ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბაკუ
ჟანრი: პოეზია
7 აპრილი, 2012


უფალი მეფობს

მეფიქრება, ვერ გავიგე რახდება,
რაზე ვფიქრობ, რატომ ვფიქრობ ანდა,
ალბათ იგი მაფიქრებდა ამდენხანს
ქრისტეს რწმენა თურმე ჩემშიც ჩანდა.

ჩემს თავს ადრე ბევრი ცუდი ხდებოდა,
ვერეოდი რაც მე არ მეხებოდა,
ვერ ვხვდებოდი ასე რატომ ხდებოდა
თურმე დიდი განსაცდელი მელოდა.

განსაცდელმა მიმიყვანა ღვთის სახლში,
სინანულით თვალი მქონდა სველი,
როგორც მოხდა მივხვდი უფლის წყალობით
ღმერთმა მომივლინა განსაცდელი.

მომეწონა მონასტერში ცხოვრება
არ მინდოდა დაბრუნება ერში,
აქეთ უფრო ადვილია ცხონება
სიწყნარეში უფალთან ხარ ბერში.

გავიცანი უამრავი მამები,
მათგან არის რომ ვისწავლე ცხოვრება,
მათი მადლით, მათი ლოცვა_კურთხევით
ყველა ჩვენგანს მოგვეცემა ცხონება.

ჩვენც ვილოცოთ ჩვენს სულიერ მამებზე,
გავამხნევოთ ერთმანეთის სული,
რწმენით ყველაფერი კარგია,
ურწმუნოდ კი ყველაფერი ნული.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები