ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლეა-კოკო
ჟანრი: პროზა
15 აპრილი, 2012


სააღდგომო ეპისტოლე ფოფის

ერთმა კაცმა მითხრა რამდენიმე წლის წინ, ისე რო მოხდეს რომ დამტკიცდეს ქრისტე არ აღმსდგარა შენთვის რამე შეიცვლებაო?(თუმცა კი არსებობს ფაქტები როცა ადამიანის სხეული სიკვდილის შემდეგ თავისთავდ აალებულა ისეთი ცეცხლით რომელიც არ აზიანებდა გარშემო საგნებს. ეს თავად იმ სხეულის ენერგეტიკის დამსახურება ყოფილა და ამას ძალიან ლოგიკურად ხსნის მეცნიერება)  მაშინ ვიფიქრე რო შეიცვლებოდა.
ვთქვათ იპოვეს იესოს ცხედარი. ეს სიცრუე შეცვლის იმას რაც მას უკეთებია 33წლის განმავლობაში?  მგლის კანონებში (კბილი, კბილისა წილ და თვალი თვალისა წილ) ჰუმანური განაცხადი გიყვადეს მტერი შენი. ამას რაიმე შეცვლის? მგონი არაფერი. როცა საქმე რელიგიას ეხება, მით უფრო ქრისტიანობას ჩემთვის ძალან საგულისხმო და საინტერესო ერთი ეპიზოდი ხდება ესაა საიდუმლო სერობის ღამე. არის სახარებაში (ზუსტად არ მახსოვს რომელში) ერთი ფრაზა იმის შესახებ რომ იესოსთვის იუდა ყველაზე საყვარელი მოწაფე იყო. ნეტავ რატომ? ნუთუ მასაც ქონდა ადამიანური გრძნობები?( დედას ხომ ჯანმრთელ შვილებზე მეტად თავისი ინვალიდი შვილი უყვარს) ეს იყო იუდასადმი მისი სიყვარულის მიზეზი? მე კიდევ ასე მგონია. იესომ იცოდა რომ ყველაზე ძლიერი პიროვნება იუდა იყო და მას უყვარდა ის ყველაზე მეტად, ამიტომ მისცა მას ფეხისნაბანში ამოვლებული პური და ამით უთხრა მას, შენ უნდა ჩამიშვა რადგან აღსრულდეს წინასწარმეტყველება რომელლიც მე ვთქვი. შენ უნდა დაიწვა სამუდამო ცეცხლში და შენი სახელი უნდა იყოს ღალატის სიმბოლო.  ეს იყო წინასწარი შეთანხმება. და თუ ეს ასეა განა იუდას საქციელი არ უტოლდება იესოს ჯვარცმას? ვთქვათ და ეს მოსაზრება მცდარია, მაშინ იესოს საქციელი მგონი არ შეეფერება თავისას იმიტომ რომ მაშინ გამოდის იესომ იცოდა "თავისი" მოწაფის ზრახვები და არაფერი იმოქმედა არა თავისი თავის გადასარჩენად (ეს არც შეიძლებოდა) არამედ იუდას "თავისი" მოწაფის სახსნელად რომელსაც ესოდენ დიდი ტანჯვა ელოდა, ანუ განზრახ გაწირა ის ფიზიკურად და სულიერადაც, არ იხსნა ცდუნებისგან, არადა თვითონ ამბობს რომ მეცხვარე მთელ ფარას მიატოვებს ერთი ცხვარის გადასარჩენადო. იესო აღსდგა მკდრეთით ეს ფაქტია (შესაძლებელია) ასეც ითქვას ჭეშმარიტებაა.
ამიტომ გიხაროდეთ...
ბევრი იტყვის მე უბრალო მოკვდავს არ მაქვს უფლება განვსაჯო, ჩემებური ინტერპრეტაცია გავუკეთო ბიბლიაში ან სახარებაში მოყვანილ ფრაზებს და მოვლენებს. მე კი ვუპასუხებ მათ მე ამის უფლება მომცა მან ვინც მომცა უფლება აზროვნების. ვინც მომცა თვალი გულის და გონების რომლითაც ვუყურებ სამყაროს. და ვიცი ეს თვალი რაც უფრო მეტს ხედავს და აღიქვამს მით უფრო მარწმუნებს სამყაროს პარადოქსობაში, რომ აქ ლოგიკა არაფერს ნიშნავს და ვხვდები მეც უფრო ნაკლები ვიცი მის შესახებ. 
არსდროს მყოლი მოძღვარი, არსდროს მითქვამს აღსარება, არ მიმარხულია. და მაინც მე ვარ ადამიანი ჩემი ცოდვებით რომელსაც მაქვს უფლება სიკვდილის შემდეგ ვიდგე მარჯვნივ. მაგრამ სულაც არ მგონია არსებობდეს სიკვდილის შემდეგ რაიმე ოთახი ან მდელო. 
გწამდეთ გიყვარდეთ, მიზეზების გარეშე, ერთი ადამიანი მაინც. გიყვარდეთ ისე რომ მისთვის სიკვდილი სიხარული იყოს თქვენნთვის. აპატიეთ შეუნდეთ, მიიღეთ მისი სისუსტეებით ადამიანი რადგან ის მხოლოდ ასლია უფლის და არა უფალი. 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს