ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: უბრალო.
ჟანრი: პოეზია
6 აპრილი, 2012


აღსარება

მე ვთამაშობდი წარსულისაგან დაღლილს
დაქანცულს და თითო წამი უმატებდა
ჩემს გულს განსაცდელს. როცა პირიქით,
სიცოცხლისთვის უნდა მებრძოლა.

მე ვითამაშე ტანჯულის როლი სხვისი
ნიღაბით და დავიბრალე ბედნიერების
სხვაგვარი ხედვა. როცა პირიქით,
მომავლისთვის უნდა მეცხოვრა.

არარსებული პერსონაჟი ყვითლად
შევღებე და დავიბრალე შემოდგომის
ვნებიანი სურნელი ცეცხლის. როცა პირიქით,
თქმბაქოს კლვამში ვახრჩობდი გრძნობებს.

არარაობამ ვიფიქრე რომ უკვდავება
სიყვარულშია და ჩუმ ფიქრებში
მარადიული გავაცოცხლე. როცა პირიქით,
მარადიულში უკვდავება უნდა მეძებნა.

მე ვთამაშობდი წარსულისგან დაღლილს
დაქანცულს, და თითქოს მწამდა
რომ სიყვარული უკვდავებას უტოლდებოდა
და სიყვარული თავად იყო მარადიული.

მე ვითამაშე უდარდელი ბავშვობის როლი
და დამავიწყდა რომ თითო წამი
მაახლოვებდა უკვდავებასთან. როცა პირიქით
ის მაშორებდა სიცოცხლის წამებს.

გამოვიგონე რაღაც სიგიჟე და ჩავიკეტე
საკუტარ თავში და უხვად ვიკვებე
თამბაქოს კვამლით. როცა პირიქით,
სიცოცხლისათვის უნდა მებრძოლა.

არარსებული ოთახის კედლები გადავღებე
შემოდგომისფრად და თითქოს ვგრძნობდი
უკვდავებასაც. როცა პირიქით,
მაკლდებოდა ახალგაზრდობა სავსე ღიმილით

მე ვითამაშე ტანჯულის როლი სხვისი
ნიღაბით და დავიბრალე ბედნიერების
სხვაგვარი ხედვა. როცა პირიქით
მომავლისათვის უნდა მეცხოვრა.

ახლა კი ვდგავარ გზის გასაყართან,
და ღამის წყვდიადს გაბმულად ვლანძღავ.
ვირჩევ მარცხენას, მარჯვენის ნაცვლად
არა და ვიცი, მარცხენა მტანჯავს!

და ისევ ვთამაშობ სხვის სცენაზე,
სხვისი ნიღაბით და ფარდებს მიღმა
გული მიგრძნობს სულაც არ მოსწონთ.
როდესაც ვიღაც, მათ მომავალში უნებართვოდ
ეძებს სიცოცხლეს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს