 | ავტორი: ბექზა ჟანრი: თარგმანი 30 მარტი, 2012 |
სიკვდილს უფრო მეტი სიკვდილი სურს და ქსელებით ივსებს თავს: მახსოვს მამაჩემის ავტოფარეხი, ბავშვობაში რომ ბუზების ნეშთებისგან ვასუფთავებდი ფანჯრებს, რომლის მიღმაც ცდილობდნენ გაქცევას – მათი წებოვანი, საშინელი, ვიბრაციული სხეულების ყვირილი, როგორც მუნჯი და გიჟი ძაღლების ყეფა მინის წინააღმდეგ, რომლებსაც მხოლოდ ტრიალი და კრუნჩხვა დარჩენოდათ იმ უსაზღვროდ გრძელ წამში, ვიდრე ჯოჯოხეთი ან სამოთხეა განთავსებული, სასრულთა სასრულის მიჯნაზე. შემდეგ კი, ობობა რუხი სოროდან ნერვიულად წარადგინდა ხოლმე თავს, აჩონჩხილი ნაწილებით ჩამოეკიდებოდა, სრულიად გაუაზრებლად და მერე კი სრულიად გააზრებულად – რაღაცა ძალა გზავნიდა დაბლა, თავისი ქსელით, სველი ქსელით, პირდაპირ სუსტად მობზუილე, პულსირებად ფარისკენ; სასოწარკვეთილი იქნევდა (ბოლოჯერ) თმიან ფეხებს მინის წინააღმდეგ, იქით, სიცოცხლისკენ, მზისკენ, სითეთრეში გახვეული; თითქმის ისევე, როგორც სიყვარულში. ობობა ჩუმად წოვდა და წოვით ივსებდა თავს ჯერ კიდევ ცოცხალი არსებით; რომელიც ზურგზე ფართხალებდა და თავისივე სისხლით ხატავდა მისგან გადმოღვრილ სამყაროს, რა დროსაც ჩემს ტაძარში გაისმა ყვირილი, და მე ვისროლე ცოცხი მათ წინააღმდეგ: ობობა – მოდუნებული ობობის მრისხანებით კვლავ თავის ნადავლზე ფიქრობდა და მოტეხილ ფეხს აქანავებდა. ბუზი ძალიან მშვიდად იყო; ბინძური გორგალივით ჩანდა ცარცის თეთრ ფონზე; მე შევაზანზარე დამარცხებული მკვლელი და ის, გაღიზიანებული და დაკოჭლებული მიადგა რომელიღაც ბნელ კუნჭულს, მე აღვკვეთე მისი ზანტი მოქმედება და მისი კრუნჩხვა, როგორც გატეხილი გმირის და ცოცხით დავუმტვრიე ფეხები, თავს ზემოდან რომ აქანავებდა და მიყურებდა, მიყურებდა თავის მტერს და ღირსეული სიკვდილით კვდებოდა ხილვადი ტკივილის გარეშე. უბრალოდ მიხოხავდა პირუკუ, ნაწილ–ნაწილ და არაფერს ტოვებდა უკან ვიდრე მისი წითელი შიგთავსი გასკდებოდა როგორც გაცხადებული საიდუმლო. და მე გავიქეცი როგორც ბავშვი, რომელმაც ღვთაებრივი მრისხანების ნაბიჯი გადადგა, უკან; მარტივ და ბრწყინავ მზესთან, გაოცებული, რადგან სამყარო კვლავ მიღიმოდა და განაგრძობდა ბრუნვას. ნუთუ ვერავინ დაინახა, ან შენიშნა ჩემი დანაშაული.
death wants more death, and its webs are full: I remember my father's garage, how child-like I would brush the corpses of flies from the windows they thought were escape- their sticky, ugly, vibrant bodies shouting like dumb crazy dogs against the glass only to spin and flit in that second larger than hell or heaven onto the edge of the ledge, and then the spider from his dank hole nervous and exposed the puff of body swelling hanging there not really quite knowing, and then knowing- something sending it down its string, the wet web, toward the weak shield of buzzing, the pulsing; a last desperate moving hair-leg there against the glass there alive in the sun, spun in white; and almost like love: the closing over, the first hushed spider-sucking: filling its sack upon this thing that lived; crouching there upon its back drawing its certain blood as the world goes by outside and my temples scream and I hurl the broom against them: the spider dull with spider-anger still thinking of its prey and waving an amazed broken leg; the fly very still, a dirty speck stranded to straw; I shake the killer loose and he walks lame and peeved towards some dark corner but I intercept his dawdling his crawling like some broken hero, and the straws smash his legs now waving above his head and looking looking for the enemy and somewhat valiant, dying without apparent pain simply crawling backward piece by piece leaving nothing there until at last the red gut sack splashes its secrets, and I run child-like with God's anger a step behind, back to simple sunlight, wondering as the world goes by with curled smile if anyone else saw or sensed my crime
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|