| ავტორი: ანაგელი2 ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა 3 მარტი, 2012 |
შესავალი. ამ მანიფესტის პრინციპის მთავარი მიმართულება და მიზანია იმ საზოგადოების ჩამოყალიბება რომელთა ცხოვრების, ურთიერთობის და მოღვაწეობის მთავარი განმკარგველი და უპირატესი, ღირსებაზე აწყობილი აზროვნების შედეგად ჩამოყალიბებული ქცევის ნორმები იქნება. ეს არ გახლავთ, საპირისპირო კლასებად დაყოფილ საზოგადოებაში, იოლი მისაღწევი თუმცა არც უტოპიაა. რადგანაც შემდგომში ჩამოსაყალიბებელი ცხოვრების წესის მცირე მაგალითები, ადამიანთა უმრავლესობას ყოველდღიურ ცხოვრებაშიც მრავლად მოეპოვება. ეს მეგობრობა და მეგობრებთან ურთიერთობის გამოცდილებაა. მეგობრობის ცნება არც ერთი კონსტიტუციით თუ რაიმე დაწერილი კანონით არ რეგულირდება და განსხვავებული წარმომავლობის ადამიანთა უანგარო და უღალატო თანაცხოვრების უნიკალური მაგალითია. მთელი საზოგადოების, ერთ უმაღლეს და ღირსეულ, ჰუმანურ კლასად ჩამოყალიბების მთავარი ხელის შემშლელი ფაქტორებია; ფული, ძალაუფლება და მეკანონენი. არც ერთი მათგანი აღარ იარსებებს ახალ საზოგადოებაში და სწორედ მათი არ არსებობა გვაძლევს საფუძველს ამ იდეის, არა უტოპიურობაზე არამეტ ჭეშმარიტ განხორციელებაზე ვიფიქროთ. ამ მთავარ ხელის შემშლელ, სამი ფაქტორის შესახებ, ასევე მათი, ადამიანთა ცხოვრების ნორმებიდან მოსპობის საშუალებებზე, შემდეგში შესაბამის თავებში უფრო დეტალურად ვისაუბრებ. ახლა კი მოკლედ შესავლის ფარგლებში ვიტყვი, სამივე ფაქტორზე იმას რაც ალბათ ადამიანთა უმრავლესობას ისედაც მშვენივრად მოეხსენება. მეკანონენი. დრო მოვა მეკანონენი წარსულს ჩაბარდებიან. კანონი არამატერიალური ცნებაა, იგი თვისთავადად, მუდმივად არსებადი იდეაა რომელიც მხოლოდ მიგნებას და შეცნობას საჭიროებს და რომელიც არ ექვემდებარება არანაირ შესწორებას, რისამე მოკლებას ან დამატებას. მით უმეტეს გამოგონებას და შეთხზვას! მოკვდავ მეკანონეთა მიერ შედგენილ წესებზე გავლენას ახდენს ამავე ადამიანთა პირადი ცხოვრების წესი, ღირებულებები, მენტალური ორიენტაცია და მათი სუბიექტური შეხედულებები ყოფით ნორმებზე. შედეგად თვითოეულის ინდივიდუალური მოსაზრებანი ადამიანთა სიცოცხლის წესრიგის ფარგლებში მოქცევის შესახებ, ხმათა უმრავლესობის შერჩევის პრინციპის გავლენით ისახება ამა თუ იმ კანონის ჩმოყალიბებაზე, რომელიც შემდგომში, მეკანონისგან სრულებით განსხავავებული ღირებულებების თუ მსოფლმხედველობის ინდივიდებმა უნდა მოირგონ. ეს კი მიზეზი ხდება უთანხმოების, წინააღმდეგობის და შუღლისა.მომავლის საზოგადოებისთვის მსგავსი კანონები ყოვლად ზედმეტია და ხელს უშლის უნაკლო ურთიერთობების ჩამოყალიბებას. სწორედ კანონების არსებობაა მათი დარღვევის ცდუნების მიზეზი. ღირსეულ ზნეჩვეულებებზე აგებულ ადამიანთა ურთიერთობებს კი არანაირი, გარეშე, დამრეგულირებელი წესები არ ესაჭიროება. დიახ, თუკი მთელი საზოგადოება, როგორც ერთი შეიგნებს და ერთსულოვანი კეთილშობილებით განიმსჭვალება, ამ შემთხვევაში მეკანონეთა შეთხზული კანონების არ არსებობა გახდება მიზეზი, ადამიანთა, ყველაზე წარმატებული, ჯერ არ ნახული კანონიერებით ურთიერთობისა და ჰარმონიული თნაცხოვრებისა. კანონების მოსპობის წინაპირობად კი შემდეგი მიმაჩნია: (მაშინ როცა საზოგადოების უდიდესი ნაწილი მორალურად შემზადებული შეიქმნება ჰუმანური ნორმების პრივილეგირებულად გამოსაცხადებლად) ქმედებებზე დანაშაულის კვალიფიკაციის მინიჭება მინიმუმამდე უნდა შემცირდეს და შემოიფარგლოს, მხოლოდ აშკარად სახიფათო პრეცედენტებით, მაგალითად როგორებიცაა ადამიანის სიცოცხლის ხელყობა და ადამიანთა ნორმალური სიცოცხლის უფლების შეზღუდვა. ამ შემთხვევაშიც ნორმა ისაზღვრება არა ცალკეული ინდივიდების შეხედულებების საზომით, არამედ ზოგადი, სართო, უალტერნატივო მორალითა და ღირებულებების გათვალისწინებით (მეკანონეთა მოსპობაზე დეტალურად შესაბამის თავში.) მეკანონეთა მოსპობა სულაც არ გულისხმობს ვინმეს ფიზიკურ მოსპობას, არამეტ როცა მოისპობა წესისა და კანონის დაწერის აუცილებლობა თავისთავად აღარ იარსებებენ მეკანონენიც. ძალაუფლება. რაც შეეხება ძალაუფლებას იგი მეტწიალად სიმდიდრეზეა დამოკიდებული. არა საზოგადო და საერთო დოვლათზე არამეტ კონკრეტულ ადამიანთა არაპროპორციულ სიმდიდრეზე საზოგადოების დანარჩენ, უმრავლეს ნაწილისგა განსხვავებით. ეს სხვაობა კი იმდენად მკაფიოა, რომ ერთს აძლევს დანარჩენთა მიმართ დამცირებისა და განკარგვის, ხოლო დანარჩენთ ამ ერთის მიმართ სიძულვილის და ბოროტების საშუალებას. ასეთ გარემოში კი შეუძლებელია ჰარმონიული და ღირსეული თანაცხოვრება. თუმცა სიმდიდრის გარდა არის კიდევ ძალაუფლების გამომწვევი სხვადასხვა მიზეზებიც, მაგალითად თუნდაც იგივე კანონი, ან სხვათა ჩაგვრით და დაშინებით, ძალადობით მიღებული ძალაუფლება.(ძალაუფლების მოსპობაზე დეტალურად შესაბამის თავში) ფული. ფული ხომ უპირველესი მიზეზია ძალაუფლების არსებობისაც და ყოვლეგვარი კანონდარღვევის თუ უღირსი საქციელისა. სწორედ ფულის მოსპობამ უნდა გამოიწვიოს ჯაჭვური რეაქცია იმ ხელის შემშლელი ფაქტორების დანგრევაში, რომლებიც მუდმივად წინ ეღობება ადამიანს კეთილშობილების, ღირსებისა და სამართალის ადეკვატურ აღქმაში. სწორედ ფულზე იყიდება, (ან თუ გნებავთ იცვლება) არა მარტო მატერიალური საგნები, არამეტ ის უხილავი დადებითი ღირებულებებიც რომლებიც აუცილებელი წინაპირობაა ხოლმე ჩამოყალიბების პროცესში მყოფ ადამიანში ღირსების და კაცთმოყვარეობის აღმოცენებისა. (ფულის მოსპობაზე დეტალურად შესაბამის თავში) აქვე ვიტყვი რომ ნებისმიერი სკეპტიკოსისთვის და ამ საკითხის მიმართ პესიმიზმით განმსჭვალულ ადამიანებისთვის ჩემი პასუხი ყოველთვის იქნება - მეგობრობა. დაუკვირდით ამ ცნების, ამ უნიკალური ურთიერთობების შინაარსს, რომელიც მომავალი საზოგადოების ჩამოყალიბების უმთავრესი იმედია.
P.S. რადგანაც ამ იდეის პრინციპებისთვის განსხვავება, ძლიერი და სუსტი, პირველი და ბოლო ან თუნდაც მესამე ზედმეტი, ყოვლად მიუღებელია, ასევე რადგანაც ადამიანთა შორის თანასწორობის და თანაბარუფლებიანობის განცდა ერთ ერთი უპირველესი მოთხოვნა და საშუალებაა ღირსეული საზოგადოების ჩამოსაყალიბებლად. ნებისმიერ ადამიანს საკუთარი ხედვისა და აზროვნების მიხედვით შეუძლია გამოთქვას თავისი ვარაუდი ან შეიტანოს ცვლილება ამ ჩამოყალიბების პროცესში მყოფ მანიფესტში, რომელიც აუცილებლად აისახება მის საბოლოო ვარიანტში თუკი შენიშვნა წინააღმდეგობაში არ იქნება მთავარ პრინციპთან: ადამიანთა ღირსებაზე დამყარებული ჰარმონიული და თანასწორი ურთიერთობები. (გაგრძელება - 3 დღის შემდეგ. ასრულება - მოვესწრებით)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
15. "ჯერ ფული და მერე ცხოვრება" "ჯერ ფული და მერე ცხოვრება"
14. ყოჩაღ ზვიად, მე კარგად გავიგე რისი თქმაც გინდა. კი, მაქვს მცირედი შენიშვნები, მაგრამ პირადად მირჩევია გითხრა. ყოჩაღ ზვიად, მე კარგად გავიგე რისი თქმაც გინდა. კი, მაქვს მცირედი შენიშვნები, მაგრამ პირადად მირჩევია გითხრა.
13. საინტერესო ისაა, რომ დედამიწაზე იქმნება ხელოვნური კუნძული, სადაც აპირებენ ამგვარი პროექტის განხორციელებას: ამ კუნძულზე არ იქნება ხელისუფლება, კანონი და ფული. სამაგიეროდ იქნებიან ინტელექტუალები კაცობრიობისათვის ცნობილი ყველა დარგის მიხედვით, ოღონდ ისეთები, რომელთაც მაღალი კულტურა აქვთ და საკუთარ თავს კარგად ფლობენ და აკონტროლებენ. ესე იგი ნიჭიერი გიჟი იქ ვერ მოხვდება. ესენი იქნებიან ადამიანები რომლებმაც უნდა განავითარონ ტექნოლოგიები, რაც ხელს შეუწყობს თავისუფალი დროის გამონთავისუფლებას ადამიანისთვის. ეცოდინება რა ადამიანს რომ ფული არ სჭირდება, იგი მთელ თავის ცოდნას და უნარს მოახმარს თავისი ცოდნის, ნიჭის და უნარის გამოყენებას.ანუ იმუშავებს არა ფულისათვის, არამედ "გულისათვის". :) ეს პროექტი გარდა მაღალი ტექნოლოგიების განვითარება-დანერგვისა, ასევე ემსახურება ღირსეული საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესზე დაკვირვებას.
შენ პროგრესული ხარ ანაგელო. დროული იყო ეს წერილი. მე, რატოღაც პროტესტი არ გამიჩნდა. :)
ამ პროექტის ასრულებას მართლა მოვესწრებით. საინტერესო ისაა, რომ დედამიწაზე იქმნება ხელოვნური კუნძული, სადაც აპირებენ ამგვარი პროექტის განხორციელებას: ამ კუნძულზე არ იქნება ხელისუფლება, კანონი და ფული. სამაგიეროდ იქნებიან ინტელექტუალები კაცობრიობისათვის ცნობილი ყველა დარგის მიხედვით, ოღონდ ისეთები, რომელთაც მაღალი კულტურა აქვთ და საკუთარ თავს კარგად ფლობენ და აკონტროლებენ. ესე იგი ნიჭიერი გიჟი იქ ვერ მოხვდება. ესენი იქნებიან ადამიანები რომლებმაც უნდა განავითარონ ტექნოლოგიები, რაც ხელს შეუწყობს თავისუფალი დროის გამონთავისუფლებას ადამიანისთვის. ეცოდინება რა ადამიანს რომ ფული არ სჭირდება, იგი მთელ თავის ცოდნას და უნარს მოახმარს თავისი ცოდნის, ნიჭის და უნარის გამოყენებას.ანუ იმუშავებს არა ფულისათვის, არამედ "გულისათვის". :) ეს პროექტი გარდა მაღალი ტექნოლოგიების განვითარება-დანერგვისა, ასევე ემსახურება ღირსეული საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესზე დაკვირვებას.
შენ პროგრესული ხარ ანაგელო. დროული იყო ეს წერილი. მე, რატოღაც პროტესტი არ გამიჩნდა. :)
ამ პროექტის ასრულებას მართლა მოვესწრებით.
12. ყველაფერში გეთანხმები გია გარდა ერთისა, კომენტარი არანაირად არ ეხება ამ მანიფესტის შ ე ს ა ვ ა ლ ს, ის რაზეც შენ ისაუბრე მე პირადად ლოგიკურად და რეალობად მიმაჩნია, თუმცა რა საერთო აქვს იმასთან რასაც მეგობრობაზე და უანგარო ურთიერთობებზე აგებული თანაცხოვრება ჰქვია მე ვერ გავიგე. მიწიერ ცხოვრებაში სიბოროტის აღმოფხვრას არავინ აპირებს. ეს იეთი თემაა ჩიხში თუ შევალ არ გამიკვირდება, თუმცა ჯერ არ შევსულვარ და ამას მომავალ თავში დავამტკიცებ. ყველაფერში გეთანხმები გია გარდა ერთისა, კომენტარი არანაირად არ ეხება ამ მანიფესტის შ ე ს ა ვ ა ლ ს, ის რაზეც შენ ისაუბრე მე პირადად ლოგიკურად და რეალობად მიმაჩნია, თუმცა რა საერთო აქვს იმასთან რასაც მეგობრობაზე და უანგარო ურთიერთობებზე აგებული თანაცხოვრება ჰქვია მე ვერ გავიგე. მიწიერ ცხოვრებაში სიბოროტის აღმოფხვრას არავინ აპირებს. ეს იეთი თემაა ჩიხში თუ შევალ არ გამიკვირდება, თუმცა ჯერ არ შევსულვარ და ამას მომავალ თავში დავამტკიცებ.
11. დიახ კომუნიზმის იდეოლოგიაში იდო მსგავსი შეპირება, თუმცა კომუნისტების იდეა არა, უტოპიური (როგორც ამას ხშირად უწოდებენ) არამეტ შეცდომით დაგეგმილი იყო. თავიდანვე შეცდომით დაიწყეს. ლოგიკიდან გამომდინარე კი როდესაც საწყისი არასწორია შედეგიც აუცილებლად მცდარი დგება. მათი მთავარი შეცდომა კი კომუნისტური იდეოლოგიიდან თავიდანვე ისეთი აუცილებელი და ჭეშმარიტი ცნებების გამიჯვნა გახლდათ როგორიცაა რწმენა და ადამიანის თავისუფლების პატივისცემა. ისინი გაემიჯნენ სწორედ იმას რაც ადამიანში ზნეობას, ჰუმანურობას და სამართლიანობის შეგრძნებას აყალიბებს. ამის გარეშე კი ღირსეულ ურთიერთობაზე აგებული საზოგადოება წარმოუდგენელი და მართლაც უტოპიური მოვლენაა. დიახ კომუნიზმის იდეოლოგიაში იდო მსგავსი შეპირება, თუმცა კომუნისტების იდეა არა, უტოპიური (როგორც ამას ხშირად უწოდებენ) არამეტ შეცდომით დაგეგმილი იყო. თავიდანვე შეცდომით დაიწყეს. ლოგიკიდან გამომდინარე კი როდესაც საწყისი არასწორია შედეგიც აუცილებლად მცდარი დგება. მათი მთავარი შეცდომა კი კომუნისტური იდეოლოგიიდან თავიდანვე ისეთი აუცილებელი და ჭეშმარიტი ცნებების გამიჯვნა გახლდათ როგორიცაა რწმენა და ადამიანის თავისუფლების პატივისცემა. ისინი გაემიჯნენ სწორედ იმას რაც ადამიანში ზნეობას, ჰუმანურობას და სამართლიანობის შეგრძნებას აყალიბებს. ამის გარეშე კი ღირსეულ ურთიერთობაზე აგებული საზოგადოება წარმოუდგენელი და მართლაც უტოპიური მოვლენაა.
10. ანაგელი2 ............. კარგია რომ მოვხვდი ამ წერილთან.......ან პირიქით შეიძლება ცუდიც იყოს..... მოკლედ რახან მოვხვდი წავიკითხე კიდეც...... და რახან წავიკითხე ჩემი აზრიც დამებადა ამასთნ დაკავშირებით და რახან ჩემი აზრი დამებადა, არ შემიძლია არ გითხრა, რომ ცდები......
ხედვა სულ სხვა მიმართულბით გაქვს მიმართული ......ვიდრე უნდა მიგემართა.....
პირველი კანონი თვით ღმერთმა დაუწესა ადამს..........და რადგან სულიერ ასპექტში დაწესდა კანონი ..ესეიგი იგი მატერიალურ სამყაროშიც ავტომატურად ჰპოვებდა ადგილს......(ბალანსური პრინციპის თანახმად) და ამიტომ იმის თქმა, რომ თითქოს მეკანონენი არაფერში გვჭირდებიან ცოტა გადამეტებული ნათქვამი მეჩვენა... მით უმეტეს იმის ფონზე, რომ ყველა კანონის საფუძველი მაინც ადამიანთა იდეალურად ცხოვრება უდევს საფუძვლად..... (სხვაა აქა – იქ თუ ვინმე დამახინჯებს და მოირგებს ამ კანონებს..)
ამასთან აღსანიშნავია ისიც, რომ ამას მანიფესტის ფორმა ნამდვილად არააქვს.....
და ყველაზე მნიშვნელოვანი......... "ფული"
სამყარო შედგება დადებითი და უარყოფითი ენერგიებისგან (არსებობს სუალედური რომელსაც ჩვენ აბსტრაქციას ვეძახით) და ეს ენრგიები ერთმანეთის გარეშე ვერ არსებობენ, რადგან ერთმანეთის გარეშე მათ აზრი ეკარგებათ... მნიშვნელობას კარგავენ....
თუ უარყოფითი ენერგია არ იქნება ვერ მიხვდები რა არის კარგი.... (თუ არ იცი რათქმაუნდა...) და პირიქით......
ერთ–ერტი ასეთი უარყოფითი ენერგია არის "ფული" ...მას ქართელმა წინაპრებმა დაარქვეს შესანიშნავი სახელი..... "ფუ–ლი" ამ შემთქვევაში "ფუ" არის "ფარული" "უფსკრული" ხოლო "ლი" არის "ენერგია" ანუ მთლიანობაში ეს არის ფარული უფსკურის ენერგია...რომელიც მატერიალურ სამყაროზე მეფობს.....თუმცა ეს ხელს არანაირად არ უშლის სულიერ სამყაროს არსებოს ადამიანთა შორის........ თვით ქრისტე არ კრძალავს მას......... "მიეცით კეისარს კეისრისა და ღმერთს ღმრთისა" აქ ნათლად სჩანს თვით ქრისტეს პოზიცია და ცოტა უხერხულია თქვენი განცხადება (უფრო სწორედ მოთხოვნა იმაზე, რომ ფული უნდა გაუქდეს) ამის ფონზე....
მე პირადად აქ იშვიათად შემოვდივა (უკვე იშვიათად) და თუ კიდევ დადებთ და მეც ვნახავ კვლავ შეგეკამათებით ამ თემაზე..... რათქმანდა ჯანსაღ კამათს ვგულისხმობ....
კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ ჩემს მოსაზრებას ამ წრილზე..... ეს არის სწორად დაწყებული ფიქრი.........შესული ჩიხში.....იმედი მაქვს გამოვა ჩიხიდან ავტორი..
პატივისცემით: გიგა ცაგარეიშვილი ანაგელი2 ............. კარგია რომ მოვხვდი ამ წერილთან.......ან პირიქით შეიძლება ცუდიც იყოს..... მოკლედ რახან მოვხვდი წავიკითხე კიდეც...... და რახან წავიკითხე ჩემი აზრიც დამებადა ამასთნ დაკავშირებით და რახან ჩემი აზრი დამებადა, არ შემიძლია არ გითხრა, რომ ცდები......
ხედვა სულ სხვა მიმართულბით გაქვს მიმართული ......ვიდრე უნდა მიგემართა.....
პირველი კანონი თვით ღმერთმა დაუწესა ადამს..........და რადგან სულიერ ასპექტში დაწესდა კანონი ..ესეიგი იგი მატერიალურ სამყაროშიც ავტომატურად ჰპოვებდა ადგილს......(ბალანსური პრინციპის თანახმად) და ამიტომ იმის თქმა, რომ თითქოს მეკანონენი არაფერში გვჭირდებიან ცოტა გადამეტებული ნათქვამი მეჩვენა... მით უმეტეს იმის ფონზე, რომ ყველა კანონის საფუძველი მაინც ადამიანთა იდეალურად ცხოვრება უდევს საფუძვლად..... (სხვაა აქა – იქ თუ ვინმე დამახინჯებს და მოირგებს ამ კანონებს..)
ამასთან აღსანიშნავია ისიც, რომ ამას მანიფესტის ფორმა ნამდვილად არააქვს.....
და ყველაზე მნიშვნელოვანი......... "ფული"
სამყარო შედგება დადებითი და უარყოფითი ენერგიებისგან (არსებობს სუალედური რომელსაც ჩვენ აბსტრაქციას ვეძახით) და ეს ენრგიები ერთმანეთის გარეშე ვერ არსებობენ, რადგან ერთმანეთის გარეშე მათ აზრი ეკარგებათ... მნიშვნელობას კარგავენ....
თუ უარყოფითი ენერგია არ იქნება ვერ მიხვდები რა არის კარგი.... (თუ არ იცი რათქმაუნდა...) და პირიქით......
ერთ–ერტი ასეთი უარყოფითი ენერგია არის "ფული" ...მას ქართელმა წინაპრებმა დაარქვეს შესანიშნავი სახელი..... "ფუ–ლი" ამ შემთქვევაში "ფუ" არის "ფარული" "უფსკრული" ხოლო "ლი" არის "ენერგია" ანუ მთლიანობაში ეს არის ფარული უფსკურის ენერგია...რომელიც მატერიალურ სამყაროზე მეფობს.....თუმცა ეს ხელს არანაირად არ უშლის სულიერ სამყაროს არსებოს ადამიანთა შორის........ თვით ქრისტე არ კრძალავს მას......... "მიეცით კეისარს კეისრისა და ღმერთს ღმრთისა" აქ ნათლად სჩანს თვით ქრისტეს პოზიცია და ცოტა უხერხულია თქვენი განცხადება (უფრო სწორედ მოთხოვნა იმაზე, რომ ფული უნდა გაუქდეს) ამის ფონზე....
მე პირადად აქ იშვიათად შემოვდივა (უკვე იშვიათად) და თუ კიდევ დადებთ და მეც ვნახავ კვლავ შეგეკამათებით ამ თემაზე..... რათქმანდა ჯანსაღ კამათს ვგულისხმობ....
კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ ჩემს მოსაზრებას ამ წრილზე..... ეს არის სწორად დაწყებული ფიქრი.........შესული ჩიხში.....იმედი მაქვს გამოვა ჩიხიდან ავტორი..
პატივისცემით: გიგა ცაგარეიშვილი
9. ეტყობა, რომ ავტორი კეთილი ადამიანია, კეთილი სურვილებით. მე კი ამ წერილმა ბავშვობა გამახსენა- თაობები გავიზარდეთ კომუნიზმის რწმენით. გვაჯერებდნენ, რომ მალე დადგებოდა ისეთი ეპოქა(კომუნიზმის ეპოქა), როცა ფული საჭირო აღარ იქნებოდა. ადამიანის შეგნება იქამდე ამაღლდებოდა, რომ შევიდოდა უგამყიდველო მაღაზიაში და აიღებდა მხოლოდ იმას რაც მისთვის იყო აუცილებელი. მთავარი პრინციპი იქნებოდა "თითოეულისგან შეძლებისდაგვარად, თითოეულს მოთხოვნილების მიხედვით"(ზუსტ ციტირებაზე თავს ვერ დავდებ). ახლა ჩემს შვილებს რომ ვუყვები ამას სიცილით კვდებიან: "რა მძიმე ბაცშვობა გქონიაო". ეტყობა, რომ ავტორი კეთილი ადამიანია, კეთილი სურვილებით. მე კი ამ წერილმა ბავშვობა გამახსენა- თაობები გავიზარდეთ კომუნიზმის რწმენით. გვაჯერებდნენ, რომ მალე დადგებოდა ისეთი ეპოქა(კომუნიზმის ეპოქა), როცა ფული საჭირო აღარ იქნებოდა. ადამიანის შეგნება იქამდე ამაღლდებოდა, რომ შევიდოდა უგამყიდველო მაღაზიაში და აიღებდა მხოლოდ იმას რაც მისთვის იყო აუცილებელი. მთავარი პრინციპი იქნებოდა "თითოეულისგან შეძლებისდაგვარად, თითოეულს მოთხოვნილების მიხედვით"(ზუსტ ციტირებაზე თავს ვერ დავდებ). ახლა ჩემს შვილებს რომ ვუყვები ამას სიცილით კვდებიან: "რა მძიმე ბაცშვობა გქონიაო".
8. "შევეცდები ფულის მოსპობის და მის გარეშე ცხოვრების განვითარების"- რაც მოგრჩება, ჩემსკენ გადმოყარე. "შევეცდები ფულის მოსპობის და მის გარეშე ცხოვრების განვითარების"- რაც მოგრჩება, ჩემსკენ გადმოყარე.
7. რა თქმა უნდა ფული კაციობრიობის საჭირო ატრიბუტია და მის გარეშე უფრო უკეთესად ცხოვრება (ან საერთოდ ცხოვრება) ყველას წარმოუდგენლად მიგვაჩნია. თუმცა მე ამ იდეების მართლაც რომ მყარ არგუმენტირებას ვაპირებ სპეციალურ თავში "ფული" სადაც შევეცდები ფულის მოსპობის და მის გარეშე ცხოვრების განვითარების შესაძლებლობა ლოგიკურ თეორიად ჩამოყალიბდეს. ზოგადად ამ მანიფესტს კი საბოლოოდ აუცილებლად ექნება თეორიულად დამტკიცებულის სახე, რაც ჩამოაშორებს მას აუხდენელი ოცნების იერს. რა თქმა უნდა ფული კაციობრიობის საჭირო ატრიბუტია და მის გარეშე უფრო უკეთესად ცხოვრება (ან საერთოდ ცხოვრება) ყველას წარმოუდგენლად მიგვაჩნია. თუმცა მე ამ იდეების მართლაც რომ მყარ არგუმენტირებას ვაპირებ სპეციალურ თავში "ფული" სადაც შევეცდები ფულის მოსპობის და მის გარეშე ცხოვრების განვითარების შესაძლებლობა ლოგიკურ თეორიად ჩამოყალიბდეს. ზოგადად ამ მანიფესტს კი საბოლოოდ აუცილებლად ექნება თეორიულად დამტკიცებულის სახე, რაც ჩამოაშორებს მას აუხდენელი ოცნების იერს.
6. არის მთელი რიგი წინააღმდეგობები, მაგრამ იმდენად საინტერესოდ მეჩვენება ავტორის ხედვა, რომ გაგრძელებებსაც წავიკითხავ აუცილებლად, ვნახოთ, თუ გვეტყვის ახალ რამეს ავტორი და რამდენად მყარი იქნება მისი არგუმენტები.
ნებისმიერი სკეპტიკოსისთვის და ამ საკითხის მიმართ პესიმიზმით განმსჭვალულ ადამიანებისთვის ჩემი პასუხი ყოველთვის იქნება - მეგობრობა---ხოლო ამ იდეებს მეგობრულად რომ მიუდგეს მკითხველი, მყარი არგუმენტები დაგჭირდებათ აუცილებლად :) 5 არის მთელი რიგი წინააღმდეგობები, მაგრამ იმდენად საინტერესოდ მეჩვენება ავტორის ხედვა, რომ გაგრძელებებსაც წავიკითხავ აუცილებლად, ვნახოთ, თუ გვეტყვის ახალ რამეს ავტორი და რამდენად მყარი იქნება მისი არგუმენტები.
ნებისმიერი სკეპტიკოსისთვის და ამ საკითხის მიმართ პესიმიზმით განმსჭვალულ ადამიანებისთვის ჩემი პასუხი ყოველთვის იქნება - მეგობრობა---ხოლო ამ იდეებს მეგობრულად რომ მიუდგეს მკითხველი, მყარი არგუმენტები დაგჭირდებათ აუცილებლად :) 5
5. კარგი პუბლისცისტიკაა. ავტორის საინტერესო ხედვა საზოგადოების ჩამოყალიბებაზე და მთავარ მიმართულებაზე.
" ფული კაცობრიობის საჭირო ატრიბუტია! კარგი პუბლისცისტიკაა. ავტორის საინტერესო ხედვა საზოგადოების ჩამოყალიბებაზე და მთავარ მიმართულებაზე.
" ფული კაცობრიობის საჭირო ატრიბუტია!
4. შეიძლება კი არადა აუცილებელია, რადგანაც ეს ექსპერიმენტივით იქნება ხუსკიტებზე, რაც აუცილებლად წაგვადება აქეთაც. შეიძლება კი არადა აუცილებელია, რადგანაც ეს ექსპერიმენტივით იქნება ხუსკიტებზე, რაც აუცილებლად წაგვადება აქეთაც.
3. შეიძლება იდეების გამოყენება , ხუსკიტებისთვის? შეიძლება იდეების გამოყენება , ხუსკიტებისთვის?
2. ძალიან მძიმე სურათია! ძალიან მძიმე სურათია!
1. მძიმე სურათია! მძიმე სურათია!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|