ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბექზა
ჟანრი: პოეზია
7 აპრილი, 2012


ჩემო ბეღურავ, იმედო ჩემო

დაბრუნდებიან კვლავაც მერცხლები მშობლიურ მხარეს;
ფრთებს შეასხამენ გაზაფხულის მზეს გადამფრენები.
ვიცი, გაუძლებ, ბეღურავ ჩემო, გამყინავ ქარებს,
და არც ამ ზამთარს (უბრძოლველად) არ დანებდები.

ჩემს გულში ბუდობ ჩემო იმედო – ჩემო ბეღურავ,
და არ გადარდებს რომ აქ ზამთარიც ცივია უფრო,
შენი ფრთები კი, მე გაზაფხულად შემომეხურა,
ერთ დროს ანგელოზს – შენსავით ფრთიანს - ახლა კი… უფრთოს.

გვიახლოვდება გარდაცვალება - სხივით გამთბარი,
ვიცი, სიბნელე რომ დამარცხდება განთიადებთან!
გამოჩნდა გუნდი, შორს – გადამფრენთა, მიდის ზამთარი…
და ყველა ბარტყი, ამ ალუბლებზე დაფრთიანდება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები