ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლეჩხუმელი
ჟანრი: პოეზია
2 თებერვალი, 2012


ასე დანახული შუაღამე

ვასრსკვლავნი ისევ უკრავენ ტანგოს ,
მოკაზმულ მთვარეს ეცეკვა ზეცა
ქარი მიუშვა თავის ნებაზე და
ქარიც ღრუბლებს გიჟივით ეცა,

და ქარმა მაშინ ყველა ღრუბელი
კულისებს მიღმა გადაათრია
გამოჩნდა ცეკვით დაღლილი მთვარე,
მთვარე, რომელსაც რაღაც აკლია.

დასრულდა ცეკვა , დადუმდა ტანგო
ოფლად იღვრება დაღლილი ზეცა
და როცა მთვარე ცეკვავდა ტანგოს
შენთვის მინდოდა რამე რომ მეთქვა...

იმღამით ვნახე მე მთვარის ტანგო
მე მთვარის ღალატს ვუყურე წუხელ
დღეს კი მზე არის რატომღაც სიძე
და მთვარე იდგავს მაგასთან უღელს

ქორწილში მთვარის მეჯვარე ვიყავ
მეფე-დედოფალს ჯვარს წერდა ღამე
და როცა ბეჭდები გაცვალა წყვილმა
როგორ მინდოდა მეც მეთქვა რამე,

მაგრამ სინათლის გვაშორებს წლები,
და სხივებს ვატან წერილებს ჩუმად
მე მოგიყვები ჩემს თავზე ამბავს
სიყვარუსლ როგორ მივირთმევ უმად

ისევ დაღამდა , და ეხლა ვალსი
მაგრამ პარტნორი აღარ ყავს ზეცას
და მაშინ როცა ცეკვავდა მთვარე
მინდოდა შენთვის გრძნობები მეთქვა....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები