ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მანგო
ჟანრი: პროზა
4 აპრილი, 2012


♥ ↔ ♥ ↔შეყვარებული კაცის მონოლოგი ↔ ♥ ↔♥

სად არის?!..
სად არის, ვინმემ დამანახეთ?!...
ყოველდღე ორთაჭალის ბაღში დილის ხუთ საათზე მივდიოდი, რომ მისთვის ჯერ კიდევ ბუნებრივი ცვარით დასველებული ვარდები მიმერთმია...
ყოველ ღამე, ძილის წინ lara fabian- Je T'aime-ს მისი ბინის წინა კორპუსის სახურავიდან ვასმენინებდი სახლიდან მოპარული მუსიკალური ცენტრით და მეზობლის "აკუმულატორით" რადგან გიჟდებოდა ამ სიმღერაზე...
მიყვარდა და იმიტომ!!!
მიყვარს და იმიტომ!!!
ერთხელ გავიგე რომ - ბრაზილიური კომში მინდა გავსინჯოო.  სხვა გზა რო ვერაფერი ვიპოვე, ბრაზილიის საელჩოს მივადექი-"ერთი დღით გამიშვით მეთქი"! მანამდე არ შევეშვი სანამ, ელჩმა ერთი ყუთი ბრაზილიური კომში არ გამოიწერა, როგორც საქართველო-ბრაზილიის მეგობრობისათვის მნიშვნელოვანი დეტალი!
ფეხი... ფეხი კიარა ფეხები გავიპარსე. არ მიყვარსო თმიანი მამაკაცები! კიდევ კარგი რომ მკერდზე ნაკლებთმიანი ვარ, თორემ მომიწევდა ალბათ სამურაის ხმალის ყიდვა , ყოველ მესამე დღეს!
ერთხელაც არ შეუმჩნევია ჩემი ასეთი თავდადება! ეგ კიარა ზამთარში სპეციალურად შორტებით ჩაუარე რომ დაენახა ჩემი პრიალა ფეხები, მაგრამ რაა... შემრჩა მხოლოდ ლოლოებივით გაყინული მყესები!
სად არის კუბიდონი, სად?! აი... აი გამოჩნდა!...
კი არ გამოჩნდა, მთელი კუბოდონების ჯარი მოფრინავს. მეშველა!!! 
ესროლეთ!... დასცხეთ!... არა მე არა, მე არააა!!! თქვენი.....
სად არის?!..
სად არის სიყვარული, ვინმემ დამანახეთ?!...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები