბრძოლით,
არ შეშინდეთ!
მოვილოცოთ საყდარს,
გავმთლიანდეთ,
ქართველებო, მალე!
ვიდრე ვცოცხლობთ,
არ დავნებდეთ მტარვალს!



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები