ლ– ავად გამიხდა თოჯინა, ჩემი პატარა გრეტა, ერთი თეთრიც არ მიჭყავის, უფულოდ რა ვქნა ნეტა? მეზობელს უნდა ვესესხო თუნდ ათიოდე ლარი, თუ კი არ მომცა, რაღა ვქნა? ვაიმე, ჩემი ბრალი.
გოგო, ნათია, მისმინე რა გასაჭირი მადგას, ჩემი პატარა გრეტუნა წუხელის ცუდად გახდა.
ნ– უი, დამიდგეს თვალები, ალბათ გაცივდა ლალი, სულ ონკანის ქვეშ თამაშობს, იხვივით უყვარს წყალი.
ლ– სიცხე აქვს ძლიერ მაღალი, ტკივა ყელი და ყური, ექიმთან მინდა მიყვანა, მშვიდად მექნება გული. ეგება რამე მასესხო, გექნება ცოტა ფული.
ნ– რამე რომ მქონდეს, გეთაყვა, არ გაგაწბილებ ლალი, ვფიცავარ ყველა თოჯინას, მაქვს მხოლოდ ერთი ლარი.
ლ– რა ვქნა , რა წყალში ჩავვარდე, ექიმს რა მივცე, მითხარ? არც დაზღვევა მაქვს, უწამლოდ, როგორ დავტოვო დიდხანს?
ნ– ისევ შინაურ რეცეპტით იქნებ ვუშველოთ რამე? ვარდის ნაყენი მიეცი და ოფლს მოადენს ღამე. ხველებისათვის დაიკო, კამის ნახარში ასვი, ძმრის საფენები დაადე და გამორეცხე ბავშვი.
ლ– შენ გაიხარე, მადლობა, ტვინი დამებნა ისე... რამე რომ მომგონებოდა, წუხელ ვიზამდი მყისვე.
ლ და ნ– ვაი,ეს რა დრო დაგვიდგა, თვით ექიმიც კი წახდა, უფულოდ ფეხებს გაჭიმავს, თუ ვინმე ავად გახდა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
21. კარგია ! თითქოს ბავშვური ლექსია მაგრამ რომ ჩაწვდები მიხვდები დღევანდელი გაჭირვებული დრო ჩანს,... ისე ერთი ლექსი გამახსენა: მანანა -ლალი, ლალი ჩემო ლალი ლალი - რაო ჩემო მანანა ეგთოჯინა დედაშენმა ჩემთან გამოგატანა?.............. :))) კარგია ! თითქოს ბავშვური ლექსია მაგრამ რომ ჩაწვდები მიხვდები დღევანდელი გაჭირვებული დრო ჩანს,... ისე ერთი ლექსი გამახსენა: მანანა -ლალი, ლალი ჩემო ლალი ლალი - რაო ჩემო მანანა ეგთოჯინა დედაშენმა ჩემთან გამოგატანა?.............. :)))
20. რამე რომ მქონდეს, გეთაყვა, არ გაგაწბილებ ლალი, ვფიცავარ ყველა თოჯინას, მაქვს მხოლოდ ერთი ლარი. რამე რომ მქონდეს, გეთაყვა, არ გაგაწბილებ ლალი, ვფიცავარ ყველა თოჯინას, მაქვს მხოლოდ ერთი ლარი.
18. შინაარსობრივად ძალიან კარგი და ღიმილის მომგვრელი ლექსია. მაგრამ, ჩემი აზრით, მარცვლების ჩავარდნის პრობლემა არის ამ ლექსში. იმედია, რჩევას არ მიწყენთ და იქნებ მარცვლების თანაბარზომიერებისათვის კიდევ ერთხელ წაიმუშაოთ ამ ლექსზე, ანუ გააშალაშინოთ და ბერვად უკეთესი იქნება. დიდი მადლობა, რომ ბავშვებისათVის წერთ. შინაარსობრივად ძალიან კარგი და ღიმილის მომგვრელი ლექსია. მაგრამ, ჩემი აზრით, მარცვლების ჩავარდნის პრობლემა არის ამ ლექსში. იმედია, რჩევას არ მიწყენთ და იქნებ მარცვლების თანაბარზომიერებისათვის კიდევ ერთხელ წაიმუშაოთ ამ ლექსზე, ანუ გააშალაშინოთ და ბერვად უკეთესი იქნება. დიდი მადლობა, რომ ბავშვებისათVის წერთ.
17. გოგო ნათიაა :დ ეს საბავშვო რატომაა ? თოჯინის ავად გახდომა არითვლება ეგ დიდებსაც ჰყავთ )) გოგო ნათიაა :დ ეს საბავშვო რატომაა ? თოჯინის ავად გახდომა არითვლება ეგ დიდებსაც ჰყავთ ))
16. ხო რავიცი, მაგი კია ისე მასე! :))) ხო რავიცი, მაგი კია ისე მასე! :)))
15. არც ერთი კომენტარი არ იყო ცინიკური! ყველა იყო გულნატკენი, იმის გამო რომ საოცრად დაბალი დონის ნაწერები დევს. მოფერებას რა უნდა! სიმართლის თქმაა საქმე, მაგრამ ვის უნდა თუ ღმერთი გწამს? ერთობა აქ ხალხი! ლიტერატურაზე არაა საერთოდ ლაპარაკი! დიდი ხანია ავცდით:( არც ერთი კომენტარი არ იყო ცინიკური! ყველა იყო გულნატკენი, იმის გამო რომ საოცრად დაბალი დონის ნაწერები დევს. მოფერებას რა უნდა! სიმართლის თქმაა საქმე, მაგრამ ვის უნდა თუ ღმერთი გწამს? ერთობა აქ ხალხი! ლიტერატურაზე არაა საერთოდ ლაპარაკი! დიდი ხანია ავცდით:(
14. ქალბატონ მანანას არ ვიცი და თქვენ რაღა დაგემართათ ქალბატონო რენუარ?
რაღაც ცინიკურ ტალღაზე ხართ და იგრძნობა ეს პუბლიკაში, მოერიდეთ ქალბატონო რენუარ, მოერიდეთ მასის წინაშე ამ ტალღაზე ყოფნას :) ქალბატონ მანანას არ ვიცი და თქვენ რაღა დაგემართათ ქალბატონო რენუარ?
რაღაც ცინიკურ ტალღაზე ხართ და იგრძნობა ეს პუბლიკაში, მოერიდეთ ქალბატონო რენუარ, მოერიდეთ მასის წინაშე ამ ტალღაზე ყოფნას :)
13. ქალბატონო მანანა, გაოცებული ვარ! ეს გგონიათ საბავშვო პოეზია?! თქვენ მაინც რაღა მოგივიდათ? ქალბატონო მანანა, გაოცებული ვარ! ეს გგონიათ საბავშვო პოეზია?! თქვენ მაინც რაღა მოგივიდათ?
12. ,,ვაი,ეს რა დრო დაგვიდგა, თვით ექიმიც კი წახდა, უფულოდ ფეხებს გაჭიმავს, თუ ვინმე ავად გახდა.'' :):):) რა მართალი სიტყვებია +++5 ,,ვაი,ეს რა დრო დაგვიდგა, თვით ექიმიც კი წახდა, უფულოდ ფეხებს გაჭიმავს, თუ ვინმე ავად გახდა.`` :):):) რა მართალი სიტყვებია +++5
11. ამ თაობის ბავშვებს ყველაფერი მშვენივრად ესმით... ამ თაობის ბავშვებს ყველაფერი მშვენივრად ესმით...
10. ვაი,ეს რა დრო დაგვიდგა, თვით ექიმიც კი წახდა, უფულოდ ფეხებს გაჭიმავს, თუ ვინმე ავად გახდა.
++++555555555 ვაი,ეს რა დრო დაგვიდგა, თვით ექიმიც კი წახდა, უფულოდ ფეხებს გაჭიმავს, თუ ვინმე ავად გახდა.
++++555555555
9. გაიგებენ, გაიგებენ! დღეს ბავშვებს ყველაზე ხშირად ესმით: "ამას ვერ გიყიდი, ფული არ მაქვს"... ან "იქ ვერ წაგიყვან, ფული არ მაქვსო"... მოკლედ, უფულობის სინდრომი ყველასთვის "ხელმისაწვდომ-გასაგები" გახდა... გაიხარე, მანანა... :))) გაიგებენ, გაიგებენ! დღეს ბავშვებს ყველაზე ხშირად ესმით: "ამას ვერ გიყიდი, ფული არ მაქვს"... ან "იქ ვერ წაგიყვან, ფული არ მაქვსო"... მოკლედ, უფულობის სინდრომი ყველასთვის "ხელმისაწვდომ-გასაგები" გახდა... გაიხარე, მანანა... :)))
8. ამას ბავშვი ვერ გაიგებს. ტექსტი დიდებისთვისაა და ძალიან სადად აღწერს დღევანდელ რეალობას. კარგია. ამას ბავშვი ვერ გაიგებს. ტექსტი დიდებისთვისაა და ძალიან სადად აღწერს დღევანდელ რეალობას. კარგია.
7. ბავშვებს ვერაფერს მოატყუებ თუნდაც უფულობას! მშვენიერი ლექსია! ბავშვებს ვერაფერს მოატყუებ თუნდაც უფულობას! მშვენიერი ლექსია!
6. გმადლოოობთ:) ბავშვები ისე ლაპარაკობენ, როგორც დიდები იქცევიან კატიე:) გმადლოოობთ:) ბავშვები ისე ლაპარაკობენ, როგორც დიდები იქცევიან კატიე:)
5. ნ– უი, დამიდგეს თვალები, ალბათ გაც ვდა ლალი
"ი"დაგკარგვია და მოგიტანე.:)
და გამორეცხე ბავშვი.-აქ გამეცინა:)
ნ– უი, დამიდგეს თვალები, ალბათ გაც ვდა ლალი
"ი"დაგკარგვია და მოგიტანე.:)
და გამორეცხე ბავშვი.-აქ გამეცინა:)
4. ბავშვები ასე არ ფიქრობენ ბავშვები ასე არ ფიქრობენ
3. გამეღიმა თბილად...:-* გამეღიმა თბილად...:-*
2. რა საყვარლები არიან ლალი და ნათია... რა საყვარლები არიან ლალი და ნათია...
1. გამეღიმა:) დიდი ბავშვები...როგორ ნერვიულობენ :) რას უშვება ეს მთავრობა თოჯინებსაც:დდდ მოგიკითხეთ ქ-ნო,მანანა :*
გამეღიმა:) დიდი ბავშვები...როგორ ნერვიულობენ :) რას უშვება ეს მთავრობა თოჯინებსაც:დდდ მოგიკითხეთ ქ-ნო,მანანა :*
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|