 | ავტორი: ბაკუ ჟანრი: პოეზია 17 აპრილი, 2012 |
თითქოს, თავიდან არც არაფერი როცა გავიგე მისი სიკვდილი, ვერც, გავიაზრე ვერც დავიჯერე მაგრამ, მომინდა მაინც ტირილი.
მერე დავჯექი თავს ვკითხე, მოკვდა? ეს კითხვა რაგაც გულს ცუდად მოხვდა, თითქოს ცოტათი მოვედი აზრზე, დამეწყო უცებ კანკალი ტანზე, შემოვიხვიე ხელები თავზე, რაღაც მდუღარე ვიგრძენი თვალზე, მაშინვე იგრძნო გულმა ტკივილი ყველგან ისმოდა ჩემი ყვირილი.
როგორ უყვარდა ხუმრობა საწყალს, ტკივილს ხუმრობიოთ გამოხატავდა, მის მწუხარებას არ მოგახვევდა გზას უცრემლოდაც გამონახავდა.
ის ჩემში მაინც იცოცხლებს მუდამ, რა დამავიწყებს მის ლამაზ გიმილს, ასე იტყოდა შვილმკვდარი დედა როცა, მის სურათს უცქერს და ტირის.
უმისოდ დიდხანს ვერ გაძლო დედამ, დაუშრა ცრემლიც ყველაფრით დაღლილს, ხედავდა შვილის მომღიმარ სურათს და იხსენებდა დროს უკვე გავლილს.
გასვენების დღეს დაპირდა მის შვილს, მეც მალე მოვალ დედა იცოდე, ცრემლი აღარა, შვილი აღარა და მანაც სული ღმერთს მიაბარა.
ორივე ჩემი ტკივილი არის, ამ ტკივილს ასე მე ვერ გადმოგცემთ, მაგრამ ვილოცებ მათი სულისთვის ამის პირობას სუყველას მოგცემთ.
რომ ვასვენებდით საწყალს სახეზე გეგონებოდა თითქოს ეძინა, საწყალი ბიჭი ყველას უყვარდა მისი სიკვდილი ყველას ეწყინა.
მეც უცებ თავი ვერ შევიკავე, მუხლით დავდექი მისი კუბოს წინ, ჩავეხუტე და მერე ვაკოცე, მისი სულისთვის ტაძარს ვალოცე.
აწი მის ღიმილს ვეღარ ვიხილავ, სულ მენატრება მაგრამ გავუძლებ, მის საფლავს როცა შორიდან ვნახავ ახლოს მივალ და სანტელს დავუნთებ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. როგორი ტკივილიანი ლექსიაა :( :( :( ჟრუანტელმა დამიარა :( ++ როგორი ტკივილიანი ლექსიაა :( :( :( ჟრუანტელმა დამიარა :( ++
1. ტკივილს პატივს ვცემ, მაგრამ ლექსი სუსტია. ტკივილს პატივს ვცემ, მაგრამ ლექსი სუსტია.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|