ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლევან63
ჟანრი: პოეზია
13 აპრილი, 2012


ყაყაჩო ამოსულიყო

ორწყალს იფეთქა ყაყაჩომ,
ფერად რა სისხლისფერია,
დარჩა გმირები სატირლად,
სამასი არაგველია.

მხარ-მკლავი ერთი უდრეკი,
უბზარავ კედლად შეკრული,
ნაფიცნი მეფის, სამშობლოს,
დგენენ ფრნაგულით შემკულნი.

სეიდაბადის უკან გზა,
სისხლის ცრემლებით მორწყულა,
მტრის გვამებს შორის გმირთ გვამნი,
ვაზის ფოთლებით მორთულან.

არაგვის გიჟმა ღვარცოფმა,
მტრის დასალეწად იფეთქა,
სექტემბრის თერთმეტის დილა,
ვაი რა შავად გვითენდა.

მრავალი სპანნი დასწყვიტეს,
გმირებმა მეფის სახსნელად,
ყვავ-ყორან, ტურებს მიუგდეს,
მათი სხეულნი სახრწნელად.

თუმც თავად ვერ გადაურჩნენ,
სიკვდილის მუხთალ კლანჭებსა,
დღესაც შეხვდებით ამ აადგილს, 
არაგველ გმირთა ლანდებსა.

კრწანისის ველი კვლავ კვნესის,
მტერ-მოყვრის გვამთა გროვებით,
ხერგილი დამძიმებული,
მათი დედების გლოვებით.

ლომისის გმირნი სამასი,
უფლად ნალოცი ანანურს,
აღდგომას მოვიხსენიოთ,
ვილოცოთ სულის საგანძურს.

არაგველთ შთამომავლნო,
ბურდულ, ბუჩუკურ, წიკლაურ,
მადლი ერის და ბერისა,
წინ მიგიძღვოდეთ მარად სულ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ოთარ ცისკაძე ვულოცავთ დაბადების დღეს