ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლეჩხუმელი
ჟანრი: პოეზია
5 თებერვალი, 2012


***

წვიმიანი დღეებია გვიანი მარტის,
ადრეულ აპრილს გაუფურჩქნავი კვირტები ხვდება
და სიყვარული ,როგორც მერცხლის შიშველი ბარტყი
ფრენის ინსტიქტით შემოსილი საოცრად კვდება.

ზაფხულის დღეებს ელოდება იმ წვიმის რიგო ,
რომელიც შემდეგ დაუსველებს ბუნებას კალთას
მერე კი ბუნებაა რატომღაც მშვიდი
და ამ სიმშვიდეს სველი მიწის სურნელი ახლავს.

შემოდგომისფერ სივრცეებში ჩაეფლო მიწა
ტყემ კი მიიღო საოცარი ყვითელი ფერი
და , როგორც გერი ,სხივი ტოვებს ნაცვლების ბინას
მოჟამულ მიწამ დაიხურა ღრუბლების ჭერი.

თეთრი ზამთარი მოვარდება , როგორც სიგიჟე
და თითქოს ფარას ემსგავსება მთელი სამყარო
აი ამ ერთხელ მზის სხივებს ხმით დაიყვირე
და მერე თუ გსურს ყველაფერი წყალში ჩავყაროთ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები