 | ავტორი: დიოტიმა ჟანრი: პოეზია 6 ოქტომბერი, 2008 |
რუხი პლიაჟი, ჭრელი ქოლგები და ცხელი ქვები...
რა პატარა ვარ! ალბათ ორი წლისა ვიქნები.
თვალმოჭუტული მუხლზე გიზივარ, კიკინები ამიშვერია.
საოცარია, რაც ხანი გადის, ხუნდება ფოტო, მაგრამ მძაფრდება მოგონება: დიდ წყალში როგორ შემიყვანე მხარზე შესმული და როს ნაპირზე ბუზისტოლად მოჩანდა ყველა, უეცრად როგორ გადამაგდე, ან ფსკერისაკენ ტალღამ როგორ ჩამატრიალა, ანდა რა ძალამ ამომაგდო კვლავ ზედაპირზე. მე ვფართხალებდი, შენ - სიცილით უკან იწევდი და “მა-მა, მა-მა!” - იმედიანი სასოწარკვეთის ტყუპი მარცვლები იფანტებოდა, ირეოდა მწარე შხეფებში.
პირველად მაშინ შევიგრძენი, სიცოცხლის წკიპზე როგორ ერთდება მლაშე ყლუპად დაბნეულობა, ნდობა, შიში და სიყვარული.
ჰო! აი, ასე მასწავლე ცურვა. და როცა წყალთან შევთამამდი, მომდევდი ხოლმე შორი-ახლო ფართო მკლაურით და მხოლოდ გვიან, როცა ძალიან გავიზარდე, ქვიან ნაპირზე მშვიდად მჯდომი თვალს მადევნებდი და მე ვცურავდი მარტოდმარტო, მაგრამ ყოველთვის ვყოვნდებოდი მოტივტივე საზღვრის ნიშანთან, რათა ძალ-ღონე მომეკრიბა და სუნთქვაშეკრულს ერთხელ მაინც გამეღწია სადღაც, შორს შენგან, სადაც საერთოდ აღარ ჩანდი, არც იგრძნობოდი.
გიბრუნდებოდი მერე დაღლილი, ნაპირთან ახლოს ვედებოდი შიშველ სხეულებს და მეყვსეულად ცოცხლდებოდა წყალქვეშა შიშიც.
რა იყო შენთვის ჩემი სიშორე! შენ ხომ მასწავლე მკერდში ჰაერის გამოზოგვა, ზღვის მოქანავე ზედაპირზე გულაღმა წოლა, გარინდებაც და კიდევ რაღაც, რაღაც მთავარი, რაც ჩემში ისმის, რაც მართლა ვიცი, მაგრამ სათქმელი იხერგება ყელის სრუტეში და აღარ ვიცი, სიტყვად როგორ გადავაქციო.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
14. განა ქვეყნად არის ადგილი- სადაც არ გრძნობ იმათ ვინაც ცურვა გასწავლა... განა ქვეყნად არის ადგილი- სადაც არ გრძნობ იმათ ვინაც ცურვა გასწავლა...
13. მეც იგივე მეთოდით ვისწავლე ცურვა:)ამ სტილის ლექსები არ მიყვარს მაგრამ ეს კარგია10 მეც იგივე მეთოდით ვისწავლე ცურვა:)ამ სტილის ლექსები არ მიყვარს მაგრამ ეს კარგია10
12. მე ხომ თითქმის ყველა დაბეჭდილი და საიტებზე გამოქვეყნებული ლექსი ვიცი თქვენი. ცოტა ხნის წინ მიხომ თქვენი წიგნიც მაჩუქა და დროდადრო მაშველ რგოლად ვხმარობ! :) მე ხომ თითქმის ყველა დაბეჭდილი და საიტებზე გამოქვეყნებული ლექსი ვიცი თქვენი. ცოტა ხნის წინ მიხომ თქვენი წიგნიც მაჩუქა და დროდადრო მაშველ რგოლად ვხმარობ! :)
11. კარგია აქ, საინტერესო, ყოველთვის ასეა:) კარგია აქ, საინტერესო, ყოველთვის ასეა:)
10. ნინო, როგორ მომენატრა თქვენი საუბარი............რაღაცნაირად, ამ ამაზრზენ ყოფაში დარჩით სუფთა და ბავშვივით გულუბრყვილო..........ყელის სრუტეში, ეს დამამახსოვრდება და კარგა ხანს გამყვება..............
მიყვარხართ და გაღმერთებთ
პატივისცემით გია გეგია ნინო, როგორ მომენატრა თქვენი საუბარი............რაღაცნაირად, ამ ამაზრზენ ყოფაში დარჩით სუფთა და ბავშვივით გულუბრყვილო..........ყელის სრუტეში, ეს დამამახსოვრდება და კარგა ხანს გამყვება..............
მიყვარხართ და გაღმერთებთ
პატივისცემით გია გეგია
9. აეჰმ უბრალოდ მეც ზუსტად ეგრე მასწავლიდა ჰოლმე მამა ცურვას ( :და ემრე ორივენ დზალიან დზალიან სჰორს რომ გავდიოდიტ ზგვასჰი ბედნიერი საჰე ქონდა ჰოლმე. კი არადა მნე ნე ნრავიტსია ( : ტვიტონ დაწერის ფორმა არ მომეწონა ტორე რისი თქმა უნდოდა მივხვდი აეჰმ უბრალოდ მეც ზუსტად ეგრე მასწავლიდა ჰოლმე მამა ცურვას ( :და ემრე ორივენ დზალიან დზალიან სჰორს რომ გავდიოდიტ ზგვასჰი ბედნიერი საჰე ქონდა ჰოლმე. კი არადა მნე ნე ნრავიტსია ( : ტვიტონ დაწერის ფორმა არ მომეწონა ტორე რისი თქმა უნდოდა მივხვდი
8. რაც ჩემში ისმის, რაც მართლა ვიცი, მაგრამ სათქმელი იხერგება ყელის სრუტეში და აღარ ვიცი, სიტყვად როგორ გადავაქციო. ===================================== მგონი არ უნდა გადააქციო. შენია და იმიტომ,მარტო შენია რაც ჩემში ისმის, რაც მართლა ვიცი, მაგრამ სათქმელი იხერგება ყელის სრუტეში და აღარ ვიცი, სიტყვად როგორ გადავაქციო. ===================================== მგონი არ უნდა გადააქციო. შენია და იმიტომ,მარტო შენია
6. მაპატიეთ,მეოთხე კომენტარში გაიპარა კორექტურა,გამორჩენილია ზმნა,უნდა იკითხებოდეს ასე: ''ალბათ შენიშნავდით,რომ დამოუკიდებლად მოცურავე პერსონაჟი მუდამ გრძნობს მამის სიახლოვეს''...შემდგომ - როგორც ტექსტშია. მაპატიეთ,მეოთხე კომენტარში გაიპარა კორექტურა,გამორჩენილია ზმნა,უნდა იკითხებოდეს ასე: ``ალბათ შენიშნავდით,რომ დამოუკიდებლად მოცურავე პერსონაჟი მუდამ გრძნობს მამის სიახლოვეს``...შემდგომ - როგორც ტექსტშია.
5. პირველად მაშინ შევიგრძენი, სიცოცხლის წკიპზე როგორ ერთდება მლაშე ყლუპად დაბნეულობა, ნდობა, შიში და სიყვარული.
და მე ვცურავდი მარტოდმარტო, მაგრამ ყოველთვის ვყოვნდებოდი მოტივტივე საზღვრის ნიშანთან, რათა ძალ-ღონე მომეკრიბა და სუნთქვაშეკრულს ერთხელ მაინც გამეღწია სადღაც, შორს შენგან, სადაც საერთოდ აღარ ჩანდი, არც იგრძნობოდი.
გიბრუნდებოდი მერე დაღლილი, ნაპირთან ახლოს ვედებოდი შიშველ სხეულებს და მეყვსეულად ცოცხლდებოდა წყალქვეშა შიშიც.
რა იყო შენთვის ჩემი სიშორე! შენ ხომ მასწავლე მკერდში ჰაერის გამოზოგვა, ზღვის მოქანავე ზედაპირზე გულაღმა წოლა, გარინდებაც და კიდევ რაღაც, რაღაც მთავარი, რაც ჩემში ისმის, რაც მართლა ვიცი, მაგრამ სათქმელი იხერგება ყელის სრუტეში და აღარ ვიცი, სიტყვად როგორ გადავაქციო.
ძალიან დიდი''აისბერგებია'' თქვენთან. ძალიან ბევრი რამეა ხოლმე ''შეფუთული''.''მატრიოშკასავით'' თუ კომბოსტოს ფურცლებივით რომ გგონია რომ ''ჩაწვდი'' მერე ხვდები რომ კიდევ ''დაგრჩა ბევრი'' და ასე დაუსრულებლად.. :) და არ მოგატყუებთ,სხვისი არ ვიცი და თქვენი განმრტებები თქვენსავე ლექსებზე ალბათ აუცილებელიცაა:) ოღონდ-აი ბოლო ლექსები ..სულ ბოლომდე ''ჩავწვდი'' მათ..
მიყვარს ''ცოტა მარტივი '' და ძალიან ადამიანური ნინო .. მოგიკითხეთ ................ პირველად მაშინ შევიგრძენი, სიცოცხლის წკიპზე როგორ ერთდება მლაშე ყლუპად დაბნეულობა, ნდობა, შიში და სიყვარული.
და მე ვცურავდი მარტოდმარტო, მაგრამ ყოველთვის ვყოვნდებოდი მოტივტივე საზღვრის ნიშანთან, რათა ძალ-ღონე მომეკრიბა და სუნთქვაშეკრულს ერთხელ მაინც გამეღწია სადღაც, შორს შენგან, სადაც საერთოდ აღარ ჩანდი, არც იგრძნობოდი.
გიბრუნდებოდი მერე დაღლილი, ნაპირთან ახლოს ვედებოდი შიშველ სხეულებს და მეყვსეულად ცოცხლდებოდა წყალქვეშა შიშიც.
რა იყო შენთვის ჩემი სიშორე! შენ ხომ მასწავლე მკერდში ჰაერის გამოზოგვა, ზღვის მოქანავე ზედაპირზე გულაღმა წოლა, გარინდებაც და კიდევ რაღაც, რაღაც მთავარი, რაც ჩემში ისმის, რაც მართლა ვიცი, მაგრამ სათქმელი იხერგება ყელის სრუტეში და აღარ ვიცი, სიტყვად როგორ გადავაქციო.
ძალიან დიდი``აისბერგებია`` თქვენთან. ძალიან ბევრი რამეა ხოლმე ``შეფუთული``.``მატრიოშკასავით`` თუ კომბოსტოს ფურცლებივით რომ გგონია რომ ``ჩაწვდი`` მერე ხვდები რომ კიდევ ``დაგრჩა ბევრი`` და ასე დაუსრულებლად.. :) და არ მოგატყუებთ,სხვისი არ ვიცი და თქვენი განმრტებები თქვენსავე ლექსებზე ალბათ აუცილებელიცაა:) ოღონდ-აი ბოლო ლექსები ..სულ ბოლომდე ``ჩავწვდი`` მათ..
მიყვარს ``ცოტა მარტივი `` და ძალიან ადამიანური ნინო .. მოგიკითხეთ ................
4. თუ დაუკვირდებით ამ ლექსს შენიშნავთ,რომ თავიდან კონკრეტული მამა-შვილის ამბავია,მაგრამ თანდათანობით შეუმჩნევლად მზადდება გადასვლა მამა-ღმერთისა და ადამიანის ურთიერთობაზე. მე მუდამ მაწუხებს კითხვა,რად არ ისმინა მამა-ღმერთმა მაცხოვრის თხოვნა და არ ააცლილა მწარე სასმისი? რატომ გვაგდებს ღმერთი განსაცდელში,ჩვენ მის შვილებს? ხომ სულ შევთხოვთ ''ნუ შემიყვანებ განსაცდელსაო'' ლექსში არის სიტყვები ''იმედიანი სასოწარკვეთა''.ეს პირდაპირი მითითებაა იმაზე,რომ როცა ჩვენ ადამიანებს ღვთისგან გადაგდებული,განწირული გვგონია თავი,სინამდვილეში იგი ყველაფერს აკონტროლებს,აქვეა,უბრალოდ უნდა,სასიცოცხლო,გადამრჩენი ძალები გამოაღვიძოს თვითონ ჩვენში. ალბათ შენიშნავდით,რომ დამოუკიდებლად მოცურავე პერსონაჟი მამის სიახლოვეს,იმის მიუხედავად რომ შორს მიდის,უნდა გაექცეს დადგენილ,მოტივტივე საზღვარს,მაგრამ არ გამოსდის,ანუ ღმერთის ნების არეს ვერ ეხსნება. თუ დაუკვირდებით ამ ლექსს შენიშნავთ,რომ თავიდან კონკრეტული მამა-შვილის ამბავია,მაგრამ თანდათანობით შეუმჩნევლად მზადდება გადასვლა მამა-ღმერთისა და ადამიანის ურთიერთობაზე. მე მუდამ მაწუხებს კითხვა,რად არ ისმინა მამა-ღმერთმა მაცხოვრის თხოვნა და არ ააცლილა მწარე სასმისი? რატომ გვაგდებს ღმერთი განსაცდელში,ჩვენ მის შვილებს? ხომ სულ შევთხოვთ ``ნუ შემიყვანებ განსაცდელსაო`` ლექსში არის სიტყვები ``იმედიანი სასოწარკვეთა``.ეს პირდაპირი მითითებაა იმაზე,რომ როცა ჩვენ ადამიანებს ღვთისგან გადაგდებული,განწირული გვგონია თავი,სინამდვილეში იგი ყველაფერს აკონტროლებს,აქვეა,უბრალოდ უნდა,სასიცოცხლო,გადამრჩენი ძალები გამოაღვიძოს თვითონ ჩვენში. ალბათ შენიშნავდით,რომ დამოუკიდებლად მოცურავე პერსონაჟი მამის სიახლოვეს,იმის მიუხედავად რომ შორს მიდის,უნდა გაექცეს დადგენილ,მოტივტივე საზღვარს,მაგრამ არ გამოსდის,ანუ ღმერთის ნების არეს ვერ ეხსნება.
3. არ გეჩვენებათ, რომ ცოტა სადისტური მეთოდია? ასე რომ გადავეგდე მამას, მამაც შემჯავრდებოდა და ზღვაც! 7 არ გეჩვენებათ, რომ ცოტა სადისტური მეთოდია? ასე რომ გადავეგდე მამას, მამაც შემჯავრდებოდა და ზღვაც! 7
1. :) რა გითხრათ აბა? მე ეხლა თქვენთან სათქმელი რა მაქვს ალბათ, მაგრამ მაინც ვიტყვი :) სიუჟეტი გაწელილი მეჩვენა, ადგილები სრულიად მეზედმეტა...ანუ მთლიანად თემაში კი ჯდება, მაგრამ ვფიქრობ სათქმელის უფრო მოკლედ თქმა ამ შემთხვევაში უფრო ეფექტური იქნებოდა... მამაჩემმა მეც ასე მასწავლა ცურვა :) სულ 4 :) რა გითხრათ აბა? მე ეხლა თქვენთან სათქმელი რა მაქვს ალბათ, მაგრამ მაინც ვიტყვი :) სიუჟეტი გაწელილი მეჩვენა, ადგილები სრულიად მეზედმეტა...ანუ მთლიანად თემაში კი ჯდება, მაგრამ ვფიქრობ სათქმელის უფრო მოკლედ თქმა ამ შემთხვევაში უფრო ეფექტური იქნებოდა... მამაჩემმა მეც ასე მასწავლა ცურვა :) სულ 4
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|