 | ავტორი: ქეთ ჟანრი: პროზა 15 მარტი, 2012 |
იგი იმდენ სიმართლეს მელაპარაკებოდა ხოლმე ჩემს შესახებ, რომ ზოგჯერ მეგონა, სრულებით არ მიცნობდა. ჰო, სადღაც ცხოვრების რომელიღაც მოსახვევში გადამეყარა და აღმოაჩინა, რომ შემთხვევით საკუთარი თავი იპოვა. მერე დიდხანს მელაპარაკა სულის ტრანსფორმაციაზე სხვის სხეულში და ამ დროს ისეთი თბილი თვალები ჰქონდა, რომ ლამის ტირილი დავიწყე. არა იმიტომ რომ გიჟი მეგონა, უბრალოდ მეც მომინდა მერწმუნა რამე ასეთი სიძლიერით. ეს მოხდა მაშინ, როცა არავინ ელოდა. საერთოდ, ცხოვრებაში ყველაფერი მხოლოდ მაშინ ხდება, როცა ადამიანის ფანტაზიები მყიფენი ხდებიან და ისე ადვილად იმსხვრევიან, როგორც ყინულის სიფრიფანა ნატეხი. იმ დღეს მრგვალ მაგიდასთან ვიჯექი და საკუთარი არსებობა მტკიოდა. იგი მომიახლოვდა მობუზული ტანით და შემცივნული ხელები პირდაპირ მაგიდაზე დააწყო. უხდება ასეთობა. მდიდრული იერსახე შემოძარცვოდა და მხოლოდ ქედმაღლობის უნიათო კვალიღა შერჩენოდა თვალის უპეებზე. საერთოდ, ადრე ბევრს ლაპარაკობდა. ახლა კი მხოლოდ სირცხვილს თუ განიცდიდა. ჰო, უხდება საკუთარი თავით სირცხვილი. - რა მომიტანე ამჯერად, გარსონ? - რაც მთხოვა მადმუაზელმა. და სიხარბე უმუქებს მზერას. საერთოდ, უჩვეულო თვისება აქვს სიხარბეს. მუდამ ფარავს ხასიათის ყველანაირ შტრიხს და სრულებით არ აღელვებს თქვენ პატიოსანი მოქალაქე ხართ თუ ვიღაც ვიგინდარა. მან ყოველთვის ერთნაირად იცის შეპყრობა. - მშვენიერია, გარსონ. შეგიძლია იამაყო შენი საქციელით. - მომიტევეთ, მადმუაზელ, მაგრამ მე მხოლოდ შეკვეთებს ვასრულებ. იდეა კი თქვენია. - ჰო, გარსონ. ჩვენში მხოლოდ იდეისთვის ასამართლებენ, მაგრამ ღმერთი ერთნაირად მოგვთხოვს ყველას იქ, ზემოთ. შეთქმულივით ჩურჩულზე გადავდივარ და მრავალნიშვნელოვნად ავიხედე ზეცისკენ. - ნუ შესცოდავთ და ნუ იწამებთ ღმერთს, მადმუაზელ. და მგონია რომ ასეთ დროს ცინიზმის არსებობა საერთოდ არ გაუგონია. რომ დაბადებიდან გაყინული აქვს ხელები და როცა მე მხედავს, ხშირ-ხშირად წარმოიდგენს ხოლმე იმ ცხოვრების ფუფუნებას, რომელიც მაშინ დაკარგა, როცა გაკოტრდა. - თავისუფალი ხარ, გარსონ. ვეუბნები ცოტაოდენი ფიქრის შემდეგ და ჭიქაში ჩარჩენილ ღვინის რამდენიმე ყლუპს ვსვამ. ყველანი თავად ვირჩევთ ცხოვრების დასასრულს. არაფერ შუაშია ვინ უკვეთს და ვინ ასრულებს. ეს დროში ჩავარდნილი სივრცეა, სადაც მექანიზმად ადამიანის სხეულია აღებული. და ამდენ მექანიზმს შორის მე ისევე ვგრძნობ თავს, როგორც გილიოტინასთან მიყვანილი ტუსაღი. ვიცი, რომ სადღაც არსებობს ღმერთი. უბრალოდ ვერაფრით მიპოვნია დრო იმისთვის, რომ მისი ძებნა დავიწყო.. ანდაც, შესაძლოა უკვე ვიპოვნე კიდეც, მაგრამ ჯერ კიდევ არ მჯერა ამის. რამდენი ვარიაციაა და რამდენი ჭეშმარიტება. ყოველთვის, როცა ასე ვიბნეოდი, ლეონი კალთაში მისვამდა და თმაზე მეფერებოდა. „მე და შენ მაგნიტის ურთიეთსაპირისპირო პოლუსები ვართ და სადაც არ უნდა ვიყოთ, ყოველთვის მივიზიდავთ ერთმანეთს. და ეს მიზიდულობაა ზუსტად იმის მიზეზი, ღმერთს რომ ვერ პოულობ..“ ჰო, ლეონ. გზები ირევიან.. და პრობლემა მათში კი არა, არჩევანის სისწორეშია. რადგან ჭეშმარიტება იმდენივეა, რამდენიც მისი პოვნის მსურველი. ლეონ.. ზუსტად ისე ბინდდება, როგორც შენ გიყვარდა უწინ. ზეცას მოწითალო ნისლი აწვება და იქუფრებიან ღრუბლები. გარსონმა შენზე მითხრა, წასვლის წინ ერთხელ მოიხედა მარტო და შემდეგ გულდაჯერებული ავიდა მატარებელშიო. გარსონი არასოდეს ცდება ადამიანებში, ისევე როგორც შენ არ შემცდარხარ ჩემში. იცოდი რომ გაგიშვებდი და ალბათ ამიტომაც წახვედი..
* * *
ხავერდის ფარდები ჩამოვაფარე და რაფაზე შემოდებული წიგნი ავიღე. უჩვეულო ახირება გაქვს, ფანჯარასთან კითხულობ და მერე სერიოზული სახით მიმტკიცებ, რომ თითქოს პერსონაჟებს ზეცაში ეძებ და ამიტომაც გირჩევნია მათ სიახლოვეს იყო კითხვის დროს. მახსოვს, უხერხულად იგრძენი თავი, როცა პირველად ჩემს სახლში დაგპატიჟე. ასაკში სხვაობა დისკომფორტს იმდენად გიქმნიდა, რომ სანამ შენს წინ ჩემი სურვილით არ გავიხადე, არც კი შემხებიხარ. - პატარა ქალი ხარ. მითხარი ღიმილით და გამაბრაზე ამ უშუალობით. ამის გამგონე, წელში გავსწორდი, გრძელი თმა უკან გადავიწიე, რათა უფრო გამოკვეთილიყო ჩემი მკერდის ურცხვი სიშიშვლე. მოგიახლოვდი და შენი სახე ხელისგულებში მოვიქციე. - ნუთუ არ გინდივარ? თვალებში ჩავაცქერდი და გავიტრუნე. - ვერც კი წარმოიდგენ როგორ საშინლად.. მითხრა დაღლილი ღიმილით და ჩემს თვალებში დაასვენა მზერა. მიხვდა, რომ ვერაფერი გავიგე მისი საქციელის და კალთაში ჩაჯდომა მთხოვა. თმაზე მსუბუქად გაუხეშებული ხელები ვიგრძენი და უფრო მეტად მივეხუტე. - მხოლოდ ბავშვებს შეუძლიათ ასეთი სითამამე. დავმშვიდდი. მივხვდი, რომ ზუსტად მის ოდნავ გაუხეშებულ ხელებთან იყო ჩემი ბინა და მხოლოდ მე შემეძლო მისი მზერის ტარება თვალებით. იმ ღამეს არაფერი ყოფილა ჩვენს შორის, ისევე როგორც შემდგომ დღეებში. ლეონი მიმტკიცებდა, რომ ასაკი აღარ გვაქვს და მარტო ჩემი არსებობაც კი ყოფნის ღმერთის სარწმუნოდ. მე კი ყოველღამე, როცა ჩემთან რჩება, ვცდილობ ვიფხიზლო დილამდე, რადგან მისი ჩემს გვერდით ყოფნა ის სიმშვიდეა, რომელსაც დაბადებიდან დავეძებ. არ არსებობენ კონკრეტული ადამიანები. არ არსებობენ ისინი, ვინც ჩვენ გვეკუთვნიან, რადგან თავად ჩვენც არავის ვეკუთვნით. მხოლოდ გრძნობა არსებობს, რომელიც იმდენი ხანი გვაკავშირებს ერთმანეთთან, რამდენი ხანიც გვეყოფა ძალა მის შესანარჩუნებლად. ლეონი გრძნობის გარეშე მოვიდა და ისეთი ჩემია და იმდენად მისი ვარ, რომ ვერცერთი სხვა ძაფი ვეღარ მიკავშირდება მისი გამოჩენის შემდეგ..
* * *
იმ უღვთო დღეს, მოულოდნელად თავზე წამომადგა, როცა სენის ნაპირზე მტრედებს ვაპურებდი. ისეთი აღელვებული მეჩვენა, რომ ვერაფრით მივხვდი, უკან მომყვებოდა თუ შემთხვევით გადავეყარეთ ერთმანეთს. - რა ფერი გადევს, რა ხდება? შეშფოთებული თითქოს დავპატარავდი მის წინ. იგი ჩუმად იდგა და, არ ვიცი სიცივისგან თუ აღელვებისგან, შესამჩნევად კანკალებდა. - წავიდეთ. მივხვდი, რომ ახლა კითხვების გარდა ყველაფერი მისაღები იქნებოდა მისთვის. ხელი მოვხვიე და შინისკენ წავიყვანე. გზაში ბევრი არ მიფიქრია. შეუძლებელია ვიფიქრო რამეზე, როცა მის აღელვებულ სუნთქვას ვგრძნობ და ამ დროს ვერაფერი შემიძლია ვუშველო. შემოსასვლელში გარსონი შეგვეგება და მდაბლად დაგვიკრა თავი. - თქვენთან პირადი საქმე მაქვს, მადმუაზელ. შემპარავი ხმა ჰქონდა. ასე მაშინ იცის, როცა რაღაც იმდენად უხარია, რომ ამის დასაფარად ხმას უწევს. - ლეონ, ადი და ახლავე მოვალ. შუბლზე ვკოცნი, ისე, როგორც თვითონ იცის ხოლმე და ძალით გამომდნარ ღიმილს ვაყოლებ. ვერ ვიტან, როცა მის ზურგს ვუყურებ. სულ მგონია ასეთ დროს, რომ ჩემგან მიდის. ალბათ მაგის ბრალია, რომ ბოლო ხანებია ღამე ჩუმად ვტირი. მე კი არ მინდა გაეღვიძოს და შევეცოდო. თავს ვაჯერებ, თითქოს ეს ჩემთვის აუცილებელია, რადგან თუ ბევრს ვიტირებ მერე, როცა იგი მართლა წავა, აღარ მეტკინება ისე ძალიან. როგორი ცრუმორწმუნე გავხდი.. ტუმბოს უჯრაში ვინახავ ჯვარს და ლეონის გვერდზე ყოფნის დროს პირჯვარის გადასახვა მრცხვენია. ...გარსონი პირმოთნე ღიმილით მიახლოვდება და მეჩვენება, რომ საზეიმო ნოტებია მის ხმაში. - ჟანდარმები იყვნენ, მადმუაზელ. თქვენს კავალერს კითხულობდნენ. იმდენად გავოცდი, რომ ხელისგული ავიფარე ტუჩებზე. - ლეონს? რისთვის? - ასე თქვეს, სერიოზული ამბავიაო. მეტი აღარაფერი მიკითხავს მისთვის. ზურგი ვაქციე და ვიგრძენი, როგორ მიმაცილებდა მისი მზერა. არ მახსოვს როგორ ავიარე კიბე. არც ის, კარი ღია დამხვდა თუ თავად შევაღე. პირველი, რაც თვალში მომხვდა ლეონის გაცრეცილი სახე იყო. სიგარეტს ეწეოდა და სავარძელში ისე იჯდა, თითქოს მასში სძინებოდა მთელი ღამე და ახლა გამოფხიზლებას ლამობდა. - საშინლად ლამაზი ხარ.. აღმოხდა მას და მსუბუქად ჩაახველა, რათა დარდისგან შემოპარული ხრინწი მოშორებოდა მის ხმას. ჩანთა იქვე დავდე. ფეხსაცმელები გავიხადე და ფეხშიშველი მივუახლოვდი. ხმა არ ამოუღია. მომეჩვენა, რომ სუნთქვაც კი შეიკრა... მის წინ ჩავიკეცე და თავი მუხლებზე დავადე. ვიგრძენი, როგორ ფრთხილად შემეხო თმაზე. - არ წახვიდე.. ვთქვი და უმწეობისგან ხელები უფრო მჭიდროდ შემოვხვიე მუხლებზე. - ღმერთს მამა-ზეციერს რატომ ეძახიან იცი? ვკითხე მოულოდნელად და თავი ავწიე. მის ჩამქრალ თვალებს დავაკვირდი უხერხულად. - რატომ? არ გაჰკვირვებია. - იმიტომ რომ დედა-ბუნებაა, იმიტომ რომ დედა-მიწაა. მქრქალად გაეღიმა მხოლოდ. - ჰო. კაცი ქმნის ქალს და იმიტომ. ჩვენთანაც ხომ ასე მოხდა. ჩვენ არ ვეკუთვნით ერთმანეთს, ლეონ. ჩვენ ერთმანეთი ვართ.. ასეთი დარწმუნებული არასოდეს ვყოფილვარ. მაშინაც კი, როცა ღმერთამდე მისასვლელ გზებს ვეძებდი. - მე შენი ძალა ვარ, შენ კი ჩემი არსებობა.. ხმა გამიწყდა.. ლეონს არაფერი უთქვამს იმ საღამოს ჩემთვის. ან კი, რისი თქმა შეეძლო, როცა ისედაც ვიპოვნე ჩემი გზა და ახლა მასთან მისული მხოლოდ მისი დანახვისას ვიწერდი პირჯვარს. არა, მასზე არა, უფრო მის გამო. მხოლოდ სუსტი ადამიანები არ იბრძვიან, ლეონ და ვინც არ იბრძვის ის ღირსიც არ არის ჰყავდეს ღმერთი, რადგან ყველაზე მეტი დაცვა რწმენას სჭირდება.
* * *
ლეონი პირველად მაშინ დაწვა ქალთან, როცა მე მაგიდასაც კი ვერ ვწვდებოდი რიგიანად. ახალგაზრდობიდან მოყოლებული აყროლებულ თამბაქოს ეწევა და მხოლოდ კუბის სიგარებით ცდილობს დარდის გაქარვებას. მახსოვს, ერთხელ, როცა მასთან ვიყავი, ამ სიგარის გამო კინაღამ დავიხრჩვი. მას მერე ჩემთან აღარ ეწეოდა. მერე ხშირ-ხშირად მიმეორებდა, რომ განა ჩემი ფილტვების გამო შეწყვიტა მისი მოწევა, უბრალოდ ჩემი გამოჩენით ყველა დარდი დაკარგა. „ჩვეულებები არ ქრებიან, ისინი მხოლოდ სახეცვლილებას განიცდიან და მავნე ჩვევებს ემსგავსებიან“, - ამტკიცებდა იგი. ლეონს ულამაზესი ცოლი ჰყავს იტალიაში, რომელმაც სპაგეტის გარდა არაფრის კეთება არ იცის რიგიანად. და როცა მე მასზე ეჭვიანობა დავიწყე, ლეონმა მითხრა, რომ მე სპაგეტიც კი არ გამომდის. დამთბა.. იგი ერთადერთი მოვლენაა ჩემს ცხოვრებაში, რის გამოც მიღირს მჯეროდეს საკუთარი თავის. მისი წყალობით მე საკუთარი ჭეშმარიტება მაქვს, რომელიც ვერასოდეს გახდება სხვისნაირი, თუმცა კი ყველას აჯობებს. „- გიხდება დედოფლობა. ყველაფერი გაქვს იმისთვის რომ ბედნიერი იყო. ჰო, შენ ძალიან ბევრს ეყვარები და ამ შენი განსაკუთრებულობის გამო არასოდეს დაიჯერებენ, რომ შენც შეიძლება გიყვარდეს ვინმე. - ყველაფერი რომ მაქვს მაგის გამო ვიქნები უბედური? - ხო. ეს ხარკია სრულყოფილებისთვის.“ როგორი მართალი იყავი, ლეონ..
* * *
ახლა მე შენს აყროლებულ სიგარას ვეწევი, მაგრამ მაინც ვერაფრით ვიქარვებ დარდებს. (ერთი ისაა საერთო, რომ ისევ ცრემლებამდე მახველებს). მრგვალ მაგიდაზე გარსონის მოტანილი წერილი მიდევს. აქ არის ჩემი ცხოვრების მომავალი. ბოლო-ბოლო გავიზარდე და თავად ავირჩიე საკუთარი გზა. ჟანდარმები იყვნენ დილით და ჩემი ქონება აღწერეს აუქციონისთვის. ერთ-ერთი მათგანი დიდხანს მიყურებდა. კუთხეში იდგა და ხელს არაფერს კიდებდა. მორჩილი ტანის იყო და ჩამჯდარი თვალები ჰქონდა. ეჭვიანი მზერით იყურებოდა და რაღაცაზე დაბოღმილი ქვემოდან აკვირდებოდა ყველაფერს. ბოლოს, როცა მისმა თანამშრომლებმა საქმე მოითავეს და კარში გავიდნენ, იგი ჩემკენ წამოვიდა. კითხვით სავსე მზერა მივაპყარი. - ქალის გამო იჩხუბა. შენ გამო მოკლა ის კაცი. თქვა ამრეზით და მალევე გაუჩინარდა კარში. ხელში შემეყინა სიგარეტის ღერი. შავი პენუარი მჭიდროდ მივიხურე მოშიშვლებულ გულისპირთან. გამახსენდა ის დღე, როცა განყოფილებაში ვიყავი და თანხის გადახდა მოვისურვე, რათა ლეონი მეხსნა ციხისგან. იმდენად დიდი თანხა იყო, რომ ყველაფრის გაყიდვა მომიწია. თურმე სენის ნაპირზე უცემია თავისი ნაცნობი. იმას ჩხუბის დროს საფეთქელი დაუზიანებია და მალევე გარდაცვლილა. ვიცოდი რომ ლეონი მკვლელი არ იყო და ყველაფერი შემთხვევითობას მივაწერე, მაგრამ ერთი გამომრჩა.. შემთხვევითობებსაც აქვთ თავისი მიზეზები. დაწყევლილი ვარ, რადგან ყველაფერი მაქვს.. ...და ახლა ვზივარ მაგიდასთან. უკანასკნელ საღამოს ვატარებ ამ ბინაში და გარსონის კმაყოფილ ღიმილზე მეშლება ნერვები. ისე არავის უხარია სხვისი უბედურება, როგორც ახლადგაუბედურებულს. ეს ხომ შვებაა. რწმუნდები, რომ ერთადერთი არ ხარ. გარსონიც ხომ ჩემნაირ ბინაში ცხოვრობდა, სანამ გაკოტრდებოდა და სულაც პოლი ერქვა. სულ ბოლო კადრს ვაბრუნებ, როცა სადგურზე წასვლამდე ამომიარა, რათა უკანასკნელად ვენახე. ვერ მაპატია, რომ გადავარჩინე.. ასე მითხრა, - ღირსეული მამაკაცი ვერ აპატიებს ქალს მისი ჭუჭყის მოშორებასო. - რატომ ცემე ის კაცი? კარში გასვლის წინ ვკითხე, როცა მას უკვე ყველაფერი ჩალაგებული ჰქონდა და მხოლოდ კუბური სიგარები დატოვა ჩემი ხათრით. - ვერ ვაპატიე ჩემი რწმენის შებღალვა. გულში რაღაც ჩამწყდა.. - ვეღარასოდეს რომ ვერ გიხილო, როგორ მოვიქცე? ტუჩი მოვიკვნიტე, რათა არ მეტირა. - გაიხსენე, რომ ვერც ღმერთს ვხედავთ, მაგრამ მუდამ ვგრძნობთ მის სიახლოვეს. და შუბლზე მაკოცა. ვეღარაფერი ვუთხარი.. ნამდვილი გრძნობა არ გვაქცევს საკუთრებებად, მას მხოლოდ ერთმანეთად ქცევა შეუძლია.
მე აღარ მაქვს შავი პენუარები. აღარც გარსონი მყავს, რომელიც ყველა ჩემს დავალებას უთქმელად ასრულებს. საერთოდ, ქუჩის მოსახვევებს ვერიდები.. არც მაგნიტურობის მჯერა, რადგან პოლის სიტყვები მახსენდება ასეთ დროს, - მან მხოლოდ ერთხელ მოიხედა და გულდაჯერებული ავიდა მატარებელშიო. ჩემი მაგიდა მრგვალი აღარ არის და მეც ვერაფრით ვჯდები იმ მხარეს სადაც მინდა, რადგან მხოლოდ კუთხეებში მიწევს ჯდომა. არ აქვს მნიშვნელობა სიყვარულის გამო კლავენ თუ სიყვარულისთვის კვდებიან, ზემოთ მაინც ყველას ერთნაირად მოგვეთხოვება. ამის მერე მე ვარ ქალი, რომელსაც აღარაფერი გააჩნია საკუთარი წყევლის გარდა, რომელიც თავად იქცა სრულყოფილებად.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. "იგი იმდენ სიმართლეს მელაპარაკებოდა ხოლმე ჩემს შესახებ, რომ ზოგჯერ მეგონა, სრულებით არ მიცნობდა. ჰო, სადღაც ცხოვრების რომელიღაც მოსახვევში გადამეყარა და აღმოაჩინა, რომ შემთხვევით საკუთარი თავი იპოვა."
"- ვეღარასოდეს რომ ვერ გიხილო, როგორ მოვიქცე? ტუჩი მოვიკვნიტე, რათა არ მეტირა. - გაიხსენე, რომ ვერც ღმერთს ვხედავთ, მაგრამ მუდამ ვგრძნობთ მის სიახლოვეს. და შუბლზე მაკოცა. ვეღარაფერი ვუთხარი.. ნამდვილი გრძნობა არ გვაქცევს საკუთრებებად, მას მხოლოდ ერთმანეთად ქცევა შეუძლია." რომ იცოდე როგორ სულ ჩემზე წერ... ქეთ ისევ და ისევ ძალიან მომწონხარ... "იგი იმდენ სიმართლეს მელაპარაკებოდა ხოლმე ჩემს შესახებ, რომ ზოგჯერ მეგონა, სრულებით არ მიცნობდა. ჰო, სადღაც ცხოვრების რომელიღაც მოსახვევში გადამეყარა და აღმოაჩინა, რომ შემთხვევით საკუთარი თავი იპოვა."
"- ვეღარასოდეს რომ ვერ გიხილო, როგორ მოვიქცე? ტუჩი მოვიკვნიტე, რათა არ მეტირა. - გაიხსენე, რომ ვერც ღმერთს ვხედავთ, მაგრამ მუდამ ვგრძნობთ მის სიახლოვეს. და შუბლზე მაკოცა. ვეღარაფერი ვუთხარი.. ნამდვილი გრძნობა არ გვაქცევს საკუთრებებად, მას მხოლოდ ერთმანეთად ქცევა შეუძლია." რომ იცოდე როგორ სულ ჩემზე წერ... ქეთ ისევ და ისევ ძალიან მომწონხარ...
9. გაიხსენე, რომ ვერც ღმერთს ვხედავთ, მაგრამ მუდამ ვგრძნობთ მის სიახლოვეს. და შუბლზე მაკოცა.
აქამდეც კარგები,, მომეწონა გაიხსენე, რომ ვერც ღმერთს ვხედავთ, მაგრამ მუდამ ვგრძნობთ მის სიახლოვეს. და შუბლზე მაკოცა.
აქამდეც კარგები,, მომეწონა
8. გამიგრძელდა კითხვა. :) ძალიან მომეწონა. :) "არ აქვს მნიშვნელობა სიყვარულის გამო კლავენ თუ სიყვარულისთვის კვდებიან, ზემოთ მაინც ყველას ერთნაირად მოგვეთხოვება. " _ კარგია. :)
პატივისცემით: ტენდი გამიგრძელდა კითხვა. :) ძალიან მომეწონა. :) "არ აქვს მნიშვნელობა სიყვარულის გამო კლავენ თუ სიყვარულისთვის კვდებიან, ზემოთ მაინც ყველას ერთნაირად მოგვეთხოვება. " _ კარგია. :)
პატივისცემით: ტენდი
7. ქეთ, მე კითხვა დავიწყე. :)) ქეთ, მე კითხვა დავიწყე. :))
6. ნამდვილი გრძნობა არ გვაქცევს საკუთრებებად, მას მხოლოდ ერთმანეთად ქცევა შეუძლია. es ki namdvilia, roca grZnobaa:))) ნამდვილი გრძნობა არ გვაქცევს საკუთრებებად, მას მხოლოდ ერთმანეთად ქცევა შეუძლია. es ki namdvilia, roca grZnobaa:)))
5. შენს ნაწარმოებებს ეგზოტრიკური ხილის გემო აქვთ საერთოდ! +2 შენს ნაწარმოებებს ეგზოტრიკური ხილის გემო აქვთ საერთოდ! +2
4. არ არსებობენ კონკრეტული ადამიანები. არ არსებობენ ისინი, ვინც ჩვენ გვეკუთვნიან, რადგან თავად ჩვენც არავის ვეკუთვნით.
არ აქვს მნიშვნელობა სიყვარულის გამო კლავენ თუ სიყვარულისთვის კვდებიან, ზემოთ მაინც ყველას ერთნაირად მოგვეთხოვება.
რამდენი ხანია აქ არ ვყოფილვარ. არა და მიყვარს მე აქ. კიდევ წავიკითხავ გულდასმით. მოგიკითხე.
არ არსებობენ კონკრეტული ადამიანები. არ არსებობენ ისინი, ვინც ჩვენ გვეკუთვნიან, რადგან თავად ჩვენც არავის ვეკუთვნით.
არ აქვს მნიშვნელობა სიყვარულის გამო კლავენ თუ სიყვარულისთვის კვდებიან, ზემოთ მაინც ყველას ერთნაირად მოგვეთხოვება.
რამდენი ხანია აქ არ ვყოფილვარ. არა და მიყვარს მე აქ. კიდევ წავიკითხავ გულდასმით. მოგიკითხე.
3. ჩვევად მექცა აქ მხოლოდ ღიმილის დატოვება. ან რა უნდა გითხრა ხოლმე =)
სწორად აღნიშნა ლალიმ, აქ ხარ მშვიდი და ძლიერი
და (რატომღაც) გარსონი წარმოვიდგინე ფიზიკური ნაკლით. (მახინჯი_ეს სიტყვა ამედევნა ამ პერსონაჟის გაცნობიდან, ოღონდ თავისი არსის არა, უფრო დატვირთვის გამო. მოკლედ, მიხვდები =) )
და.. და მომენტები =) ჩვევად მექცა აქ მხოლოდ ღიმილის დატოვება. ან რა უნდა გითხრა ხოლმე =)
სწორად აღნიშნა ლალიმ, აქ ხარ მშვიდი და ძლიერი
და (რატომღაც) გარსონი წარმოვიდგინე ფიზიკური ნაკლით. (მახინჯი_ეს სიტყვა ამედევნა ამ პერსონაჟის გაცნობიდან, ოღონდ თავისი არსის არა, უფრო დატვირთვის გამო. მოკლედ, მიხვდები =) )
და.. და მომენტები =)
2. "" იმ ღამეს არაფერი ყოფილა ჩვენს შორის, ისევე როგორც შემდგომ დღეებში. ლეონი მიმტკიცებდა, რომ ასაკი აღარ გვაქვს და მარტო ჩემი არსებობაც კი ყოფნის ღმერთის სარწმუნოდ. მე კი ყოველღამე, როცა ჩემთან რჩება, ვცდილობ ვიფხიზლო დილამდე, რადგან მისი ჩემს გვერდით აღქმა ის სიმშვიდეა, რომელსაც დაბადებიდან დავეძებ.
" არ არსებობენ კონკრეტული ადამიანები. არ არსებობენ ისინი, ვინც ჩვენ გვეკუთვნიან, რადგან თავად ჩვენც არავის ვეკუთვნით. მხოლოდ გრძნობა არსებობს, რომელიც იმდენი ხანი გვაკავშირებს ერთმანეთთან, რამდენი ხანიც გვეყოფა ძალა მის შესანარჩუნებლად. ლეონი გრძნობის გარეშე მოვიდა და ისეთი ჩემია და იმდენად მისი ვარ, რომ ვერცერთი ძაფი ვეღარ მიკავშირდება მისი გამოჩენის შემდეგ.."
"- ჰო. კაცი ქმნის ქალს და იმიტომ. ჩვენთანაც ხომ ასე მოხდა. ჩვენ არ ვეკუთვნით ერთმანეთს, ლეონ. ჩვენ ერთმანეთი ვართ.. ასეთი დარწმუნებული არასოდეს ვყოფილვარ. მაშინაც კი, როცა ღმერთამდე მისასვლელ გზებს ვეძებდი. - მე შენი სიძლიერე ვარ, შენ კი ჩემი არსებობა.."
" ნამდვილი გრძნობა არ გვაქცევს საკუთრებებად, მას მხოლოდ ერთმანეთად ქცევა შეუძლია."
არაჩვეულებრივია ქეთ...5555 ეს სწორედ ის არის, რაც მე მომეწონებოდა...:-* მთელი ტქსტი ამოვაკოპირე...:)) რა ვქნა თუკი ძალიან ჩემია?..;-* "" იმ ღამეს არაფერი ყოფილა ჩვენს შორის, ისევე როგორც შემდგომ დღეებში. ლეონი მიმტკიცებდა, რომ ასაკი აღარ გვაქვს და მარტო ჩემი არსებობაც კი ყოფნის ღმერთის სარწმუნოდ. მე კი ყოველღამე, როცა ჩემთან რჩება, ვცდილობ ვიფხიზლო დილამდე, რადგან მისი ჩემს გვერდით აღქმა ის სიმშვიდეა, რომელსაც დაბადებიდან დავეძებ.
" არ არსებობენ კონკრეტული ადამიანები. არ არსებობენ ისინი, ვინც ჩვენ გვეკუთვნიან, რადგან თავად ჩვენც არავის ვეკუთვნით. მხოლოდ გრძნობა არსებობს, რომელიც იმდენი ხანი გვაკავშირებს ერთმანეთთან, რამდენი ხანიც გვეყოფა ძალა მის შესანარჩუნებლად. ლეონი გრძნობის გარეშე მოვიდა და ისეთი ჩემია და იმდენად მისი ვარ, რომ ვერცერთი ძაფი ვეღარ მიკავშირდება მისი გამოჩენის შემდეგ.."
"- ჰო. კაცი ქმნის ქალს და იმიტომ. ჩვენთანაც ხომ ასე მოხდა. ჩვენ არ ვეკუთვნით ერთმანეთს, ლეონ. ჩვენ ერთმანეთი ვართ.. ასეთი დარწმუნებული არასოდეს ვყოფილვარ. მაშინაც კი, როცა ღმერთამდე მისასვლელ გზებს ვეძებდი. - მე შენი სიძლიერე ვარ, შენ კი ჩემი არსებობა.."
" ნამდვილი გრძნობა არ გვაქცევს საკუთრებებად, მას მხოლოდ ერთმანეთად ქცევა შეუძლია."
არაჩვეულებრივია ქეთ...5555 ეს სწორედ ის არის, რაც მე მომეწონებოდა...:-* მთელი ტქსტი ამოვაკოპირე...:)) რა ვქნა თუკი ძალიან ჩემია?..;-*
1. 5. ზედმეტად მშვიდი ხარ აქ და ძლიერი.ნუ მე ასე აღგიქვი პს ავატარის შეცვლის დრო არაა?:)მომენატრა მე ქეტს სურათები აქაც და ფორუმზე:) 5. ზედმეტად მშვიდი ხარ აქ და ძლიერი.ნუ მე ასე აღგიქვი პს ავატარის შეცვლის დრო არაა?:)მომენატრა მე ქეტს სურათები აქაც და ფორუმზე:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|