მე ამ სასმისით დავლოცავ, ჩვენი სამშობლოს მთა-ბარსა, ლამაზსა მთა გორიანსა, მიწასა ბარაქიანსა.
ერს მედგარსა და მამაცსა, სტუმარ მასპინძლის ლაზათსა, ხალხს სიყვარულით გამთბარსა, ხვავ ბარაქიან მარანსა.
ვენახის ლერწსა ამაყსა, ვაზის ძირს მტკიცედ ნაყარსა, ყურძნის მტევნებსა ლამაზსა, ღვინის სურნელს და რაკრაკსა,
გლეხის დაკოჟრილ ხელებსა, მიწის სურნელით გამთბარსა, მის მკლავ მარჯვენის ამაგსა, მუდამ ძლიერს და მაგარსა.
ხატ-სალოცავის სიწმინდეს, მოჩურქმუთებულ ტაძრებსა, ეკლესიათა ბალავრებს, სიწმინდით მოსილ საყდრებსა.
მაშ გაუმარჯოს ჩვენს ერსა, გაბრწყინებულსა რჩეულსა, უფლის სიწმინდით დალოცილს, ღვთისმშობლის წიხვედრ ქვეყანას.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. გაიხარე! ხალასი ლექსია! გაიხარე! ხალასი ლექსია!
3. მადლობა გაიხარეთ..... მადლობა გაიხარეთ.....
2. ასე მგონია, გიტარაზე მღერი. :-) საყვარელი ლექსია! :-* ასე მგონია, გიტარაზე მღერი. :-) საყვარელი ლექსია! :-*
1. ნეტამც იმ დროს. ნეტამც იმ დროს.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|