ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პეგასი
ჟანრი: პოეზია
9 აგვისტო, 2012


ვარძია

შემოუვლია ქვის ციხე-ქალაქს
დაბზარულ ტანზე ხარაჩოები,
აქ მატიანეს ჰყვებიან ძირძველს
ველად გაშლილი ყაყაჩოები,
თითქოს რეკავენ საუკუნეთა
გამოჭედილი მძიმე ზარები,
კლდის ნაპრალებში მოისმის ჩქამი
და გახსნილია დროთა კარები,
მოუძღვის ქალი მხედრობას გზაზე,
შვენის გვირგვინი,ვერცხლის ქამარი,
ისე ლოცულობს მდუმარე ქვაზე,
დამსკდარი ფრესკა მეფე თამარის

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები