 | ავტორი: ავთო ჟანრი: პოეზია 8 მარტი, 2012 |
ეხლა სულ სხვა ვარ, ქარიშხალი მიკოცნის თითებს დრო ეჭიდება გულის ძარღვში მომწყვდეულ ვარამს, რომელიც შენს ხმას მეწყერივით თავისში ითრევს შენს თითოეულ გამოხედვას, სხეულში მალავს.. და მაშინ, როცა მიუყვები შინისკენ მარტო გაქცვეთილ ქალაქს, რომელშიც მე ვარ ყოველი ტოტი, ქარი თუ თოვა... საბანში ვწევარ და ვიცი ამ წელს ქარბუქი მოვა. დიდი ხნის წინათ მეძინა შენთან, რადგან სიბნელის მაფრთხობდა შიში, რომელიც ეხლა ზეციდან ღვენთავს და წვიმის უცნობ დაფლეთილ შიშინს აოცებს შენში ჩამდნარი დარდით.. უსაზღვრო დარდით, ორბიტებს მიღმა რომ სტკივათ ხელებს, რადგანაც ხშირად უამრავ ნიღაბს, ათასგვარ ფერებს, ღამეებს, ხშირად თავზე რომ ითევს დაცლილი ნისლი, არ თხოვდლი სახლს და არ თხოვდი კარავს, ეხლა მეც სხვა ვარ, ქარიშხალი მიკოცნის თითებს დრო ეჭიდება გულის ძარღვში მომწყვდეულ ვარამს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. ესც კარგი ლექსია! :) ესც კარგი ლექსია! :)
11. რა ვთქვა,საჩემო ლექსია++ რა ვთქვა,საჩემო ლექსია++
10. დიდი ხნის წინათ მეძინა შენთან, რადგან სიბნელის მაფრთხობდა შიში, რომელიც ეხლა ზეციდან ღვენთავს და წვიმის უცნობ დაფლეთილ შიშინს აოცებს შენში ჩამდნარი დარდით.. _ ეს ადგილი მშვენიერია! ++
დიდი ხნის წინათ მეძინა შენთან, რადგან სიბნელის მაფრთხობდა შიში, რომელიც ეხლა ზეციდან ღვენთავს და წვიმის უცნობ დაფლეთილ შიშინს აოცებს შენში ჩამდნარი დარდით.. _ ეს ადგილი მშვენიერია! ++
9. დედა ყველაფერია,თუმცა ლექსს ვერ შევაქებ..
დედა ყველაფერია,თუმცა ლექსს ვერ შევაქებ..
8. ეხლა მეც სხვა ვარ, ქარიშხალი მიკოცნის თითებს დრო ეჭიდება გულის ძარღვში მომწყვდეულ ვარამს. მე მომეწონა+++ ეხლა მეც სხვა ვარ, ქარიშხალი მიკოცნის თითებს დრო ეჭიდება გულის ძარღვში მომწყვდეულ ვარამს. მე მომეწონა+++
7. :) გაიხარეე:) :) გაიხარეე:)
6. ჰო ტკივილიანია...:-* მაგრამ ცოტა რთულად ამბობ სათქმელს თითქოს...+2 ჰო ტკივილიანია...:-* მაგრამ ცოტა რთულად ამბობ სათქმელს თითქოს...+2
5. დედაზე დაწერილს ვერ დავიწუნებ.! მე მომეწონა. დედაზე დაწერილს ვერ დავიწუნებ.! მე მომეწონა.
3. მომეწონა მეც ++ მომეწონა მეც ++
2. კი კარგი ლექსია ნამდვილად!
მაგრამ ბოლო კუპლეტში რიტმი დაირღვა ასე მეგონა, და თან რამდენიმეგან კორექტურებია!
აი მაგალითად:
ეხლა - ახლა.
გაქცვეთილ - ალბათ გაცვეთილ უნდა იყოს!
თხოვდლი - ეს ვაბშე ვერ გავიგე რას ნიშნავს! კი კარგი ლექსია ნამდვილად!
მაგრამ ბოლო კუპლეტში რიტმი დაირღვა ასე მეგონა, და თან რამდენიმეგან კორექტურებია!
აი მაგალითად:
ეხლა - ახლა.
გაქცვეთილ - ალბათ გაცვეთილ უნდა იყოს!
თხოვდლი - ეს ვაბშე ვერ გავიგე რას ნიშნავს!
1. კარგი ლექსია, წინა ლექსებთან შედარებით ეს უფრო მომეწონა. კარგი ლექსია, წინა ლექსებთან შედარებით ეს უფრო მომეწონა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|