ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გუგა
ჟანრი: პოეზია
11 თებერვალი, 2012


საღამო - დილა

ახლა,
შენი თვალებით უფალი იყურება,
ახლა,
შენი ღიმილი ღვთაებრივი მადლია,
ვიცი,
ტკივილმალამო ცრემლად დაიწურება,
და სიცოცხლის ღვარცოფი გამოამტვრევს გალიას.

ჩამოჯდება მხარმარჯვნივ ანგელოზი ღიმილით,
ამ ყველაფერს ხომ იცი დასჭირდება საღამო,
მოიკითხავ მარიამს უნაზესი, თბილი ხმით,
საიდუმლო განგების,
ვიცი,
უნდა ახარო.

მერე,
მივხვდი ყველაფერს, ხანმა რომ ჩაიარა,
ვიცი,
ჩემი დედაა ფრესკად რომ იყურება,
...და ყველაფერს ამას წყვეტს წლები,
ბედი კი არა,
...და ამ ყოფის ფინალი ხორკლიანი დილაა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები