ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
1 თებერვალი, 2012


იქნებ, შენ მითხრა გამოსავალი...

გახედე, იქით მოსახვევია,
უფრო მკვეთრი და უფრო საშიში.
ახლა ჩემს აზრებს, მოხრილმხრებიანს
გაასწორებდა წელში ჰაშიში.
გახედე, იქით ნისლი დაცურდა,
შენი სავალი გზაც იბინდება.
"გაზი" მიეცი, ერთი კაცურად
და შენც "ჩიტივით გაგიფრინდება"...
გახედე, იქით ყველა წავიდა,
ვისაც უყვარდი, ვისიც გესმოდა.
და რომ დაბრუნდეს ის დრო თავიდან,
ისევ შეყრიდი ბიჭებს ეზოდან.
ისევ დადებდი შენს თავს თავდებად,
გასამართლებლად შენი მეგობრის.
შენ რომ გგონია, იქ არ თავდება
შენში ღმერთი და სული შემნდობი!..
იყო ცხოვრება გადაზოლილი,
ხომ იყო შავზე თეთრით ნაწერიც.
გაქრა, აორთქლდა მწვანე ბოლივით
ბედი, რომელიც შენ ვერ გაჭერი...
ზოგი ტყვიით და ზოგიც წამალით,
ყველა იქ არის, შენც რომ მოგიწევს.
- იქნებ, შენ მითხრა გამოსავალი,
მანამ, კი ძმაკაც, ერთ ღერს მოგიწევ...
            01.02.12


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  თიკუნა, მედეა მოლოდინი ვულოცავთ დაბადების დღეს