ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: GAVROSHA
ჟანრი: პოეზია
1 თებერვალი, 2012


ეს იყო 31 დეკემბერს

გზები არეუი,
ნაბიჯები დაღლილი,
ფეხსაცმელი ძველი,
შარვალი დახეული,
კურტკა ლაქიანი,
ქუდი... ქუდი არ ეხურა.
ხმაში სევდა შეპარული,
თვალები ამღვრეული და ძირს დახრილი,
ხელები გაწვდილი და გათოშილი,
სახეზე ცრემლი მიყინული,
მეგობარი არც ერთი,
გრძნობა ერთი, მხოლოდ სიყვარული,
სიყვარული უფლის მიმართ.
ასე მიუყვებოდა 14, თუ 15 წლის ბიჭი, მატარებლის ვაგონებს
და ითხოვდა მოწყალებას,
თითქოს შვილი იყო ბუნების,
თითქოს ბუნებამ დაბადა და გაზარდა,
ისე მიუგდია ამ სამყაროს მარტოობისთვის.
ეს იყო 31 დეკემბერს,
23 საათსა და 48 წუთზე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები