ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბაკუ
ჟანრი: პოეზია
4 აპრილი, 2012


ადამიანი

სულ ცოტახანი დავფიქრდეთ ყველამ,
რატომ იმატა ძარღვებში ღელვამ?..
რატომ აენთო ჩვენს სულში ელვა
განსაცდელია! ქრისტესკენ ყველა.

მე ვარ ცოდვილი ძალიან დიდი
ჩემი ცოდვები ვიცი ბევრს ვღლიდი,
მივედი ღმერთთან შენდობა ვთხოვე
მე დამეხმარა ეხლა შენ მიდი.

ამოვისუნთქე ასე შვებაა,
ჩემი ბაგიდნ რწმენის ქებაა,
რაც უნდა მოხდეს თავს ნუ იტანჯავ
ეს ყველაფერი ღმერთის ნებაა.

ადამიანი ფიქრობს გაერთოს,
ეა ჩაიცვას და ვის უღალატოს,
იმას არ ფიქრობს რა ელის ბოლოს
გათლეშილა და უბერავს "სოლოს"

ეს ყველაფერი დროებითია
სულზე არ ფიქრობს ადამიანი,
ღმერთო რაც უნდა ილაპარაკო
ამის მომსმენი აბა ვინ არის?..

ართმანეთს კლავენ სიტყვით და ლანძღვით,
რომ აპატიონ არ არის ნება,
ღვთის სიტყვებია ადამიანო
მიუტევე და მოგეტევება.

გთხოვთ! გეხვეწებით ვიწამოთ ღმერთი
გვერიდებოდეს გვქონდეს ღვთის შიში,
იმ ქვეყნიერზეც ვიფიქროთ ხალხო
რომ არ ამოგვძვრეს სული შიმშილში.

ღმეღთმა რამდენი რამ უნდა გვაპატიოს
და ჩვენ ერთმანეთის წყენას ვერ ვპატიობთ,
ხალხი რას არ ჩადის რას არ კადრულობენ
ამის ყურებამ კი ლამის გასდამრიოს.

ცეკვა ხტუნვით და თამაშით დაღლილს
არ უჩერდებათ გრძელი ენები
არ განვიკითხავ მაგრამ ვის ახსოვს?!
ჩვენთვის მლოცველი მღვდლები, ბერები.

ვეღარ დარბიხარ ატყობ? ბერდები,
არ შეგიძლია ხტუნვა და ცეკვა,
ყველამ დაგტოვა დარჩი შენ ერთი
და მხოლოდ მაშინ ახსენე "ღმერთი"

ყველანი წავალთ იმ ქვეყნიერში,
ვინ ჯოჯოხეთში, ვინ სამოთხეში,
ამას უფალი გადაწყვეტს მხოლოდ
აღსარების დროს ჩვენს გამოთქმებში.

ვიცხოვროთ ყველამ ღვთის შიშით ხალხო
ჩვენი ცხოვრება ღმერთმა ინება,
გავწმინდოთ სული ლოცვით და მარხვით
და ყველაფერი კარგად იქნება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები