 | ავტორი: თანანა ჟანრი: პოეზია 16 თებერვალი, 2012 |
არავინ იცის, როდის მოვა ის, ერთადერთი, ანესთეზიას რომ გიკეთებს, თანაც გულუხვად. არავინ იცის, როდის გკითხავს შენში ჰამლეტი, -”ყოფნა-არყოფნა?” - მატლისა ხარ მაინც, ულუფა...
რა ვერ გაუგე ამ ცხოვრებას, დედაარღნიანს, მხოლოდ ძლიერი რომ ჭირდები, სალი კლდესავით. ტანს შემოგიცვამს გაზაფხული ზამთრის ბაღიდან, ეკალზე ქათიბმოდებული, დაუკემსავი...
მიკვირს, ჯერ კიდევ როგორ შეგრჩა გულუბრყვილობა, გაცრუებისთვის როგორ არ სჯი კეთილ იმედებს. თუმცა, ხომ გახსოვს, დამდუღრული როგორ ტიროდა, ერთხელ მაგ მწარე სიმართლისთვის რომ გაიმეტე...
და ცხოვრობ ასე, გაწელილი დროში კადრივით, ეთამაშები შენს ღირსებას ხანგრძლივ პარტიას. ჰო, ეს ცხოვრება სულ არ არის ასე მარტივი, რასაც წაგართმევს, მერე შენვე რომ გაპატიოს... მოჰგევხარ მხოლოდ ჭიაყელას, უღვთოდ გაწელილს, მოგაქვს ქვა-ღორღზე შენი აწმყო, შენი წარსული. გიდევს ცხოვრება - რომანივით ვრცელი ნაწერი, შენსავე მიერ ალაგ-ალაგ გადახაზული. 16.02.12
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. ეს ძალიან კარგი ლექსი არ მქონდა წაკითხული, სამწუხაროდ და საბედნიეროდაც-ახლა ხომ წავიკითხე და ვისიამოვნე?! ეს ძალიან კარგი ლექსი არ მქონდა წაკითხული, სამწუხაროდ და საბედნიეროდაც-ახლა ხომ წავიკითხე და ვისიამოვნე?!
9. ~გიდევს ცხოვრება - რომანივით ვრცელი ნაწერი, შენსავე მიერ ალაგ-ალაგ გადახაზული.~
ლექსი კარგია. ფინალი შესანიშნავი. რამდენი რამის თქმა შიძლება ამ ორი სტრიქონის შინაარსის ირგვლივ. მართლაც, რამდენ რამეს ვაფერადებთ ჩვენი ცხოვრების რომანიდან, რამდენ რამეს ვამუქებთ და რამდენს ვშლით. ალბათ, სხვაგვარად არც შეიძლება, რათა ფსიქიკა გადარჩეს. ~გიდევს ცხოვრება - რომანივით ვრცელი ნაწერი, შენსავე მიერ ალაგ-ალაგ გადახაზული.~
ლექსი კარგია. ფინალი შესანიშნავი. რამდენი რამის თქმა შიძლება ამ ორი სტრიქონის შინაარსის ირგვლივ. მართლაც, რამდენ რამეს ვაფერადებთ ჩვენი ცხოვრების რომანიდან, რამდენ რამეს ვამუქებთ და რამდენს ვშლით. ალბათ, სხვაგვარად არც შეიძლება, რათა ფსიქიკა გადარჩეს.
8. ნაწყენი ტონით და მცირე ტრაგიზმით, გულს რომ მოიფხან ცხოვრებაზე,ისეთი ლექსია :) სათაური მაგარი აქვს ნაწყენი ტონით და მცირე ტრაგიზმით, გულს რომ მოიფხან ცხოვრებაზე,ისეთი ლექსია :) სათაური მაგარი აქვს
7. რა ვერ გაუგე ამ ცხოვრებას, დედაარღნიანს, მხოლოდ ძლიერი რომ ჭირდები, სალი კლდესავით. ტანს შემოგიცვამს გაზაფხული ზამთრის ბაღიდან, ეკალზე ქათიბმოდებული, დაუკემსავი...
რა ვერ გაუგე ამ ცხოვრებას, დედაარღნიანს, მხოლოდ ძლიერი რომ ჭირდები, სალი კლდესავით. ტანს შემოგიცვამს გაზაფხული ზამთრის ბაღიდან, ეკალზე ქათიბმოდებული, დაუკემსავი...
6. და ცხოვრობ ასე, გაწელილი დროში კადრივით,
ჰო, ეს ცხოვრება სულ არ არის ასე მარტივი, რასაც წაგართმევს, მერე შენვე რომ გაპატიოს... და ცხოვრობ ასე, გაწელილი დროში კადრივით,
ჰო, ეს ცხოვრება სულ არ არის ასე მარტივი, რასაც წაგართმევს, მერე შენვე რომ გაპატიოს...
5. კარგია ;)) ++ კარგია ;)) ++
4. ყოფნა-არყოფნა?
to be... to be... ნაღდად ასე ჯობია, კლიანუს :))))
და ცხოვრობ ასე, გაწელილი დროში კადრივით, ეთამაშები შენს ღირსებას ხანგრძლივ პარტიას. ჰო, ეს ცხოვრება სულ არ არის ასე მარტივი, რასაც წაგართმევს, მერე შენვე რომ გაპატიოს... მოჰგევხარ მხოლოდ ჭიაყელას, უღვთოდ გაწელილს, მოგაქვს ქვა-ღორღზე შენი აწმყო, შენი წარსული. გიდევს ცხოვრება - რომანივით ვრცელი ნაწერი, შენსავე მიერ ალაგ-ალაგ გადახაზული.
+5 :*-თურთ! ყოფნა-არყოფნა?
to be... to be... ნაღდად ასე ჯობია, კლიანუს :))))
და ცხოვრობ ასე, გაწელილი დროში კადრივით, ეთამაშები შენს ღირსებას ხანგრძლივ პარტიას. ჰო, ეს ცხოვრება სულ არ არის ასე მარტივი, რასაც წაგართმევს, მერე შენვე რომ გაპატიოს... მოჰგევხარ მხოლოდ ჭიაყელას, უღვთოდ გაწელილს, მოგაქვს ქვა-ღორღზე შენი აწმყო, შენი წარსული. გიდევს ცხოვრება - რომანივით ვრცელი ნაწერი, შენსავე მიერ ალაგ-ალაგ გადახაზული.
+5 :*-თურთ!
3. და ცხოვრობ ასე, გაწელილი დროში კადრივით,
და ცხოვრობ ასე, გაწელილი დროში კადრივით,
2. "და ცხოვრობ ასე, გაწელილი დროში კადრივით, ეთამაშები შენს ღირსებას ხანგრძლივ პარტიას." კარგად იცით თქმა ...ზუსტად... "და ცხოვრობ ასე, გაწელილი დროში კადრივით, ეთამაშები შენს ღირსებას ხანგრძლივ პარტიას." კარგად იცით თქმა ...ზუსტად...
1. მომეწონა, ძაან კარგია . წარმატებები :) მომეწონა, ძაან კარგია . წარმატებები :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|