ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მელანია
ჟანრი: პროზა
16 თებერვალი, 2012


უკანასკნელი განდობა

მოხუცდა...
მარტო ცხოვრობდა.
უეცრად ცუდად გახდა,სივრცემ მის გარშემო ქანაობა დაიწყო.
იქვე,იატაკზევე ჩაამოჯდა,რომ მოულოდნელად არ დაცემულიყო.გვერდით,მაგიდაზე,ფურცლები და კალმები ეწყო.
იმის გამო,რომ სიკვდილის წინაც მარტო არ ყოფილიყო,გულისნადების მათთვის განდობა გადაწყვიტა.
რამდენიმე დღის შემდეგ,რომელიღაც მეზობელი ეწვია,მაგრამ სახლში მხოლოდ მასპინძლის უსულო სხეული და იქვე დაგდებული ფურცელი იპოვა,სადაც ეწერა:"არ მეშინია".

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები