ნაწარმოებები


ქრისტე აღსდგა!!! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ალაზნისპირელი
ჟანრი: პოეზია
31 მარტი, 2012


ისევ სოფოს

ამ ქვეყნად მე მხოლოდ,
ერთი რამ მინათებს,
გზას ასე რთულს და,
საოცარ მანძილს,
შენი თვალები ძალას მიმატებს,
და მიხანგრძლივებს სიცოცხლეს დაღლილს.


ახლა ოცნებით ივსება ფიქრი,
და სიყვარულით შენ გეფერება,
უშენოდ ჩუმად ვდუმვარ და ვიწვი,
შენა ხარ ჩემი უსაზღვრო ფერება.


ახლა მუზებმა ზეცა გახიეს,

ლექსები რითმებს ზეციდან ათოვს,

ქარებმა მარტი შემომახიეს,

შენსავით არვინ მიყვარს და მახსოვს.


27.03.2012წელი


.............................


ახლა რა ლამაზად მღერის ცა და მიწა,
ახლა უსასრულო ფერთა გამებია,
ახლა სიყვარულით ბრუნავს დედამიწა,
ახლა საოცარი ჩუმი წამებია.


მე კი მონატრება, შენი ისევ მტანჯავს,
შენი მოლოდინი კარგო ისევ დამღლის,
მაგრამ სიყვარული ისე ძლიერია,
თიხის ფიალებით სასმისს ნაზად დავცლი.


ჩვენი მონატრება, ჩვენი სიყვარული,
ახლა გაზაფხულის ნაზი ფერებია,
შენ ხარ ჩემი სუნთქვა, ჩემი გაზაფხული,
მზე, ცა, ვარსკვლავები შენ გეფერებიან...


31.03.2012წელი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები