 | ავტორი: არკუსი ჟანრი: პოეზია 1 მაისი, 2012 |
ბოლოა სიტყვა, არაფერი ითქმევა მეტი, თუმცა აქამდე უამრავი ითქვა და მოხდა მე კი დამაკლდა ყველაფრიდან სისხლივით წვეთი და ველოდები ჩემ სიბერს ჩემსავე ქოხთან. მასხარასავით მორთულია ამიდნი თითქოს, ბავშვდაკარგული დედისავით ვეღარ გრძნობს ქარი, რომ თებერვალიც გავიდა და მოვიდა სითბო თუმცა სხეულში ზამთარი და სიცივე არი.
შენ მეტყვი მერე, დაიღალე ჩემი ქმედებით, რომ ამ სიგიჟის დასასრული მაინც არა ჩანს, რომ პოეზიას მარტოდ მარტო ფეხში ვედები და მევე ვუწერ ჩემ საკუთარ ლექსებს განაჩენს.
მერე კი ქუჩა დაიღლება ჩემი ყურებით და მაწანწალა ქარს მომიქსევს და ამის მერე, ჩაძინებული თვალებივით დავიხურები დაიხურება, ყველა ლექსი რაც კი დავწერე.
და თუმცა ყველა ვერ გაიგებს რას ვამბობ ახლა, ჩიტები ხეებს უკეთებენ ფოთლის ნაწნავებს მე კი შევყურებ ჩემ სიბერეს კვამლივით მაღლა კვამლივით, სადაც ჩემ საკუთარ ლექსებს დაწვავენ
ისინი, ვისაც ყველაფერი ესმით, იციან, მერე კი უკვე აღარ ღირდა სიბერე მოსვლად რადგან გავეცი, რაც არასდროს არ გამიცია, ჩემი ლექსები მონათლული ერეტიკოსად.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. ადგილ აგისლ სიტყვები არ მომეწონა, მაგრამ მაინც მაგარი ლექსია, კარგი რითმებით და მშვენიერი წყობით. მეც მინდ აშემეძლოს ასე წერა. სხვა ნაწერებსაც გადავხედავ არკუსი შენსას!
წარმატებები. ადგილ აგისლ სიტყვები არ მომეწონა, მაგრამ მაინც მაგარი ლექსია, კარგი რითმებით და მშვენიერი წყობით. მეც მინდ აშემეძლოს ასე წერა. სხვა ნაწერებსაც გადავხედავ არკუსი შენსას!
წარმატებები.
6. ცოტა გამიჭირდა იმის წარმოდგენა,თოკო, როგორ ნათლავენ ერეტიკოსებად ლექსებს. ცოტა გამიჭირდა იმის წარმოდგენა,თოკო, როგორ ნათლავენ ერეტიკოსებად ლექსებს.
5. ითქმევა მარტოდ მარტო ქარს მომიქსევს ისინი, ვისაც ყველაფერი ესმით, იციან ჩემი ლექსები მონათლული ერეტიკოსად.
....:/...პროზაში შეიძლება აქ არაეგენი........:უ მამენტ არც პროზაში მარა... ოჰ იყოს აქ...ჯანდაბას...ლექსი მაინც არააესდა...:უ ითქმევა მარტოდ მარტო ქარს მომიქსევს ისინი, ვისაც ყველაფერი ესმით, იციან ჩემი ლექსები მონათლული ერეტიკოსად.
....:/...პროზაში შეიძლება აქ არაეგენი........:უ მამენტ არც პროზაში მარა... ოჰ იყოს აქ...ჯანდაბას...ლექსი მაინც არააესდა...:უ
4. რომანტიულია და სევდიანი. რომანტიულია და სევდიანი.
3. მერე კი უკვე აღარ ღირდა სიბერე მოსვლად რადგან გავეცი, რაც არასდროს არ გამიცია,
5 მერე კი უკვე აღარ ღირდა სიბერე მოსვლად რადგან გავეცი, რაც არასდროს არ გამიცია,
5
2. მომწონს ეს ლექსი. გული დამწყდა რომ ვერ გავიდა. კაგრი ხარ თოკ და ყველაფერი წინ გვაქვს.
უფლის ნებით.
უყვარხარ დეას შენ :* მომწონს ეს ლექსი. გული დამწყდა რომ ვერ გავიდა. კაგრი ხარ თოკ და ყველაფერი წინ გვაქვს.
უფლის ნებით.
უყვარხარ დეას შენ :*
1. გაგიმარჯოს. ძალიან კარგია.5 გაგიმარჯოს. ძალიან კარგია.5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|