ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნია მორი
ჟანრი: პოეზია
5 ოქტომბერი, 2008


***



თუ შეიძლება, ცოტა ხნით შემიფარეთ,
ხმელ ქაშაყს მოგიმზადებთ,
არაყს ჩამოგისხამთ,
თუთუნსაც დაგიჭრით
სამართებლით...
სათევზაოდ წასვლამდე ბადეს დაგიკემსავთ,
საგზალს დაგილაგებთ კიჩოსთან...

ღამ-ღამობით ბუხრის ყოველი წამომღერებისას
კარებს გავხედავ...
დილაობით ზღვასთან მივალ და ჩურჩულით შევთხოვ,
ისე დაცხრეს და დაწყნარდეს,
როგორც მე ვწყნარდები
ლოცვისას.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  orange ვულოცავთ დაბადების დღეს