ნაწარმოებები


ქრისტე აღსდგა!!! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ალაზნისპირელი
ჟანრი: პოეზია
9 აპრილი, 2012


ცხრა აპრილს

საქართველოს ცას თალხი ეხურა,
და თავდადებას ითხოვდა ჟამი,
თავისუფლების რწმენით სუნთქავდა,
ყოველი წუთი, ყოველი წამი.


მიწა ქართლისა ბრძოლას ითხოვდა,
გმირებს ეძახდა სამშობლოს ბედი,
ქართველ ერს მხოლოდ ერთი ახსოვდა,
თავისუფლება მშვიდობის მტრედი.



მტერი მზაკვარი მაშინ ეცადა,
დაედო ჩვენზე ბორკილი–ღვედი,
ქართულმა სულმა არ დაახანა,
არ მოიხარა მან მტრის წინ ქედი.



სისხლით მოირწყო მიწა თბილისის,
და დაასველა ცრემლმა რუსთველი,
მაგრამ სამშობლომ არ დაივიწყა,
დღეს მათი ხსოვნით ხარობს ყოველი.



ცხრა აპრილს თბილისს თალხი ეხურა,
გლოვად და სევდად რეკდნენ ზარები,
თავისუფლების მზე დაეხურა,
ზეცას გაეღო გულის კარები...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები